spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის...

“ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე” – ირინა სარიშვილი

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე შემთხვევას, რა დროსაც არასრულწლოვანი, სიმღერის დროს, გონებას კარგავს და ძირს ეცემა, კონკრეტული ფაქტების შეხსენებით და მძიმე მინიშნებებით ეხმაურება ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი:

10 თვის ბავშვი წყალში დაინახეს როცა ქვევრს თავი მოხადეს და ისევ თავზე დაახურეს. ეს კადრი გახსოვთ?

მაშინ ამდენი არ აღშფოთებულა.

დღეს თითქმის ყველა ბავშვის დაცემაზე წერს და გარშემო მყოფთა გულგრილობას გმობს.

რა ხდება, გამოვსწორდით, უკეთესები გავხდით თუ ბავშვების სიყვარული ვისწავლეთ?

როგორ ფიქრობთ, ამ შემზარავ ფაქტებს საფუძვლად პოლიტიკა უდევს თუ მიზეზი ბევრად ღრმაა და ზოგჯერ ზედაპირზე არც ჩანს?

უმრავლესობას შვილი უნდა სრულფასოვანი ოჯახის ატრიბუტად ან უბრალოდ მარტო რომ არ იყოს და შვილიც ისეთი უნდა იყოს როგორიც თვითონ წარმოუდგენია, თვითონ უნდა ასე – ეს დამოკიდებულება შეიცვალა?

აღარაფერს ვამბობ შვილად აყვანაზე, როცა ბავშვი მინიმუმ ჯანმრთელი უნდა იყოს, მერე სხვა მოთხოვნებიც ჩნდება… ასე არ არის?

ქუჩაში მოწყალებისთვის გამოსულ ბავშვებს, დაუბანლებს, მოუვლელებს, როცა საკუთარი თავით კმაყოფილები ხურდებს მიუყრით, რამდენი ჩაეხუტებით, აკოცებთ?

კიდევ რამდენი რამის დაწერა შეიძლება ეგეც ხო ვიცით?

ხოდა ეგებ აქედან იწყება ყველაფერი და მერე მოდის დანარჩენი – სხვისი შვილის დაწყევლიდან დაკიდებამდე.

ერთადერთი რისი და ვისი შველაც შეიძლება დღეს, ისევ ბავშვებია რომ ამ უმრავლესობას არ დაემსგავსონ.

როგორ? აი თუნდაც ამ ბოლო შემზარავ მაგალითზე – რაც უნდა გააკეთონ დღეს იმ ბავშვების მშობლებმა რომლებმაც სიმღერა გააგრძელეს – დაელაპარაკონ შვილებს, გაუბრაზდნენ, აუხსნან, რომ როცა ვინმეს მათი დახმარება ჭირდება, არ დაუჯერონ არავის და შიშს და მორჩილებას გადააბიჯონ, დიახ, მორჩილებას, რომელიც ბავშვს მონად აქცევს!

ამ დაჭაობებულ საზოგადოებაში სხვას აღარაფერს, არც აქ მოთქმას აზრი არა აქვს და ეგებ ეს მაინც გავაკეთოთ, მშობლებო!” – წერს ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაცემა, რომელიც დაცემაა… არ აკანკალდა ობიექტივი, არ შეწყდა გადაღება…” – ლალი მოროშკინა

საზოგადოებრივ მაუწყებელში, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მომხდარ მძიმე...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და...

“კარგად მოუფრთხილდით თქვენს სტრ.პარტნიორებს, არსად დაგეკარგოთ” – დავით ქაცარავა

გაეროში ჩატარებულ ყოველწლიურ კენჭისყრაში რეზოლუციაზე, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...

“საინფორმაციო სიკეთე გქონდეს ადამიანს და ეგეთი იდიოტი იყო…” – გოჩა მირცხულავა

მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ხალხის კონკრეტული არჩევანის მიმართ, მძიმე შეფასებებს...