spot_img
მთავარიეს საინტერესოადღეიდან შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო

დღეიდან შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ დაიწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ქართველ ინფლუენსერებს, კონტენტ კრეატორებს, ფოტოგრაფ-ვიდეოგრაფებსა და მოგზაურებს მოუწოდებს ჩაერთონ კამპანიაში და რეგიონში იმოგზაურონ. მონაწილეობის მსურველებს კამპანიაში ჩართვა დღეიდან შეუძლიათ.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებ-გვერდზე https://followajara.ge/. 1 ივლისიდან სექტემბერის ბოლომდე, კამპანიაში დარეგისტრირებულ კონტენტ კრეატორებს საშუალება აქვთ აჭარაში იმოგზაურონ, საინტერესო კონტენტი შექმნან, გამომწერებს გაუზიარონ და კამპანიის მთავარი პრიზები მოიგონ.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის კამპანიას „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ატარებს. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა ასიათასობით შიდა ტურისტს გააცნეს აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები და სერვისები, მათ მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულმა კონტენტმა კი ნახევარ მილიარდამდე წვდომა დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების მსგავსად, აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის, მონაწილეობის პირობებისა და კრიტერიუმების გაცნობა მსურველებს ვებ-გვერდზე https://followajara.ge/ შეუძლიათ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარაში მზარეულების გადამზადება დასრულდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში 70-მდე მზარეული გადამზადდა....

საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით მომხმარებლისთვის სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედების ვადამ ოთხი წლით გადაიწია

"სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა...

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის მასტერკლასები ჩატარდა

ბათუმში დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი მასტერკლასები და პროფესიის...

ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან აჭარაში მოგზაურობენ

ყაზახი და უზბეკი ინფლუენსერები აჭარაში მოგზაურობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე არ ვჩუმდები და ვიყენებ ყველა ხელმისაწვდომ ტრიბუნას მსოფლიოშიც და საქართველოშიც, კიდევ კარგი, რომ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კონკრეტული ფაქტების გასაჯაროვებას აანონსებს...

“ირაკლი კობახიძეს თუ დავუჯერებთ, საქართველო გინესის რეკორდების წიგნშია შესატანი” – მერაბ მეტრეველი

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, საქართველოში რევოლუციების მცდელობებთან დაკავშირებით,...

“ჩემი უკიდურესად მოკრძალებული აზრი ამ უსაგნო, უაზრო და არაფრისმომცემ დისკუსიაზე, რომელიც ენმ-ის ალიანსში დარჩენას...

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის პოლიტიკური გზავნილები...

ვახო სანაია: “ჩვენ ბევრნი და ძლიერები ვართ და დავლეწავთ ამ ბოროტებას❤️”

ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ემოციურ პოზიცია-მოწოდებას აქვეყნებს და...

“აღარასდროს და არაფერი ეშველება მათ შიშველ უვიცობას, ფსკერულობას და მდაბიოობას” – ლაშა ბუღაძე

პარლამენტში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას ეხმაურება მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე: "ახალს...