spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის...

ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

15 ივნისს ინგუშეთში მდინარე სუნჟაში ჩავარდნილი მეგობრის გადასარჩენად 8 წლის ხიზირი წყალში გადახტა…

4 მოზარდი მდინარეზე საბანაოდ იყვნენ და ერთი მათ შორის მდინარეში შესული შველას ითხოვს, დანარჩენი 3 ძალიან პატარაა ასაკით ამ საქმისთვის და გადაწყვეტილებას იღებენ უფროსებისთვის შეტყობინებას და დახმარების თხოვნას, მაგრამ აქ ხდება სრულიად წარმოუდგენელი.

8 წლის ხიზირის სიტყვები ისმის იმ სუფთა სპეტაკი გულიდან წამოსული – ჩვენ რა კაცები არ ვართ და გარბის აბობოქრებული მდინარისკენ, მეგობრის გადასარჩენად“, – წერს სოციალურ ქსელში მალხაზ (ვახა) მაჩალიკაშვილი…

ხიზირის მეგობარი გადარჩა, მაგრამ მდინარის დინებამ გაიტაცა ხიზირი, დაუნდობელი იყო წყლის სტიქია.

სხვადასხვა ეროვნების და რელიგიური მწამსის ასობით ადამიანი თავდაუზოგავად იყო ჩართული ხიზირის საძიებო ოპერაციაში. ერთი კვირა მოლოდინებით იყო აღსავსე კავკასიის რეგიონი და არა მხოლოდ. ტრაგედიამ უამრავი ადამიანის გულები შეძრა.

სამწუხაროდ ხიზირი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ამ ერთმა ისტორიამ საოცარი გმირობის, თანადგომის, დიდი ერთობის ძალა დაანახა მსოფლიოს…

ათეულობის ათასი ადამიანი დაესწრო ხიზირ დერბიჩევის გასვენებას, ამაყი ინგუში ერის წარმომადგენლის სპეტაკი სულის და უზომოდ დიდი გულის მქონე პატარა ანგელოზის გასვენებას…

სააგენტო “პარალელი” იზიარებს ხიზირის ოჯახის და ახლობლების უზომო ტკივილს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“თუ დღეს ვინმე აზიანებს ე.წ. “ოპოზიციას,” არიან ექს-პრეზიდენტები მიშა და სალომე” – ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში, კონკრეტულ მოსაზრებას...

“როდესაც ახლანდელი ქოცები ემზადებოდნენ ხელისუფლებაში მოსავლელად და ბიძინა გაიხადეს ბელადად” – ბეჟან ჯავახია

საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის...

“მარიამ მეყანწიშვილი არის საოცრად ძლიერი, მაგარი გოგო და უდიდესი პატრიოტი” – გიორგი ვაშაძე

სამოქალაქო აქტივისტის, მარიამ მეყანწიშვილის საქმეს ემოციური შეფასებებით ეხმაურება “ოპოზიციის...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...