საქართველოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს ყოფილი დიპლომატი, ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი გია ჯაფარიძე:
“სინამდვილეში დღეს საქართველო მხოლოდ ფორმალურად არის დამოუკიდებელი. 1921 წლის რუსული სამხედრო აგრესიის შემდეგ 1922 წლის ბოლომდე რუსეთი საქართველოს ფორმალურ დამოუკიდებლობას “უნარჩუნებდა”, როგორც დღეს ქართული ოცნების ოლიგარქიის პირობებში.
მაშინაც, ოკუპაციის შემდეგ, 1921 და 1922 წელს, ფორმალურად დამოუკიდებლობის დღეც აზეიმა რუსეთმა საქართველოს. ბოლო წლებია და დღესაც ასე ფორმალურად რუსეთმა საქართველოს აზეიმა დამოუკიდებლობის დღე.
არაფერი, რაც 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციაში წერია და რითაც ივანიშვილის ოლიგარქიაც თავს იწონებს, რაც 1995 წლის კონსტიტუციაში თავისუფლებაზე, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიაზე წერია, არ სრულდება. 26 მაისის და 9 აპრილის მონაპოვარი უბრალოდ გააუქმა ოლიგარქიულმა დიქტატურამ.
მაშინდელი ახალგაზრდული ოპტიმიზმით როგორ მეგონა, რომ ქართველების ხელით საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემას აღარ ვნახავდი“, – წერს გია ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

