spot_img
მთავარიეს საინტერესოა"Wizz Air" მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს...

“Wizz Air” მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ მილიონობით მგზავრს ბათუმში დასვენების 10 მიზეზს სთავაზობს. სტატია, რომელიც ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალში გამოქვეყნდა, ბათუმში დასვენების მიზეზებს შორის ბათუმის ბულვარის, ალი და ნინოს, ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და მთიანი აჭარის მონახულებს ასახელებს.

ბათუმის ბულვარში გასეირნება ქალაქით ტკბობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ მდებარე სასეირნო ბილიკი პალმებით, ბაღებით, ქანდაკებებით და კაფეებით არის გარშემორტყმული. საუკეთესო საშუალებაა ფეხით ან ველოსიპედით სეირნობისთვის და მზის ჩასვლის საყურებლად“, – წერია სტატიაში.

ბათუმში სტუმრობის კიდევ ერთ მიზეზს შორისაა ძველი ბათუმი. „ისტორიული ცენტრის ვიწრო ქუჩები, აივნები და ფერადი შენობები ქალაქის მრავალფეროვან არქიტექტურულ წარსულს ასახავს, კაფეები და პატარა მოედნები კი ქალაქში სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნის“.

ავიაკომპანია ,,Wizz Air“ ფრენებს 200-ზე მეტი მიმართულებით 50-მდე ქვეყანაში ასრულებს. ჟურნალ ,,Wizz”-ის, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მგზავრი ეცნობა. ჟურნალი მკითხველს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ და აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან. ბათუმზე საუბრისას, სტატიაში ასევე ხაზგასმულია ქართული გასტრონომია, სუფრა და ღვინო.

ქართული სუფრა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო საკვების მირთმევა. ეს არის შეკრება, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ სტუმართმოყვარეობას, პოლიფონიურ სიმღერას, ტრადიციულ ცეკვებსა თუ კერძებს, რომელთა შორის გამოირჩევა რეგიონის სიმბოლო, აჭარული ხაჭაპური. საქართველოს ხშირად ღვინის აკვანს უწოდებენ, რომლის მეღვინეობის ტრადიციები 8000 წელზე მეტს ითვლის“.

სტატია ბათუმზე ავიაკომპანიის საბორტო ჟურნალის გაზაფხულის ნომერში გამოქვეყნდა. აჭარის პოპულარიზაცია საბორტო ჟურნალის ზაფხულის ნომერშიც იგეგმება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ...

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

აჭარაში მზარეულების გადამზადება გრძელდება

აჭარის მუნიციპალიტეტებში მზარეულების გადამზადება გრძელდება. ქედისა და შუახევის შემდეგ,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“ოდნავაც არ გასვრილა ის “თეთრი ხელთათმანები”?” – ზაზა ბიბილაშვილი ირაკლი კობახიძის პოზიციას ეხმაურება

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი მთავრობის მეთაურის, ირაკლი...