spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება აზიანებს და აბინძურებს...

“პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება აზიანებს და აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს” – მამუკა მდინარაძე

“პრევენცია არამხოლოდ მნიშვნელოვანია, არამედ არის მიზანი”, – განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, შსს-ში სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის დაწყებასთან დაკავშირებით:

თუკი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ პოლარიზაცია, საზოგადოების დახლეჩა, ერთმანეთზე გადამტერება, რაც ოჯახებშიც კი ხდება ხშირ შემთხვევაში, იმ ე.წ.”ვორდინგის” გამო, გამოხატვის ისეთი ფორმის გამო, რომელიც აბსოლუტურად არანაირი თავისუფლების და არც უფლების ფარგლებში არ ჯდება და მის მიღმაა, – აზიანებს და აბინძურებს არამხოლოდ პოლიტიკურ ველს, არამედ უბრალოდ ადამიანურ ურთიერთობებს, აზიანებს სამომავლო ინტერესსაც, რომ ქართველები ვიყოთ ერთიანნი რათაც ელემენტარულ საკითხებში, საკუთარ სამშობლოსთან მიმართებით დაკავშირებულ საკითხებში მაინც. ამ პროცესსაც კი აზიანებს, იმდენად გარედან თავსმოხვეული დავალებების შესაბამისად გაღვივდა ეს პრობლემა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში.

გამოხატვის უფლებისა და თავისუფლების მითმა ისეთი ქმედებები, რომელიც უხეშად არღვევს სხვა ადამიანის უფლებებს, მის პატივსა და ღირსებას ეხება ძალიან ცუდად, ამის პრევენციისთვის ჩვენს მიერ შემუშავდა ახალი მიდგომა და ამ პრევენციის უზრუნველყოფის საშუალება გახლავთ ახალი სამმართველო, რომელიც, რა თქმა უნდა, 1 დღესა და 1 თვეში ვერ მოახერხებს პრობლემის აღმოფხვრას, მაგრამ იქნება პირველი ქმედითი რეალური ნაბიჯი იმისათვის, რომ [საზოგადოების] ეს გახლეჩა, სიძულვილის ენა, ბოროტებამდე მისული ერთმანეთის შეურაცხყოფა იქნას აღმოფხვრილი და რადგანაც მხოლოდ სწორმა საზოგადოებრივმა პოზიციამ და აზრმა ეს ვერ უზრუნველყო, როგორც ყოველთვის, რაც ხშირ შემთხვევაში, ეს წარმატებით მოახერხა რამდენიმე წამყვანმა ევროპულმა ქვეყანამ, ამ შემთხვევაში ჩვენ ამ გზას ვადგავართ და ეს ბევრ კეთილ მიზანს მოემსახურება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“❓რა მოხდა, 25 მაისის, ელისო კილაძის სასამართლო პროცესზე და რა დაიბარა დედამ😊” – ელისო...

25 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ, ელისო კილაძის სასამართლო...

“უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მეორედ მოვიგე ჩემპიონთა ლიგა” – ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ,,პსჟ”-ს ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია პირველ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...