კვირა, აგვისტო 3, 2025
35.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიიმერეთში დამოუკიდებლობის დღე მასობრივი ღონისძიებებით არ აღინიშნა

იმერეთში დამოუკიდებლობის დღე მასობრივი ღონისძიებებით არ აღინიშნა

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით 26 მაისის აღსანიშნავად დაგეგმილი მასობრივი ღონისძებები არ ჩატარდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაზე საქართველოს დროშის ვიზუალური ინსტალაცია მოეწყო, შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი და მრავალჟამიერი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი და ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია.

26 მაისს ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომლისთვისაც მრავალი ათასი თაობა იბრძოდა, მრავალმა ათასმა ადამიანმა შეწირა სიცოცხლე და გამარჯვებას მაინც მიაღწია, თუმცა ამით არაფერი დასრულებულა, რუსული ოკუპაცია ახლაც ძალიან დიდი გამოწვევაა ჩვენთვის და წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გვაქვს მოსაპოვებელი. ქედს ვიხრით იმ ადამიანების წინაშე, ვინც ამ დღის აღნიშვნა გახადა შესაძლებელი და მადლობა ყველას, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, საქმიანობდა, მოღვაწეობდა.

ეს დღე ყველა ქართველისთვის უმნიშვნელოვანესია და თითოეულმა ჩვენი საქმით უნდა ვეცადოთ ყველა შემდეგ 26 მაისს მეტად გამარჯვებული შევხდეთ, ვეცადოთ, მალე დადგეს დრო, როცა ამ დღეს ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან ერთად გამთლიანებულ საქართველოში ვიზეიმებთ.

დღეს, სიმბოლურად საქართველოს დროშის ფერებში განათდა ქუთაისის ოპერის თეატრი და ამით კიდევ ერთხელ გვსურს გავუსვათ ხაზი იმას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში ასევე დიდი როლი აქვს კულტურას, შემოქმედებას, ზოგადად ხელოვნებას, რაც არაერთმა შემოქმედმა აჩვენა საქმით ბევრჯერ.

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, წარმატებები ჰქონდეს ჩვენ ქვეყანას და ყველა ერთად ვემსახუროთ მის განვითარებას, წინსვლას და გაერთიანებას,“ – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებლობის 102-ე წელს აღნიშნავს.

ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“დამღალა ამ ხარახურა პლატფორმებმა და სადღეგრძელოებმა, მართლა ქარაქუცა ოპოზიცია ხართ” – ელისო კილაძე

ცალკეული პოზიცია-შეფასებების გამოთქმისა და ერთგვარი კრიტიკა/ბრალდების ფორმის ურთიერთმინიშნებების გამო,...

გიორგი ვაშაძე: “ძალა ერთობაშია და არა დაქსაქსულობაში”

ოპოზიციაში ერთგვარი გარჩევების თემას საპატიმროდან ეხმაურება "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი,...

“როგორც ყოველთვის, გიორგი ვაშაძე არის აქტიური – იქიდანაც კი, სადაც რუსულმა ხელისუფლებამ დაამწყვდია და...

ქართველი პოლიტიკოსი, იურისტი, ეკონომისტი, სევდია უგრეხელიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“აი ამას ამბობს აბსოლუტური და შეუვალი უწიგნური” – გიგი უგულავა კახა კალაძეზე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, გიგი უგულავა თბილისის მერის, კახა...

“ეს უკვე მილიციაც აღარ არის… უცოდინარ, უზრდელ, დამშეულ და აგრესიულ ბრბოდ აქცია პატრონმა” –...

სამართალდამცვი ორგანოს თანამშრომლებთან დაკავშირებით გავრცელებულ კონკრეტულ ფაქტებზე მძიმე შეფასებებს...

“ერთი დარდი მკლავს: კობახიძე ისე არ გაშპეს რომ მაგის გაფითრებულ სახეს თვალი ვერ მოვკრათ”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...