spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას...

“ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე კარგ ადგილზეა, თავდავიწყებით აგინებენ ევროპას იმის იმედად – სად წავლენ, ისე ჭირდებათ ჩვენი კორიდორი, ბოლოს მაინც ჩვენთან მოვლენ…” – ნინო ჯანგირაშვილი

საქართველოს გეოპოლიტიკურ შანსებსა და მმართველი გუნდის მოლოდინებთან დაკავშირებით, კონკრეტული განმარტებებით, მწვავე შეფასებებს აკეთებს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

რომ გავიაზროთ, რა შეზღუდული აზროვნება აქვთ კობახიძეს და მის პატრონს:

გზა სად გაივლის, ამას წყვეტს გეოგრაფია და ამ გზას რეალურად ალტერნატივა, რეალური ალტერნატივა არა აქვს, შესაბამისად ვერავინ შეცვლის გეოგრაფიას“, – ბრძანა კობახიძემ იმედის ეთერში.

ანუ ივანიშვილ/კობახიძე თვლიან, რომ გეოგრაფია წყვეტს ყველაფერს და მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს, რომ საქართველო რუკაზე კარგ ადგილზეა, თავდავიწყებით აგინებენ ევროპას იმის იმედად – სად წავლენ, ისე ჭირდებათ ჩვენი კორიდორი, ბოლოს მაინც ჩვენთან მოვლენ, თუნდაც აქ რუსული დიქტატურა ჩავაბეტონოთო. ეს განცდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ გაუჩნდათ, როცა აღმოსავლეთ–დასავლეთის დამაკავშირებელი კომფორტული და მოსახერხებელი მარშრუტი რუსეთის გავლით გაუქმდა. ანუ ევროპამ უარი თქვა რუსეთის სატრანზიტო გზით ესარგებლა.

ანუ, ევროპამ უარი თქვა რუსულ ენერგორესურსებზეც (თვითონ კობახიძემ თქვა გუშინ უკვე მერამდენედ), გაირთულა ცხოვრება, უარი თქვა რუსეთთან სატრანზიტო კავშირებზე, ფაქტიურად ყველაფერზე და მართლა გაირთულა და გაიძვირა ცხოვრება, ოღონდ რუსეთზე არ ყოფილიყო დამოკიდებული.

და თვითონ ქოცები ამბობენ, რომ ამის შემდეგ გახდა ძალიან აქტუალური საქართველოს გავლით მარშრუტი. თან უკვირთ და ჩხუბობენ, ყველას ელაპარაკებიან ვინც ამ მარშრუტზეა ჩვენს გარდაო. თან იმედი აქვთ, ბოლოს დაგვნებდებიან და მაინც ჩვენთან მოვლენო.

ამდენ ბრძენ ქოცში არავის არ გაუნათდა ამდენი ხანი გონება, რომ მიმხვდარიყო: რუსეთის გავლით მარშრუტზე იმიტომ არ უთქვამთ უარი, რომ ალტერნატიულ მარშრუტზე ფული ხარჯონ და იქაც რუსეთის ხელში აღმოჩნდნენ, ანუ მისი სატელიტის ხელში, რუსეთ

რახან არავინ გეუბნებათ ბ–ნო ბიძინ, მე გეტყვით, თან უფასოდ: სიტყვა “გეოპოლიტიკა“ ორი კომპონენტისგან შედგება – გეოგრაფია და პოლიტიკა. გეოგრაფია ქმნის შესაძლებლობას, პოლიტიკა წყვეტს, გამოიყენებენ თუ არა ამ შესაძლებლობას. გეოგრაფია გვიჩვენებს, სად შეიძლება თეორიულად გაიაროს გზამ. პოლიტიკა წყვეტს, სად უღირთ ამ გზის გატარება და სად არა. რუსეთზე ევროპამ უარი თქვა არა იმიტომ, რომ რუსეთი რუკიდან გაქრა, არამედ იმიტომ, რომ ის არასანდო და სახიფათო პარტნიორი გახდა. თუ საქართველო იმავე პოლიტიკურ რისკს შექმნის, მხოლოდ გეოგრაფია მას შეუცვლელ დერეფნად ვერ აქცევს.

რუკაზე უმოკლესი მარშრუტი რეალურ ცხოვრებაში შეიძლება ყველაზე სახიფათო, ძვირი და არასანდო აღმოჩნდეს.

გეოპოლიტიკა არ არის Google Maps, რომ უბრალოდ უმოკლეს გზას დააჭირო. ჯერ უნდა ნახო, ვინ აკონტროლებს გზას, ვის შეუძლია მისი ჩაკეტვა და ხვალ შანტაჟის ქვეშ ხომ არ აღმოჩნდები მძევლის მდგომარეობაში.

ძაან მეზარება ამ მარტივი ჭეშმარიტებების ახსნა, მაგრამ ძალიან ტვინი წაიღეთ და თან მგონი მართლა ვერ ხვდებით სად ხართ გაჭედილები – თქვენც წვალობთ და სხვასაც აწვალებთ. ამიტომ არ დაგზარდით“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს მხოლოდ სახელმწიფო რესურსების არაეფექტიანი ხარჯვა კი არ არის – ეს ქვეყნის ძარცვაა” –...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი...

“რამდენი უსახური ნაგებობა შენდება ქალაქში და მაინც და მაინც დოქებს მიადგნენ” – რომან გოცირიძე

გავრცელებული ინფორმაციით რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებაა მიღებული და მის...

“ვინმე “კერძო მესაკუთრე” 75 მილიონიან შენობას რომ ანგრევს, უფრო ძვირფასს რას აშენებს?” – ნიკა...

რიყის დოქების დემონტაჟის გადაწყვეტილებას მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა

ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა საერთაშორისო ბიზნესგამოცემა Forbes-მა ბათუმის შესახებ ვრცელი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ვერ გავარკვიე ამ ბოდვითი დიარეის მოსმენის მიზანი რა არის – პროკურატურა იზიარებს ამ ყველაფერს...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე ზურაბ...

“მინდა წინასწარ განვაცხადო, რომ თუ შეგხვდებათ ვიდეო, აუდიო ან რაიმე სხვა სახის ჩანაწერი, რომელშიც...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, "კლინიკა ვივამედიდან"...

“ამ დროისთვის, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია” – მაია მუმლაძე მურთაზ ზოდელავაზე

ე.წ. "4 ოქტომბრის საქმეზე" მსჯავრდებული მურთაზ ზოდელავა, ჯანმრთელობის მდგომარეობის...