spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისახლში გამოკეტილი ხალხი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და...

სახლში გამოკეტილი ხალხი ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დარჩნენ და ფაქტობრივად შიმშილისათვის გაწირეთ – რომან გოცირიძე

თქვენ დღემდე არ გაგიციათ არცერთი დანაპირები, არც 1200 ლარიანი, არც 300 ლარიანი, თუ გინდათ 133 მილიონი „მუთაქაში გქონდეთ გამოდებული“ და შენახული?! რატომ არ გაეცით ეს ფული?!“ – ეს განცხადება ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და ეჭვქვეშ დააყენა იმ 100 მილიონი ლარის არსებობა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა კოვიდის ფონდში ჩარიცხა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით პრემიერ-მინისტრის გუშინდელი პრეზენტაცია კორუფციული გარიგება იყო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სამშენებლო კომპანიებთან:

საქართველოს მთავრობა ერთადერთი ხელისუფლებაა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის პერიოდში საკუთარ მოქალაქეებს არცერთი თეთრი ფინანსური დახმარება არ გაუწია.

სახლში გამოკეტილი ხალხი, ყოველგავრი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანები, ფაქტობრივად გაწირეთ შიმშილისათვის. ჩვენ ვისმენთ უამრავ დაპირებას, მათ შორის ერთ-ერთი პრეზენტაცია მოაწყვეთ გუშინ ღია ცის ქვეშ და თურმე, თქვენ პირდებით ადამიანებს ბინების აშენებას და ასევე იძულებით გადაადგილებულ პირებს გაორმაგებული ტემპით აუშენებთ ბინებს, 150 მილიონი ერთ პროექტში გამოყავით, 75 მილიონი მეორე პროექტში. სინამდვილეში ეს არის კორუფციული გეგმა ბატონო პრემიერ-მინისტრო.

თქვენთან, დეპუტატებთან, თბილისის მერიასთან და საერთოდ ხელისუფლებასთან და ივანიშვილთან დაახლოებული სამშენებლო კომპანიებისათვის ფულის შოვნის სქემაა. გსურთ მოასწროთ ამ 4 თვეში ის ფინანსური საერთაშორისო დახმარებები, რომელიც მოდის კრედიტების სახით თქვენს ბიზნესებს წაახმაროთ.

რომელ სამშენებლო სუბსიდირებაზეა დახმარება როდესაც ხალხს შია?! როცა თქვენ დღემდე არ გაგიციათ არცერთი დანაპირები, არც 1200 ლარიანი, არც 300 ლარიანი, თუ გინდათ 133 მილიონი „მუთაქაში გქონდეთ გამოდებული“ და შენახული რატომ არ გაეცით ეს ფული?! თუ გინდათ კვლავ როგორც 80 მილიონზე გააკეთა ივანიშვილმა სტიქიის დროს უკან დაუბრუნოთ. საერთოდ არსებობს კი ეს 100 მილიონი?!“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ” – გია ჯაფარიძე

საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი,...

“უკეთესს რომ იმსახურებს, ეს რეჟიმის თავგადაკლულმა მომხრემაც იცის – მასთანაც კი რეზონირებს” – თამარ...

"ოპოზიციის ალიანსის" საზაფხულო კამპანიის სლოგანთან - "საქართველო იმსახურებს უკეთესს"...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...