spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთმა" საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა...

“ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთმა” საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ზეწოლის ფაქტები” – ტელეკომპანიის განცხადება

ტელე-რადიო კომპანია “თრიალეთი” საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართვს:

ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთმა“ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მიმართვით სთხოვა, მათი მანდატის ფარგლებში, შეისწავლონ დამოუკიდებელი რეგიონული მაუწყებლის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული ფინანსური, ადმინისტრაციული და სამართლებრივი ზეწოლის ფაქტები.

მიმართვაში აღნიშნულია, რომ „თრიალეთმა“ საკუთარი უფლებების დასაცავად არაერთხელ მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პარლამენტს, საპარლამენტო კომიტეტებს, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურს, სახალხო დამცველს, სასამართლოს, პროკურატურასა და სხვა სახელმწიფო უწყებებს, თუმცა დღემდე ვერ მიიღო ეფექტიანი სამართლებრივი დაცვა და საქმის დამოუკიდებელი შეფასება.

მიმართვის თანახმად, მოქმედი ინკასოს პირობებში „თრიალეთმა“ დაკარგა შესაძლებლობა, სრულყოფილად ესარგებლა საბანკო ანგარიშებით, დაეფარა თანამშრომელთა ხელფასები და მაუწყებლობისთვის აუცილებელი ყოველდღიური ხარჯები. შედეგად, შეწყდა სატელიტური მაუწყებლობა, თანამშრომლების ნაწილი თვეების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მუშაობდა, ხოლო ამჟამად კომპანია შემცირებული სამუშაო რეჟიმით აგრძელებს საქმიანობას.

კომპანია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არ უარყოფს საგადასახადო დავალიანების არსებობას და არც განსაკუთრებულ შეღავათს ითხოვს. მათი განცხადებით, ერთადერთი მოთხოვნაა კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპის დაცვა და იმავე სამართლებრივი მექანიზმებით სარგებლობის შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფომ სხვა მედიასაშუალებების მიმართ უკვე გამოიყენა.

საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ მიმართვაში „თრიალეთი“ ითხოვს წარმოდგენილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების შესწავლას, მათი შესაბამისობის შეფასებას მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და კანონის წინაშე თანასწორობის საერთაშორისო სტანდარტებთან, საქმის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი რეკომენდაციებისა და საჯარო პოზიციის გამოხატვას.

კომპანია აცხადებს, რომ მზად არის საერთაშორისო ორგანიზაციებს წარუდგინოს საქმის შესწავლისთვის საჭირო ყველა დამატებითი დოკუმენტი, სასამართლო მასალა, ოფიციალური კორესპონდენცია და სხვა მტკიცებულებები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას”

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, მორიგ გზავნილში...

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“სტრატეგია აღმაშენებელი”: “სოლიდარობა ვახო სანაიას!”

" სტრატეგია აღმაშენებელი" განცხადებას ავრცელებს ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14-დღიანი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...