spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი...

“აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა” – დავით ზურაბიშვილი

მიხეილ სააკაშვილის მიერ საპატიმროდან გამოგზავნილ მორიგ პოლიტიკურ შეფასება-განმარტებებს, სადაც იგი ქვეყანაში არსებულ ბოლო წლების რეალობაზე საუბრობს, მძიმე შეფასებებით ეხმაურება პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი:

მიხეილ სააკაშვილმა სტატუსი დადო (შეგნებულად არ ვაზიარებ აქ. დ. ზ.), სადაც საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე კურსის საკუთარი ვერსია წაგვიკითხა, რის საფუძველზეც გვითხრა, ვინც ჩემს მხარეს არ იყავით, ყველანი ბოზები და ჩათლახები ხართ, მაგრამ რაც მე შუქი და ნათელი მოვიტანე, იმას ვერაფერს უზამთო.

არა, მე მისგან არ გამკვირვებია მსგავსი შეფასებები და არც ვეკამათები ხოლმე. ჯერ ერთი, აზრი არა აქვს, და, გარდა ამისა, პატიმარია მაინც, თან აშკარად პოლიტიკური მოტივით დაჭერილი.

არც ის მიკვირს, რომ ბევრი ჩემი ნაცნობ-მეგობარი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას უპირისპირდებოდა და 2012 წლის ოქტომბერშიც “ოცნების” კოალიციას აქტიურად უჭერდა მხარს, ასეთ, წესით მისთვისაც შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ან არ პასუხობს და უყრუებს, ან სულაც ეთანხმება ხოლმე. კი არ მესმის ამას რანაირად ახერხებენ, მაგრამ წლებია უკვე ასე იქცევიან “ქოცი არ გავახაროთ” პრინციპით. პლუს ნაცებთან ჩხუბი და მათგან ლანძღვა-გინების მოსმენაც ეზარებათ.

უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ აქ იმდენად თავად სააკაშვილი არაა პრობლემა, რამდენადაც ჩვენი ქვეყნის ისტორიის მისეული ხედვა და სანამ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულად იჯერებს უახლესი ისტორიის ამ ვერსიას, მათ შორის ის ხალხიც, ვისაც ორი წიგნი წაკითხული აქვს და ასე თუ ისე ჭკუა მოეკითხება, მანამ გარანტირებული გვაქვს კრებსითი ბიძინას მარადიული მეუფება მთელი მისი სამეფო ამალით“, – წერს დავით ზურაბიშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – გიორგი ვაშაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“მჯეროდა, რომ უპასუხოდ არ დამტოვებდით, ქალბატონო ეკატერინა” – ეკა კუპატაძე

შვილმოკლული დედა ეკა კუპატაძე მადლობას უხდის ეკატერინა ივანიშვილს გამოხმაურებისა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ბაჩო ახალაია რეჟიმის ახალი მძევალია და მისი გათავისუფლება, სხვა რეჟიმის ტყვეობაში მყოფებთან ერთად, ჩემთვის...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...