spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ"

მიხეილ სააკაშვილი: “მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ”

ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ისტორიის მიმოხილვას ახდენს და განმარტებებს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრიოროტეტები იყო ქვეყანაში ვარდების რევოლუციამდე და რა დამოკიდებულება ჩამოყალიბდა მის მიმართ საზოგადოების კონკრეტული ნაწილის მხრიდან:

ეს მნიშვნელოვანია!

რატომ ვერ მიტანს თვითგამოცხადებული ქართული „ელიტა“ დღემდე მე, რატომ ებრძოდნენ საპროტესტო აქციებზე ჩემს პლაკატებს, ზოგადად ჩემს სახელს და რატომ უნდათ ასე ძლიერ დღეს ჩემი ხმის ჩახშობა, ქვეყნიდან გაძევება და საერთოდ აღიზიანებთ ჩემი არსებობა?

ეს რომ გავიგოთ, წარსულში უნდა ჩავიხედოთ. საქართველოს დაპყრობის შემდეგ მე-19 საუკუნეში რუსები ეგრევე მიხვდნენ, რომ ქართველებს, მხოლოდ ბრუტალური ძალით ვერ გააკონტროლებდნენ, ამიტომაც მიაყარეს ქართულ არისტოკრატიას ბევრი ფული და ჩინ-მედლები და მათი მეშვებოდით არა მხოლოდ ქართველები, არამედ მთელი სამხრეთ და ჩრდილო კავკასია აიყვანეს კონტროლ ქვეშ.

პრაქტიკულად მათ გამოზარდეს კოლონიური ქართული ელიტა, უსაქმური, გატყლარჭული, მაგრამ მორჩილი და სუფრის პატრიოტიზმით შემოფარგლული. ეს ამბავი გაგრძელდა საბჭოთა კავშირშიც.

მე გავიზარდე ოთხ-თაობიან და ძალიან მშრომელ ოჯახში და ბავშვობიდან ვერ ვიტანდი თბილისის „სვეცკი“ შემადგენლობას. ძალიან საშუალო ნიჭის ან საერთოდ უნიჭო მუქთახორა არსებებს, რომლებსაც რატომღაც მუდმივად ჰქონდათ პრივილეგიები, სხვა მშრომელი ადამიანების ხარჯზე.

ეს იყო ჩაკეტილი წრე, რომელსაც უყვარდა ერთმანეთში რუსულად საუბარი და ყველა დანარჩენს ზემოდან ქვემოთ უყურებდა. რატომღაც მათ ჰქონდათ ყოველთვის ფული, ჰყავდათ კარგი მანქანები, ეცვათ სხვებზე უკეთესად, დადიოდნენ უცხოეთის „პაეზდკებში“, მათი შვილები ხვდებოდნენ პრესტიჟულ ფაკულტეტებზე და კომუნისტური ნომენკლატურაც მათ პატივისცემით ეკიდებოდა.

შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა და მოვიდა ზვიად გამსახურდია, რომელმაც მოიყვანა ბევრი არაელიტური ადამიანი ხელისუფლებაში და ღიად დაუპირისპირდა „ელიტას“. ეს უკანასკნელიც უმალ აჯანყდა (როგორც შევარდნაძემ მოგვიანებით თქვა „ინტელიგენციამ ავტომატი აიღო ხელში“) და სისხლიანი გზით დაამხო გამსახურდიას ხელისუფლება.

საქართველო ჩაეშვა წყვდიადში, სამაგიეროდ შევარდნაძემ ისევ აგრძნობინა მათ თავი გამორჩეულად. ასე მაგალითად, დენი არ იყო, მაგრამ მათ ისიც უხაროდათ, რომ მხოლოდ მათ ედგათ გენერატორი.

შემდეგ მოხდა ვარდების რევოლუცია. ის მოახდინა პროვინციებიდან ჩამოსულმა, უბრალო, მშრომელმა, განათლებულმა ხალხმა, ვერა-ვაკის „სვეცკი სასტავი“ მხოლოდ რევოლუციის გამარჯვების დღეს მოვიდა მიტინგზე და მოვიდა ვარდების ხელისუფლება.

ჩვენ თავიდანვე გამოვაცხადეთ მერიტოკრატია – ე.ი. ადამიანის წარმატება ნიჭის, შრომის, დამსახურებების და არა წარმომავლობის და ნათესაური კლანური კავშირების მიხედვით ჩემი მინისტრების უმეტესი ნაწილი სოფლიდან ჩამოსული ან დევნილი და კარგი განათლება მიღებული ხალხი იყო.

მე ყველას გავუხსენი გზა წარმატებისკენ, ნებისმიერ ქართველს შეეძლო, თუ მას მიიღებდნენ კარგ უცხოურ უნივერსიტეტში, სახელმწიფო დაფინანსების მიღება. უმაღლესში ჩაბარება მოხდა ერთიანი ეროვნული გამოცდით, რომლის ინიციატორი იყო სოფელ ნარაზენიდან ჩამოსული კახა ლომაია, რამაც ძალიან გაანაწყენა ძველი „ელიტა“, რომლის დიდი ნაწილი უნივერსიტეტში ჩამჯდარი მექრთამეებისგან შედგებოდა.

სრულიად ახალმა ხალხმა დაიწყო წარმატების მიღწევა ბიზნესში, განათლებაში, პოლიტიკაში, ხელოვნებაში. ამან ეგრევე ააჯანყა კოლექტიური რობერტ სტურუები. ხაინდრავები და ნიკუშა შენგელიები. შედგა მათი ალიანსი პატარკაციშვილთან, გაგდებულ პოლიციელებთან და მებაჟეებთან, ქრთამის გარეშე დარჩენილ ლექტორებთან. თავიდან მათი ლოზუნგი იყო „დაგვიბრუნეთ ღირსება“, შემდეგ კი კონკრეტულ გამონაკლის ფაქტებზე დაფუძნებით, ადამიანის უფლებების დაცვა.

სინამდვილეში, როგორც დღეს უკვე საბოლოოდ დადასტურდა, მათ საერთოდ არ ანაღვლებთ ადამიანის უფლებები. მათთვის პრობლემა იყო მათივე პრივილეგიების გაუქმება და სხვებთან გათანაბრება.

ხოდა ამ ხალხმა მოაწყო 2007 წლის ნოემბერი, როცა მე გადავდექი და შემდეგ უბრალო ხალხის – თბილისის გარეუბნების და რეგიონების ხმებით დავბრუნდი ხელისუფლებაში.

ამ ხალხმა მოიყვანა საკუთარი კალმისტრებით ივანიშვილი, რომელიც ჩემგან განსხვავებით (მე თბილისის ცენტრში დავიბადე და გავიზარდე) ძალიან შორს იყო მათგან სოციალურად, მაგრამ ჩათვალეს, რომ ის უფრო აწყობდათ და ახლა ვართ სრულ ჭაობში, მაგრამ სტურუებმა და ნიკუშა შენგელიებმა ამ ჭაობში „გახოდეს“ ბიძინასთან და უკიდურესად კმაყოფილები არიან.

ერთადერთი ისევ მე ვაღიზიანებ ჩემი აქტიურობით, ჩართვებით სასამართლოდან და სვამენ კითხვებს ლალი მაროშკინების და „სვეცკების“ პირით – კი მაგრამ რით ვეღარ გააჩუმეს ეს სააკაშვილი, რით ვერ ამოუქოლეთ „საინფორმაციო ღრუ“?

მე მათთვის ცუდი ამბავი მაქვს, შეიძლება სააკაშვილი გააჩუმოთ ან მოკლათ კიდეც (რაც უკვე ერთხელ თითქმის გამოგივიდათ), მაგრამ ჩემს ერთხელ გამოშვებულ ჯინს უკვე ვერაფერს უზამთ.

განსხვავებით ზვიადისგან, მე დიდი დაბრკოლებებით, მაგრამ მაინც დამცალდა საქართველოს წარმატების ისტორიული პრეცედენტის შექმნა. ამას წამოჰყვა სრულიად სხვა მენტალობის ახალი თაობა, რომლებიც თავისუფალია ძველი კლიშეებისგან და რომელთაც მოსწონთ დამოუკიდებელი, წარმატებული ქართული სახელმწიფოს და მერიტოკრატიის იდეა, მათთვის სრულიად უცხოა კორუფცია და „ქართულ-ჯიგრული პონტი“.

ჩემი ძირითადი მემკვიდრეობაც არის არა შუქი გზები, ახალი ქალაქები, არამედ სწორედ ეს ახალგაზრდული მენტალური გარღვევა მომავლისკენ და ჩემი მთავარი მიღწევებიც სწორედ ამ უახლოეს მომავალში წარმოჩინდება, პროგრესის დაბრუნებასთან ერთად, ვინაიდან ზუსტად ვიცი – საქართველოს საუკეთესო დღეებია არის წინ!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როდესაც ნავთობიმპორტიორები კარტელური გარიგების პირობებში მოქმედებენ, ბაზრის რეალური მდგომარეობა მათთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია” – რომან...

საქართველოში საწვავზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებებს და მძიმე მინიშნებებს...

“საქმეში დევს ათობით საათი ვიდეო ჩანაწერები. არ არსებობს 1 კადრიც კი სადაც ჩვენ ამასთან...

“ოპოზიციის ალიანსის” ერთერთი ლიდერი, “გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარე...

“მე უარს ვამბობ მსხვერპლად ყოფნაზე და მინდა მოგიწოდოთ, რამდენადაც ძნელი არ უნდა იყოს, თქვენც...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სასამართლო სხდომაზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“სიმართლე რომ არ გაიგოს საზოგადოებამ, ამიტომაა დაკეტილი ყველაფერი მის ირგვლივ – პირადიც და საჯაროც”...

მედიაჰოლდინგ "ქრონიკა +"-ის დამფუძნებლის ელისო კილაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი...

“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში თავს ისე გრძნობს, როგორც ოჯახში” – იაგო კაჭკაჭიშვილი

სოციოლოგიის დოქტორი, იაგო კაჭკაჭიშვილი "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...