შაბათი, აგვისტო 2, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, ეს...

სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო, ეს გადახდები დაიწყო – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ის, რაც რომან გოცირიძემ ისაუბრა არის ტყუილი და სოციალური დახმარებები, რომელიც მთავრობამ დააანონსა, უკვე 25 მაისის შემდეგ 72 175-მა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, ასევე განმარტა, რომ ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა. მთავრობის მეთაურმა ასევე დეტალურად ისაუბრა თუ რამდენმა მოქალაქემ მიიღო ანტიკრიზისული გეგმის მიხედვით დახმარება.

„არ ვიცი რა სიტყვებით შევაფასო, როდესაც დღეს ქვეყანა რეალურად მოქალაქეებთან, საზოგადოებასთან ერთად იბრძვის ორ ძირითად მიმართულებაზე, ორ ფრონტზე ფაქტიურად, იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოქალაქეების სიცოცხლე და იმისთვის, რომ ადამიანს გადავურჩინოთ ელემენტარული, სახლში შესატანი შემოსავალი.

ამ პირობებში, როდესაც საერთოდ ბატონ რომანს და მის პოლიტიკურ ძალას თვითდასაქმებული რა იყო არ აინტერესებდა, არც აღირიცხებოდა, ქართულ ეკონომიკაში 2012 წლამდე თვითდასაქმებულის ცნება საერთოდ არავის არ აინტერესებდა და დღეს, მე ტყუილებით მედავებიან იმას, რომ თურმე თვითდასაქმებულებს ჩვენ ზედმეტი საბუთები მოვთხოვეთ იმისთვის, რომ მათთვის სოციალური დახმარება გაგვეწია კრიზისის პერიოდში.

ის, რაც დღეს ამ ტრიბუნიდან ბატონმა რომანმა ბრძანა არის ტყუილი, ელემენტარული ტყუილი. მე ამ ტრიბუნიდან დაგპირდით, რომ კვირის ბოლომდე სოციალური გადახდები, რომლებიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა და, რა თქმა უნდა, ეს გადახდები დაიწყო.

დღეის მდგომარეობით, 25 მაისის შემდგომ 72 175-მა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო 1200 ლარის სოციალური დახმარება, კრიზისთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეის მდგომარეობით, 72 175 მოქალაქეს, უკვე, 1200 ლარის სოციალური დახმარების გაცემა სახელმწიფოს მხრიდან დაეწყო. აგრეთვე, 52 151 თვითდასაქმებულმა დღეს მიიღო 300 ლარის კომპენსაცია.

194 796 თანამოქალაქეს, ეს ის ხალხია, ვისაც სარეიტინგო ქულა აქვს 75 000 – დან 100 000-მდე სოციალური დახმარების პირველი ნაწილი ჩაერიცხა. 22 644-მა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა სახელმწიფოს მხრიდან დახმარება, დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო.

40 440 შშმ პირს, მათ შორის, არასრულწლოვნებს უკვე ჩაერიცხა, დღეის მდგომარეობით, ეს დახმარება. 18 000-მა ფერმერმა უკვე შეიძინა აგრო-დიზელი შეღავათიანი ფასით და 27 000 ფერმერს აგრო ქულები დაერიცხა, რომლის გამოყენებაც მათ უკვე დაიწყეს. ეს არის 427 206 ადამიანი, რომლებმაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარება ნაღდი ფულის სახით პირდაპირ თავიანთ ანგარიშებზე მიიღეს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში ინტერპელაციის წესით იმყოფებოდა.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“დოკუმენტი თავისთავად ძალიან საინტერესოა, ძალიან ჯანსაღი აზრები იკვეთება მასში, და ვფიქრობ, რომ ამ დოკუმენტის...

პარტია "სტრატეგია აღმასენებლის ოფისში" გაიმართა შეხვედრა-მსჯელობა დოკუმენტზე "ვაშაძის გეგმა...

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

“გხ მხ ჭხ კი არა, ამათ თავები უნდა აჭახუნებინო ერთმანეთზე, ედრენამატ!” – ბონდო მძინარაშვილი

კორუფციის გამოვლენილ ფაქტებს, რასაც მაღალჩინოსნების დაკავება მოჰყვა კონკრეტული პოზიცია-შეფასებებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“ახლოსაც ვერ გაეკარები ხელისუფლებას – მე გაძლევ ამის პირობას‼️” – ელისო კილაძე ეკა ბესელიაზე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე მწვავე პოზიციას აფიქსირებს...