spot_img
მთავარისხვადასხვა„ახოები“ - ადგილწარმოშობის ახალი დასახელება

„ახოები“ – ადგილწარმოშობის ახალი დასახელება

საქპატენტის მიერ რეგისტრაციის მოწმობა გაიცა ადგილწარმოშობის დასახელებაზე „ახოები“. ის განსაკუთრებული ღვინოა – მუქი წითელი ფერის, უზადო, სავსე, ექსტრაქტული, ხავერდოვანი, ჰარმონიული გემოთი და არომატით. რეგისტრაციაზე განაცხადი ინტელექტუალური საკუთრების უწყებაში ა(ა)იპ კარდენახის ღვინომ შემოიტანა.

„ახოების“ მიკროზონა მდებარეობს გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე. მისი წარმოებისათვის განკუთვნილი ყურძენი მოწეული უნდა იყოს მხოლოდ ახოების მიკროზონაში გაშენებული ვენახებიდან.

„ახოების“ მიკროზონის გეოგრაფიული მდებარეობა, დამახასიათებელი კლიმატი ზომიერად თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული, ატმოსფერული ნალექების ზომიერი რაოდენობა, ყავისფერი, კარბონატული ნიადაგები, ახოების მიკროზონაში მოწეული საფერავის და/ან საფერავი ბუდუშურისებურის ვაზის ჯიშების კონკრეტულად ამ მიკროზონაში გამოვლენილი განსაკუთრებული თვისებები და მევენახეობა-მეღვინეობის ადგილობრივი, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია განაპირობებს ღვინის განსაკუთრებულ ორგანოლეპტიკურ მახასიათებლებს და მაღალ რეპუტაციას – აღნიშნულია სპეციფიკაციაში.

„ახოები“ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის მიერ რეგისტრირებული 33-ე ადგილწარმოშობის დასახელებაა, რომელთა შორის არის „ხვანჭკარა“, „ქინძმარაული“, „ტვიში“, „ბორჯომი“ და სხვა.

ადგილწარმოშობის დასახელება არის გეოგრაფიული ადგილის სახელი რომელიც გამოიყენება ისეთი პროდუქტის მოსანიშნად, რომლის განსაკუთრებული ხარისხი და თვისებები განპირობებულია მხოლოდ ამ გეოგრაფიული ადგილის ბუნებრივი გარემოთი და ადამიანის ფაქტორით.

„ახოების“ და სხვა ადგილწარმოშობის დასახელებების სპეციფიკაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ შემდეგ ბმულზე:

http://www.sakpatenti.gov.ge/ka/state_registry/

ინფორმაციას საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – საქპატენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...