spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება იგეგმება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადებას გეგმავს. ორთვიანი თეორიულ-პრაქტიკული ტრენინგის მიზანი აჭარის დაცული ტერიტორიებისთვის მოლაშქრე გიდების მომზადება და მათი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრენინგებისას გიდები შეისწავლიან ქობულეთის დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნული პარკების ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტებს, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას. ასევე მიიღებენ ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ. გარდა თეორიული სწავლებისა ტრენინგის მონაწილეებისთვის დაგეგმილია პრაქტიკული, საველე გასვლები დაცულ ტერიტორიებზე, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებში და იქ არსებული ბიომრავალფეროვენის, ტურისტული შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა.

დაცული ტერიტორიების გიდების მოსამზადებელ ტრენინგ-პროგრამაში მიღება 11 მაისამდე გაგრძელდება. მასში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც ფლობენ მინიმუმ ერთ უცხო ენას (ბ2 დონე), გიდის პროფესიისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებსა და ფიზიკურ მზაობას ჩაატარონ ტურები დაცულ ტერიტორიებზე. მსურველებმა რეგისტრაცია სერვისის სამსახურის ვებ-გვერდზე https://serviceajara.ge/Trainings/4/ უნდა გაიარონ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტრენინგის მონაწილეებს გასაუბრების შედეგად შეარჩევს. ტრენინგები მაისის მეორე ნახევარში დაიწყება და ივნისის ბოლოს დასრულდება.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

აჭარის ტურისტულ პროდუქტებს სამხრეთ კორეაში გაეცნენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტები სეულის საერთაშორისო ტურისტულ...

ევროპელი ინფლუენსერები ბათუმში მოგზაურობენ

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით ბათუმს ესპანელი, იტალიელი, პოლონელი და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ივანიშვილის განაჩენი უკვე დაწერილია და ამას ვერაფერი ვერ შეცვლის. მხოლოდ დროის საკთხია მისი ძალაუფლების...

რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე მძიმე შეფასებებს აკეთებს მმართველი გუნდისა...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“ღმერთმა გადმოგვხედა და ბავშვი კარგად არის” – ნინო კუხალეიშვილი

"სიმღერის აკადემიის" დამფუძნებლები და მოსწავლეები ერთობლივი სიმღერით სტუმრად  იმყოფებოდნენ...

“სტრატეგიული პარტნიორობის მიღმა: რას ნიშნავს საქართველოსთვის ჩინეთთან დაახლოება” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკა

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის...

“სინამდვილეში კობახიძემ ბრიფინგზე ივანიშვილი მიწასთან გაასწორა” – არჩილ გამზარდია

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ, “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე,...