spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, სადაც განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებს თევზეულის დამუშავება-მომზადების მასტერკლასები ჩაუტარდათ. ერთკვირიანი ტრენინგები ასევე ითვალისწინებს პრაქტიკულ სწავლებებს შემდეგი მიმართულებით: ხორცის ტექნოლოგიები და ღია ცეცხლზე მომზადება, ფრინველის დამუშავება და ფრინველის კერძის მომზადება, ხორცეულის კერძების მომზადება, ბოსტნეულის და მხალეულის კერძების მომზადება, ცომეულის მომზადება. ტრენინგების მიზანია მთიან აჭარაში კვებითი მომსახურების ხარისხის ამაღლება, სხვადასხვა პროდუქტის უკეთ დამუშავებისა და კერძების მომზადების ტექნოლოგიების გაუმჯობესება. ტრენინგები ქედის მუნიციპალიტეტიდან დაიწყო, შემდეგი კვირიდან კი შუახევისა და ქობულეთის მზარეულებისთვის გაგრძელდება. ივნისის ბოლომდე ტრენინგები ხულოსა და ხელვაჩაურის მზარეულებისთვისაც იგეგმება. მზარეულების ტრენინგებში მონაწილეობის მსურველს რეგისტრაციის გავლა სერვისის განვითარების ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/ შეუძლიათ.

ჩვენ აქტიურად ვემზადებით ზაფხულის ტურისტული სეზონისთვის და ვანხორციელებთ სხვადასხა ტიპის სწავლებებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული პირებისთვის. ამ ეტაპზე, აქტიურად დავიწყეთ ტრენინგები აჭარის მუნიციპალიტეტებში მდებარე განთავსებისა და კვების ობიექტების მზარეულებისთვის სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს ხორცის, თევზის, ქათმის, ცომეულისა თუ ბოსტნეულის დამუშავება და კერძების მომზადება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მთაში მოგზაურებს დახვდეთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო იმ საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, რომელიც მიღებულია წამყვან ტურისტულ მიმართულებებში,“ – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თინათინ ზოიძემ.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

დღეიდან შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო. აჭარის...

ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“2 კვირაა ციხეშია 72 წლის პროფესორი გიორგი ჩახუნაშვილი, უამრავი ბავშვის გადამრჩენი ცნობილი პედიატრი და...

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“დადიხარ დაბოღმილი და იმაზე ნერვიულობ, ესენი კიდევ როგორ ახერხებენ, ასეთი ლაღები იყვნენო” – ანა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი ანა კობახიძე, მძიმე შეფასებებით და...

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“არა, მე არ მისმენია ბიძინას ხუჭუჭა ლაქიისთვის აშშ-ს საელჩოს ეზოში” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს აშშ-ს...

“გასაგებია რომ მესამე პრეზიდენტია და სხვა დანარჩენი უბრალო მოკვდავი, მაგრამ…” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი სასამართლო სხდომებზე მიხეილ სააკაშილის სიტყვით გამოსვლებს,...