spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიოპოზიციური პარტიების იმერეთის წარმომადგენლები მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს...

ოპოზიციური პარტიების იმერეთის წარმომადგენლები მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი ემოციური მისალოცი ტექსტები იმერეთის ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა, რამდენიმეს კი სააგენტო “პარალალელი” უშუალოდ დაუკავშირდა და მათი განცხადებები მოისმინა. რაზე ამახვილებდნე ყურადღებას ოპოზიციონერი ლიდერები და რას ნიშნავს მათთვის 26 მაისი, ამ კითვებზე პასუხებს მათ განცხადებებში ნახავთ:

რთულია სხვაგან მოძებნო ისეთი ქვეყანა, რომლის გამოწვევებსა და მისივე საზოგადოების ერთი ნაწილის ფასეულობებს შორის ასეთი დიამეტრალური განსხვავებაა, მეეჭვება სადმე არსებობდეს ქვეყანა, რომელსაც ამდენი მოღალატე და გმირი, რეგვენი და ბრძენი ჰყოლია ერთდროულად, თითქმის შეუძლებელია მოგაფიქრედეს სხვა ქვეყანა, სადაც სიახლეს და პროგრესს ასე ეჭვით უმზერდეს ერის ერთი ნაწილი, როცა მეორეს ასე დაუოკებელი სურვილი აქვს იგივე ცვლილებების.

უზომოდ მიყვარს ჩემი წინააღმდეგობებით აღსავსე სამშობლო, რადგან ერდროულად ჩემი ბაბუის ბაბუას ძვალთშესალაგი და ჩემი შვილიშვილების ხვალინდელი დღის ქვეყანაა იგი. ამიტომ ვერავის დავუთმობ, ვიდრე პირში სული მიდგას!!!

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! გახსოვდეთ საქართველო ევროპის ნაწილია და იბერია აუცილებლად გაბრწყინდება!” – წერს გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” ქუთაისის ოფისის ერთ-ერთი ლიდერი გია თევდორაძე.

პარტია „ლელო“ ულოცავს სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ქართულმა საზოგადოებამ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და ჰუმანური კონსტიტუცია შექმნა.

დამოუკიდებლობა არის ქვეყნის სუვერენიტეტის და წინსვლის საფუძველი, რომელსაც თვალისჩინივით სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა.

ვუსურვებთ სრულიად საქართველოს მოსახლეობას, აღედგინოს ტერიტორიული მთლიანობა და არა მარტო შეენარჩუნებინოს დამოუკიდებლობა, არამედ ღირსეული ადგილი დაეჭიროს მშვიდობიანი მსოფლიოს რუქაზე,“ – აღნიშნავს, “ლელო საქართველოსთვის” იმერეთის ოფისის ხელმძღვანელი მამუკა მამალაძე.

მინდა ჩვენს თანამოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენის დღე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, რომლისთვისაც ბევრი თაობა იბრძოდა. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა ჯერ კიდევ არ დასრულებულა, რადგან ჩვენი ახალგაზრდა სახელმწიფო ისევ ბევრი გამოწვევის წინაშე დგას.

ვისურვებდი, ეს ბრძოლა რაც შეიძლება მალე მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე, რაც ევროპულ ოჯახთან სრული ინტეგრაციით და დეოკუპაციით მიიღწევა.

მინდა აქვე აღვნიშნო, რომ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში თავდადებული და გაუტეხელი კაცის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, რაც საქართველოს სიმტკიცის კიდევ ერთი სიმბოლოა.

დიდება გმირებს!“ – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავჯდომარემ, გიგა შუშანიამ.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ახლა ჩვენ უკვე დიქტატურის გვირაბში ვიმყოფებით დიდი სიჩქარით და აქ სულ სხვა მეთოდებია საჭიროა”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმაურება რა უნგრეთში ჩატარებულ...

“სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული” – ლევან მაჭავარიანი

„სამწუხაროდ, დღეს მთლიანად მთელი რადიკალური ოპოზიცია გარედან ხართ მართული“,...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“როგორი სხვანაირი იქნებოდა სამყარო, იმის მილიგრამი რომ გვწამდეს და გვჯეროდეს ქრისტე, რამდენიც ვწამვართ და...

იესო ქრისტე, ხალხი და რწმენა ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას შეფასებებში: "პილატე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...