spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და...

“ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და დაელოცა მრევლი…” – არჩილ გამზარდია ილია მეორეზე

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან დაკავშირებით ცალკეულ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს:

პატრიარქი ილია მეორე, სანამ ჯანმრთელობა აძლევდა შესაძლებლობას, ტაძრიდან საკმაოდ მოშორებით აჩერებინებდა მანქანას, გადმოდიოდა და გზად, სანამ შევიდოდა ტაძარში, შეეცდებოდა ხოლმე ყველასთვის შეეხედა, თავზე ხელი დაედო დალოცვის ნიშნად და ა.შ.

ჯანმრთელობაშელახულიც ბოლომდე ცდილობდა თავის ფეხით შესულიყო ტაძარში და დაელოცა მრევლი.

მხოლოდ მკვეთრი სისუსტის პერიოდში ჩერდებოდა მისი ავტომობილი ტაძრის შესასვლელთან.

როდესაც პატრიარქს პირველად შესთავაზეს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და ბრონირებული ავტომობილის გამოყენება, თუ სწორად მახსოვს, მისი პოზიცია უარყოფითი იყო. ის ხშირად ამბობდა, რომ მისი მთავარი მფარველი უფალია და მას არ სჭირდებოდა სპეციალური დაცვა თუ დაჯავშნილი ტრანსპორტი. რამდენადაც მახსოვს, საბოლოოდ, პატრიარქი დათანხმდა დაცვისა და სპეციალური მანქანის გამოყენებას არა პირადი სურვილის, არამედ ინსტიტუციური პასუხისმგებლობის გამო.

ჰო, აქ, ილია მეორეზეა საუბარი და არა რომელიმე რიგით ეპისკოპოსზე ან თუნდაც მოსაყდრეზე, რომლის ფუნქცია მხოლოდ ახალი პატრიარქის არჩევნების ორგანიზებაა და მეტ ტვირთს არავინ და არაფერი აკისრებს“, – წერს არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთ დაუნდობლობას არ მოუტანია არასოდეს სიკეთე! ცუდის, ბოროტების მომტანია ასეთი სისასტიკე!!!” – თაკო ჩარკვიანი

სასამართლოს მიერ ალეკო ელისაშვილისთვის 13 წლით პატიმრობა მისჯას, ემოციური...

“ადამიანების გაღვიძების დაუთქმელი რიტუალი გურიაში ასეთია…” – გიორგი კეკელიძის სახალისო ისტორია

ქართველი პოეტის, პროზაიკოსი, წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარის, ბიბლუსის შემოქმედებითი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ასე მოჰყავს “ქოცნებას” ნელ-ნელა მიშას პოლიტიკური გამარჯვება, ისე რომ მიშას ახალი ლოზუნგების გამოგონებაც არ...

სოციოლოგი, ფილოსოფოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიგი თევზაძე კონკრეტულ...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“დღეს, ოპოზიციური ლიდერების წინააღმდეგ მთავარ მოწმეებად გვევლინებიან ღიად პრორუსები!” – ნანა ტოხვაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, ნანა ტოხვაძე ე.წ. "საბოტაჟის საქმეზე"...

“ასე ხდება, როცა ქალაქი რჩება ცეხავიკებს და სულიერად მდაბიო პროვინციალებს” – ნანკა კალატოზიშვილი

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი მწვავე შეფასებებით ეხმაურება რიყის დოქების დემონტაჟისთვის...

“ყველაზე ცუდი ის კი არ არის, როცა ადამიანი ცდება. ყველაზე ცუდია, როცა სხვებს იმას...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას არა(რიტორიკული) შეკითხვები, ირონიის თანხლებით: "კითხვა მაქვს იმ...