კონკრეტული ფაქტების გახსენებით, პოლიტიკური ბრძოლის სხვადასხვა მეთოდს განიხილავს საქართველოს პარლამენტართა საზოგადოების თავმჯდომარი, მანანა ჯებაშვილი:
“ციხე თუ ემიგრაცია⁉️
მე, პირადად ორივე გადაწყვეტილებას პატივს ვცემ‼️
აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება საკმაოდ რთულია, ვინაიდან საჭიროებს, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების დეტალურ ანალიზს, ასევე გლობალური პოლიტიკური პროცესების სწორად შეფასებას. მაგალითად, ზვიად გამსახურდია მონანიების საფუძველზე ციხიდან გამოვიდა (თუმცა, საბოლოოდ სამშობლოს შეწირა თავი). მაშინ რომ ციხიდან არ გამოსულიყო ზვიადი, არ იქნებოდა ნამდვილი ეროვნული მოძრაობა, არ იქნებოდა 9 აპრილი და არ იქნებოდა ის დიადი გამარჯვება‼️
კიდევ გავიხსენებდი შარლ დე გოლს, რომელიც პეტენის ციხეში რომ ჩამჯდარიყო საფრანგეთი დაკარგავდა საუკეთესო ლიდერს‼️
ასევე, მიხეილ სააკაშვილი, რომ არ ჩამოსულიყო საქართველოში, ის ზელენსკისთან ერთად იქნებოდა დიდი ძალა უკრაინისთვის და საქართველოსთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ იბრძოლებდა მიშა მთელ მსოფლიოში რუსეთის წინააღმდეგ‼️
რა ტრაგიზმია, როცა ასეთი შესაძლებლობების ადამიანი მე-5 წელია ბიძინას ტყვეა და მისივე პოლიტსაბჭოს ნაწილიც საყვედურობს იმას, რომ ნანუკა ჟორჟოლიანის შემოყვანა მოისურვა პარტიაში რაღაც პოზიციაზე (ეჰ, მიშა!).
ახლა მეორე მხარის (ვინც ციხეს ირჩევს) სასარგებლოდ ვიტყვი, რომ თავდადება და თავგანწირვა ღირებულებების უმაღლესი კატეგორიაა და ამას ჩვენ ვერასოდეს დავაკნინებთ. მხოლოდ ერთ ტრაგიკულ ფაქტს გავიხსენებ (ესეც საკმარისია) – თბილისის ომის დროს ერთმა მოქალაქემ რუსთაველზე თავი დაიწვა იმ მოტივით, რომ ძმათამკვლელი ომი გაჩერდებოდა. ეს ნამდვილად იყო თავგანწირვა, მაგრამ ომი არ გაჩერდა. ის ადამიანი იყო მოქალაქე, რომელმაც ემოციურად ეს მოიფიქრა (ნათელი დაადგეს მის სულს!🙏). ჩემთვის ასეთი ადამიანები გმირები არიან‼️❤️
თუმცა, პოლიტიკოსებს მეტი მოეთხოვებათ. პოლიტიკოსებმა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით უნდა მოახდინონ სწორი პოლიტიკური ანალიზი და შესაბამისად იმოქმედონ. შემდეგ უკვე დრო გვიჩვენებს ვინ მიიღო სწორი გადაწყვეტილება‼️” – წერს მანანა ჯებაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

