საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავის მოსაზრებებს გამოთქვამს ე.წ. “საბოტაჟის საქმეზე” ბრალდებულ ოპოზიციონერ ლიდერებზე მიმდინარე პროცესების მიზეზებთან დაკავშირებით, კონკრეტული მინიშნებებით
“საბოტაჟის საქმე” სხვა არაფერია თუ არა ანტი-რუსული მოღვაწეების განადგურება და სინამდვილეში პირდაპირი გაგრძელებაა შარშანდელი ღალატის კომისიის.
წინა დღეებში, საოკუპაციო კოლაბორაციონისტულმა დიქტატურამ საბოლოოდ მოიხსნა ნიღაბი, როცა მოწმეებად გამოიძახა პირდაპირ რუსული ორგანიზაციების წევრები. გადავხედოთ განსასჯელთა სიას და შევხედოთ რისთვის უშვებენ მათ სინამდვილეში ციხეში:
– ხოშტარია და მელია – გავრილოვის ღამე;
– გვარამია რუსეთის და პირდაპირ პუტინის წინააღმდეგ ტელეგადაცემებისთვის;
– გიორგი ვაშაძე – უკრაინაში მუშაობისთვის 2014 წლის შემდეგ, იქ სახელმწიფო სერვისების რეფორმირებისთვის;
– ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე – ანაკლიის პროექტში ამერიკელების შემოყვანისთვის.
-მე, როგორც საქართველო წარმატებული დამოუკიდებელი კურსის სიმბოლო. ასევე ოდესის ყოფილი გუბერნატორი და უკრაინის აქტიური მოქალაქე.
ეს არის პირდაპირ ლიუბიანკაზე შედგენილი სია.
ნუ, რა თქმა უნდა, აქაური დიქტატორის მიზანია მთლიანად ოპოზიციის განადგურება და ამით აიხსნება ამ სიაში ზ. ჯაფარიძის დამატებაც. ამიტომ ახლა რაიმე კლასიკურ ოპოზიციაზე და მითუმეტეს პარტიულ მრავალფეროვნებაზე საუბარი არის დიქტატურის თამაში.
საჭიროა სრულფასოვანი, ანტი-საოკუპაციო წინააღმდეგობის მოძრაობის ფორმირება, ვისაც ეს არ ესმის აუცილებლად აღმოჩნდება თამაშგარე მდგომარეობაში“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

