მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით, ირონიული მინიშნებებით ეხმაურება ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი.
ოთხ წელიწადში რევოლუციის ხუთ მცდელობას ეხუმრებით?!
ზოგ ქვეყანას ამდენი მცდელობა არსებობის მანძილზეც არ ქონია“, – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

