spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ამჟამინდელი პოლიტიკური თეორია უნდა დაეფუძნოს ხელისუფლებაზე...

“ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ამჟამინდელი პოლიტიკური თეორია უნდა დაეფუძნოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის პერსპექტივაზე…” – არჩილ გამზარდია

დემოკრატიასა და საზოგადოების როლზე საუბრობს პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში:

დემოკრატია – ეს არის არა ზოგადად კარგი ხელისუფლება (რადგან ასეთი არც არსებობს), არამედ საზოგადოების უნარი, აიძულოს ხელისუფალი რაიმე საზოგადოებრივი სიკეთე შექმნას იმ ბოროტების ფონზე, რასაც ხელისუფლებები ზოგადად აკეთებენ.

“დიუშენის ბავშვების” თემაზე ხელისუფლების “შემობრუნებაც” სწორედ ამ ტიპის აქტია, ერთგვარი მცირე დემოკრატიული ეპიზოდი დამკვიდრებადი ტოტალიტარიზმის ფონზე.

ასეთი ეპიზოდებით საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა ისარგებლოს და ასეთი ეპიზოდები საზოგადოებამ მაქსიმალურად უნდა შექმნას.

ამიტომ ენიჭება თანამედროვე პოლიტიკურ თეორიაში კომუნიკაციას უპირატესი ფუნქცია, რადგან არათანამშრომლობის სტრატეგია წარსულის მეთოდოლოგიაა, თანამედროვე პოლიტიკური თეორია კი ხელისუფლებებთან (მათ შორის ავტორიტარული) კომუნიკაციასა და მათზე ზეგავლენის უნარზეა დაფუძნებული.

თანამშრომლობა, კომპრომისი და ა.შ. ხელისუფლებაზე ზეგავლენის პერსპექტივის ხერხებია, როდესაც მოწინააღმდეგე საკმარის მხარდაჭერას არ ფლობს, დისკომუნიკაციაში როგორც წესი, მეტი ძალაუფლების მქონე იგებს.

ჩვენს ქვეყანაში ძალაუფლების რესურსი თითქმის წართმეული აქვს სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, პოლიტიკურ ჯგუფებს, რაც დისკომუნიკაციურ კონტექსტში მხოლოდ ხელისუფლებას აძლევს უნარს თავნებობა გამოხატოს.

ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ამჟამინდელი პოლიტიკური თეორია უნდა დაეფუძნოს ხელისუფლებაზე ზეგავლენის პერსპექტივაზე, რომ არსებული დიქტატის პარალელურად “დემოკრატიული ეპიზოდების” სიმრავლე შეიქმნას, რისი მფორმირებელიც არის სწორი საინფორმაციო და საზოგადოებრივი კამპანიების შექმნა (როგორც “დიუშენის ბავშვების” მიმართ მოხერხდა) და ხელისუფლებასთან ურთიერთმომგებიანი კომუნიკაციის წარმოება“, – წერს არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რასაც “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა, ცოტნე ივანიშვილის ხელმძღვანელობით, აკეთებს, ფასდაუდებელია” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევე როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია” – კახა კალაძე ირაკლი კუპრაძეს

„ტრაგედიებით სპეკულაციები ძალიან უხერხულია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა...

“საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოითხოვოს” – ირაკლი...

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით კონკრეტულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“მართლმსაჯულება იქცა ივანიშვილის სარდაფად. ესაა ადამიანების გატაცება საზოგადოებრივი სივრციდან” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია სასამართლო-სამართლებრივი სისტემის კონკრეტულ სქემაზე საუბრობს: "რა პრაქტიკა...

“ყოველი ახალი წელი ამ ომში უკრაინას უფრო გამოცდილს, ძლიერს და ტექნოლოგიურს ხდის, ხოლო რუსეთს...

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის...