spot_img
მთავარიანალიტიკა"უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა - მსგავსებები...

“უნგრეთის არჩევნების გაკვეთილები და ქართული რეალობა – მსგავსებები და განსხვავებები” – ალექსი ნონიაძის ანალიტიკური შეფასებები

უნგრეთში ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, ვიქტორ ორბანის დამარცხებამ გარკვეული პარალელები გააჩინა ქართულ პოლიტიკურ რეალობასთან. აღნიშნულმა პროცესმა ისმის კითხვა — რამდენად შესაძლებელია უნგრული გამოცდილების გათვალისწინება საქართველოს შემთხვევაში და რა შეიძლება იყოს რელევანტური ამ კონტექსტში?

 

მსგავსებები 

  1. როგორც უნგრეთის, ისე საქართველოს შემთხვევაში, ქვეყნის მართვა ორ მოწვევაზე მეტი ვადით ერთი პოლიტიკური ძალის ხელში კონცენტრირდა, რაც ზრდიდა საზოგადოებრივ ინტერესსა და კრიტიკულ კითხვებს მმართველობის ხარისხთან დაკავშირებით.
  2. ორივე ქვეყანაში, სხვადასხვა წყაროებისა და კრიტიკოსების მხრიდან, პერიოდულად ისმოდა კითხვები კორუფციის შესაძლო შემთხვევებსა და ხელისუფლების ბოროტად გამოყენების რისკებზე, რაც პოლიტიკური დისკურსის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.
  3. იდეოლოგიურ ჭრილში, წინასაარჩევნო პერიოდში და მის შემდგომაც, მმართველი ძალების კომუნიკაციაში აქტიურად ფიგურირებდა უსაფრთხოების საკითხებზე აქცენტი. ხშირად ისმოდა გზავნილები, რომ რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, მხოლოდ მოქმედი ხელისუფლების პრაგმატული და დაბალანსებული პოლიტიკა უზრუნველყოფდა ქვეყნის მშვიდობასა და სტაბილურობას, მაშინ როცა ალტერნატიული პოლიტიკური კურსი შესაძლოა უსაფრთხოების რისკებთან ყოფილიყო დაკავშირებული.
  4. ასევე, ორივე ქვეყანაში პოლიტიკური რიტორიკის ნაწილი გახდა ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხი. მმართველი გუნდების მხრიდან ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ევროკავშირის ზოგიერთი ინსტიტუტი შესაძლოა ზედმეტად ერეოდეს სუვერენულ გადაწყვეტილებებში, მათ შორის — ღირებულებით საკითხებში.
  5. გარდა ამისა, საჯარო დისკურსში პერიოდულად ჩნდებოდა კითხვები საჯარო სექტორში შესაძლო ნეპოტიზმის, კადრების შერჩევის პროცესის გამჭვირვალობისა და სახელმწიფო და კერძო ინტერესებს შორის ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით. ამ ფონზე, დისკუსიას ემატებოდა სოციალური მდგომარეობის გაუარესების აღქმა და მოსახლეობის ნაწილის გადაღლა როგორც მოქმედი ხელისუფლების ხანგრძლივი მმართველობით, ისე მთავრობის არასაკმარისი მგრძნობელობით სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მიმართ.

 

განსხვავებები

  1. უნგრეთი, საქართველოსგან განსხვავებით, ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მის ინსტიტუციურ მოწყობასა და პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამასთან, საქართველოს, რუსეთის ფედერაციასთან სახმელეთო საზღვრის არსებობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების თვალსაზრისით გაცილებით მაღალი რისკები აქვს.
  2. მიუხედავად ვიქტორ ორბანის მრავალწლიანი მმართველობისა, უნგრეთში საარჩევნო სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები კითხვის ნიშანი ისმებოდა, მაშინ როცა საქართველოში ამ მიმართულებით კრიტიკული შეფასებები ხშირად ფიქსირდება. ასევე აღსანიშნავია, რომ უნგრეთში წინასაარჩევნო გარემო უფრო კონკურენტულად ფასდებოდა.
  3. უნგრეთში ოპოზიციურმა ძალებმა შეძლეს კონსოლიდაცია პეტერ მადიარის გარშემო და ჩამოაყალიბეს ერთიანი პოლიტიკური პლატფორმა. მისმა გუნდმა აქცენტი გააკეთა არა იდეოლოგიურ დაპირისპირებაზე, არამედ კონკრეტულ სოციალურ-ეკონომიკურ და მმართველობით პრობლემებზე.
    საქართველოს შემთხვევაში, ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხიდან გამომდინარე, პოლიტიკური დისკურსი უფრო მეტად იდეოლოგიურ ხაზზე ვითარდება. ამასთან, განსხვავებაა რუსეთის თემის საჯარო განხილვაშიც — უნგრეთში პოლიტიკური აქტორები უფრო თავისუფლად საუბრობენ ამ საკითხზე, მაშინ როცა საქართველოში, ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტორის გამო, ეს თემა გაცილებით უფრო სენსიტიური და რთულია.
  1. ასევე აღსანიშნავია მაღალი პოლარიზაციის დონე ქართულ პოლიტიკაში, რაც ხშირად მკვეთრ დაპირისპირებაში გამოიხატება და ართულებს ფართო პოლიტიკური კონსენსუსის ფორმირებას. უნგრეთის შემთხვევაში, პეტერ მადიარის ფიგურა ნაწილობრივ ამცირებდა პოლარიზაციას, ვინაიდან ის წარსულში თავად იყო დაკავშირებული მმართველ გუნდთან.
  2. ბოლოს, განსხვავებაა პოლიტიკური ლიდერების როლისა და მოტივაციების აღქმაშიც. ვიქტორ ორბანის შემთხვევაში საუბარია მრავალწლიან პოლიტიკურ გამოცდილებაზე და პროცესებში აქტიურად დარჩენის ინტერესზე, მაშინ როცა საქართველოს კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესინტერესები ხშირად განიხილება  მმართველი გუნდის სტრუქტურულ მდგრადობასთან კავშირში.

 

დასკვნა

უნგრეთის მაგალითი აჩვენებს, რომ ხანგრძლივი მმართველობის პირობებშიც კი შესაძლებელია პოლიტიკური ცვლილება, თუმცა ეს პროცესები დამოკიდებულია როგორც შიდა პოლიტიკურ დინამიკაზე, ისე ინსტიტუციურ გარემოზე და ამომრჩევლის ქცევაზე.

ქართული და უნგრული შემთხვევების შედარება ცხადყოფს, რომ გარკვეული პარალელების მიუხედავად, განსხვავებები არსებითია — განსაკუთრებით პოლიტიკური კულტურის, ინსტიტუტების სიმტკიცისა და გეოპოლიტიკური გარემოს თვალსაზრისით. შესაბამისად, უნგრული გამოცდილების პირდაპირი გადმოტანა ქართულ რეალობაში შეზღუდულია და საჭიროებს ადაპტირებულ, ადგილობრივ კონტექსტზე მორგებულ მიდგომას.

ავტორი
ალექსი ნონიაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

მიხეილ სააკაშვილი: “ალისა ჩემზე ნაწყენია…”

აღდგომა დღეს თავისი შვილის, ალისას შესახებ საუბრობს, კონკრეტულ ამბავს...

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“ყველგან, სადაც არჩევნები ტარდება, ხალხი უარს ამბობს მონობაზე” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უნგრეთში შემდგარ არჩევნებს ეხმიანება,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...