spot_img
მთავარიეს საინტერესოა11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით - წმინდა ცეცხლის...

11 აპრილი, 15:13 თბილისის დროით – წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა

იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად სამყარო მორიგ ჯერზე გახდა სასწაულის მოწმე. დღეს, 11 აპრილს, 15:13 თბილისის დროით, წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მოხდა.

უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი, ამჯერადაც, იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე III-მ გამოიტანა.

როგორც თვითმხილველებიც აღნიშნავენ გარდამოსვლიდან პირველი რამდენიმე წუთის განმავლობაში წმინდა ცეცხლი არ წვავს, ამ დროის განმავლობაში მორწმუნეები მას სახესა თუ ხელებზე იტარებენ და ამით შეიგრძნობენ ისინი სასწაულის ძალას.

ინფორმაციისთვის – ისტორიული ფაქტები:

წმინდა ცეცხლს “ჭეშმარიტების ნათელს” უწოდებენ, რომელიც სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.

პირველი ცნობები ზეციული ცეცხლის გარდამოსვლის შესახებ უკვე ადრე შუა საუკუნეებში გვხვდება. V-VI საუკუნიდან ამ მოვლენაზე საუბარია სხვადასხვა წყაროებში, თუმცა მინიშნებების დონეზე. პირველი მკაფიო ისტორიული ცნობა უფლის საფლავზე ”ზეციური ნათელის” შესახებ მემატიანეებთან ჩნდება IX საუკუნიდან.

ეკლესიის წმინდა მამების რწმუნებით, პეტრე მოციქულმა საფლავთან მისვლისას გონიერი და სხეულებრივი თვალით ხელთუქმნელი ღვთაებრივი სინათლე იხილა, რომელმაც გაანათა მაცხოვრის საფლავი.

ევსები კესარიელი”საეკლესიო ისტორიაში” წერს იმის შესახებ, რომ დიდი სააღდგომო ღამისთევისას დიაკვნებს დააკლდათ ზეთი, რის გამოც მთელი ხალხი სასოწარკვეთილებაში ჩავარდა, ხოლო იერუსალიმის პატრიარქმა ნარცის I-მა (185–213) უბრძანა მათ, ვისაც მზადყოფნაში მოჰყავდათ განათება, ჩამოესხათ წყალი და მოეტანათ. შემდეგ სილოამის ემბაზიდან კანდელებში წყლის ჩასხმის კურთხევა გასცა. ამ წყალმა მიიღო ზეთის თვისება, ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და კანდელები აანთო, რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს იერუსალიმში, აღდგომის ტაძარში, რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აშენდა.

საინტერესო ცნობაა დაცული ლუდოლფ ზუდჰაიმის 1347 წლის ცნობაში: “ქართველებს აქვთ წმინდა საფლავის ეკლესიის გასაღებიო“.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ციხეში მყოფი პოლიტიკოსი მე არაფერს მმატებს, მხოლოდ მანგრევს და კიდევ უფრო მეტად მაბეჩავებს!” –...

ოპოზიციონერი ლიდერი პოლიტიკოსების მიმართ დაჩქარებულმა სასამართლო პროცესებმა და მოსალოდნელმა...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

“გვიჭირს ამ კუთხით და ეს სამწუხარო პრობლემა უნდა ვაღიაროთ, როგორც მინიმუმ, რომ მერე მოვაგვაროთ”...

ტრადიციული ქართული სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების მნიშვნელობაზე საუბრობს ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...