spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას..." - მიხეილ...

“ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას…” – მიხეილ სააკაშვილი

აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მხრივ მმართველი გუნდის და ბიძინა ივანიშვილის მცდელობას კონკრეტული მოლოდინებით და 2-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება მიხეილ სააკაშვილი:

ივანიშვილი რამდენიმე ხერხით ცდილობს ამერიკასთან დალაგებას.

1) ტრამპიზმის მიმიკრიით, ოღონდ ოლიგარქის ვითომ ტრამპიზმი სრულიად შეუთავსებელია ნამდვილ ტრამპიზმთან, კერძოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ოპონენტების დაჭერა, მიგრანტების მასობრივად შემოყრა, ისლამისტების გაჯეჯილება.

2) ცდილობს მატერიალურად დააინტერესოს ტრამპის გარემოცვა. ტრამპ თაუერი ამის ნათელი ნიმუშია, ისევე როგორც “არაბული ქალაქები”, რომლის გასაიდუმლოებულ კონტრაქტებში დიდი ალბათობით ფიგურირებენ (ისევე როგორც სერბეთში და ალბანეთში) ტრამპთან დაკავშირებული პირები, მაგრამ სხვა ქვეყნების გამოცდილება ადასტურებს, რომ ტრამპის ოჯახის წევრების მონაწილეობაც კი ერთობლივ ბიზნესში არ იძლევა არაფრის გარანტიას.

არის კიდევ ერთი ფაქტორი. თუ შეგიმჩნევიათ, რომ ამერიკის დელეგაციებთან შეხვედრის დროს ივანიშვილის ხელის “პრემიერი” არასდროს იღიმება და კრიჭაშეკრული ზის კამერების წინ. ეს იმას ნიშნავს, რომ ბორიას არ უნდა რუსების ეჭვიანობა გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ არ უშვებენ ამერიკელებს ანაკლიაში.

ხოდა ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ “დალაგება” არ მოხდება, არამედ მივიღებთ უფრო დიდ კონფლიქტს დიქტატურას და ვაშინგტონს შორის, ვიდრე ეს იყო ბაიდენის დროს. აკი პირველი მკაცრი ნოტები უკვე წამოვიდა, რაღაც მკარნახობს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია. დიქტატურა!” – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს უმაღლესი სასჯელი” – ეკა კუპატაძე

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყველა დამნაშავემ აი ასე მოისმინოს...

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“ისინი საკუთარ მოსაზრებებს არ და ვერ გადმოსცემენ, ცდილობენ კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკოსების მესიჯებს მოერგონ” –...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში ცალკეული ოპოზიციური...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ბატონო ივანიშვილო, თუ თქვენმა პრემიერმა ცოტა მუხრუჭებს არ მიხედა…” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მინიშნებები "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...

“ჩავიფიქრე! რომ მოვრჩები, ისევ ბევრს ვიმოგზაურებ და ისევ ლამაზი გოგო ვიქნები…” – ხათუნა სამნიძე

ხათუნა სამნიძის ემოციური სტატუსი, სოციალურ ქსელში, პოზიტიური მოლოდინებით და...

“სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ქ.ო. მთელი გულით უნდა გულშემატკივრობდეს ფაშინიანის დამარცხებას და ამას ორი...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი თავის მოსაზრებას აფიქსირებს სომხეთის არჩევნებთან დაკავშირებით...