spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ,...

“ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ…” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მძიმე მოლოდინებით, უმწვავეს შეფასებებს აძლევს დაანონსებულ ახალ მოძრაობას:

წავიკითხე იმ გონებაჩლუნგი ბიჭის ბოდიალი. ნიშანდობლივი რამე უთქვამს: თუ საჭიროა, ციხეშიც წავალო.

პატრონი თუ ჰყავს და მყვარებელი, გააგებინეთ, რომ ამ “რაზგონით”, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა.

რასაც ეგ საბრალო ბრიყვი “აანონსებს”, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშსწორების ინსპირაციაა ფსევდომორალის სახელით. და ეგ მორევაზე არსად და არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. არც კუნთები შველის, არც ხელისუფლების მხარდაჭერა, არც ტრადიციებსა და წინაპრებს ამოფარება: ასეთია ძალადობის სპირალის შეუბრალებელი დიალექტიკა.

რაღაც დროს, კიდევ უფრო თავზეხელაღებული, ვინმე “კაი გოგოს ძმა” ან “კაი ბიჭის შვილი” 90იან წლებში გავრცელებულ უბნელეს ფორმულას გაიხსენებს: “სპიცა ღვიძლში”.

ბოთლიდან ბნელი 90-იანების უსასტიკესი ჯინის ამოშვებას თუ ცდილობთ, მეხსიერება არ გივარგათ: ყველა მიწაში წევს, ვინც ეგ ბოლოს სცადა. არც წინაპრების ტრადიციების მთავარი ფუნდამენტის, ბიბლიის ცოდნა გეტყობათ: „ყველანი, ვინც აიღებენ მახვილს, მახვილითვე დაიღუპებიან“.

ასე რომ, წადი ბიჭო სახლში, მოფსი და დაიძინე“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის: მოჭიდავე, MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება. მაგრამ ჩვენი კულტურის, ეროვნული იდენტობის დაცვისთვის თუკი იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვართ, თითოეულ ჩვენს ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, საჭიროების შემთხვევაში, ციხეშიც კი წავიდეთ“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“1 თვეზე მეტი გავიდა, რაც ეს ადამიანი უკანონო პატიმრობაში იმყოფება” – პედიატრი ძმები, გიორგი...

"4 ოქომბრის საქმეზე" პატიმრობაში მყოფი აკადემიკოსი, გიორგი (გოგა) ჩახუნაშვილის...

“ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად...

„წუხელ მოსული ნალექის რაოდენობამ ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“რა სირცხვილია იყო ისეთი სასოწარკვეთილი, რომ არანორმატიული ლექსიკის გამო ადამიანებს ციხეში უშვებდე” – არჩილ...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის...

“ამ ზონდერ ხურცილავას ისეთი პიარი აუგორეს, ღირსების ორდენი რომ მიანიჭონ, არ გამიკვირდება” – დავით...

მწერალ ნოდარ დუმბაძის აუგად მოხსენიების მოტივით, სამოქალაქო აქტივისტსა და...

“თუ მართლა ებრძვი ოკუპაციას, წადი ოკუპაციის ადგილთან, იქ აფრიალე დროშები და იქ იბღავლე “არა...

თბილისში გამართულ მორიგ "შაბათის მარშს" მძიმე შეფასებებით ეხმაურება ანალიტიკოსი...

“ზოგ ხსენებულ ადამიანს ვერანაირი იუმორი ვერ შეულახავს რეპუტაციას, ზოგიერთი პოლიტიკოსის რეპუტაცია კი ისეთია, იმის...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია იუმორისტზე თავდასხმის ფაქტს...

“ჩემი ტყვეობის მეხუთე წლისთავისთვის საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ირონიული შეფასება-მინიშნებები: "ჩემი ტყვეობის მეხუთე...