spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც...

“აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია…” – ელენე ხოშტარია

მაღალ ფასებთან დაკავშირებით დაწყებულ მსჯელობა-განხილვებს საპატიმროდან ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისა” და “დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია:

აბსოლუტური ნონსენსია ფასების გაიაფების მოლოდინი ქვეყანაში, რომლის მთავრობაც არალეგიტიმურია, აქვს ნდობის დეფიციტი, მოქცეულია იზოლაციაში, თავისივე აღიარებით დიდი მასშტაბის კორუფციაა, სახელმწიფო ინსტიტუტები ივანიშვილის და მისი ოჯახის ნებით მოქმედებენ, საუკუნის უდიდესი თაღლითობა ივანიშვილის ოჯახით იმართება (ქოლცენტრები), ეროვნული ბანკი რუს ჯაშუშ მკვლელ ადამიანს კანონებს არგებს, მიგრაციის უპრეცედენტო მასშტაბია, ბიზნესს პოზიციის დაფიქსირება ეკრძალება და ბავშვების ჯანმრთელობა დეკლარირებულად არ აინტერესებთ.

ეკონომიკა რამე ცალკე აღებული სფერო კი არ არის – თავისუფალი ადამიანების თავისუფალი არჩევანის სამართლიანი თამაშის წესებზეა დამოკიდებული. ჩვენთან არც ადამიანია თავისუფალი, არც წესებია სამართლიანი და არც მსოფლიოსთვის ვართ საინტერესო.

ობიექტურად ამ კონკრეტულ ისტორიულ მომენტში გეოპოლიტიკა, ირანის ომის მიუხედავად, არნახული რესურსების მოზიდვის შანსს გვთავაზობს. ურთიერთკავშირი „ტელეფონის შნური“ კი არ არის, დოვლათის გზა არის, რომელსაც უდიდესი რესურსები, იდეები, სამუშაო ადგილები, ინფრასტრუქტურა და განვითარება მოჰყვება. ამას ერთადერთი რამე სჭირდება – რუსების ჩამოშორება და ოპოზიციის უნარი, იყოს ალტერნატივა.

იმედი და მოლოდინი მაქვს, ალიანსი საზოგადოებას გააცნობს ხედვას, ამ ისტორიულ კონკრეტულ მომენტში, საქართველოს ღირსეულ მთავრობას კონკრეტულად რისი გაკეთება შეუძლია – იქნება ეს ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის თავისუფლების წახალისება, საერთაშორისო პროექტები თუ სოციალური ვალდებულებები”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.
📍რუსთავის ქალთა ციხე
02/05/2026

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“როცა ომში მყოფ ქვეყანაზე, ანუ რუსეთზე ააწყვეთ მთელი გეგმები ქოცებო, ეკონომიკაც მაგათ მიაბით და...

"პროპაგანდამ კახეთში რუსი ქალისთვის მუშტის შემორტყმას დააბრალა 90 000...

“სასაცილოა და ღმერთო რა ბედნიერებაა, რომ მათი “ინტელექტუალური” ბჟუტური და ამით საკუთარი არარაობის კიდევ...

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო...

ზაალ ანჯაფარიძე: “გვაქვს სიტუაცია, როდესაც “ქვას შეხვდა ქვა”

MMA-ის მებრძოლი გიორგი ქართველიშვილის და მისი თანამოაზრეების მიერ დაანონსებულ...

მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება

განათლების სამინისტრო, მთავრობის კონკრეტული დადგენილების თაობაზე შესაბამის ინფორმაციას აქვეყნებს,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...

“ვისაც ფორმის ფული არ ექნება და ვერ შეიძენს – სკოლაში არ შეუშვებენ?” – არჩილ...

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, კონკრეტული შეკითხვების თანხლებით, სერიოზულ პრობლემებზე ამახვილებს...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“ცუდი ამბავი რუსებისთვის და კარგი ჩვენთვის…” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი, უკრაინაში სამხედრო სფეროში განხორციელებულ კონკრეტულ საკადრო გადაწყვეტილებას,...