spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში" - ნინო...

“არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი, მმართველ პარტიაში მიმდინარე გარკვეულ პროცესებზე საუბრობს და იქ არსებულ პრობლემებზე აკეთებს მინიშნებას:

აქაური პოლიტიკურ–ექსპერტული საზოგადოება ჯიუტად არ იმჩნევს პროცესს, რომელიც ხელის გულზე დევს.

დღეს ქოცებმა დააინიცირეს გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი. ეს პირველი შემთხვევაა, როცა გამკაცრების ნაცვლად ამსუბუქებენ. ყოველ შემთხვევაში, საელჩოებისთვის და მათ თანხების ხარჯვას აღარ აუკრძალავენ.

სხვათა შორის, ამის შესახებ ვთქვი 5 დღის წინ ჩემს ვიდეოში თემაზე – რატომ დაურეკა რუბიომ კობახიძეს. მას შემდეგ კობახიძე უბრალოდ გაუჩინარდა. ერთადერთი დებატებში გამოჩნდა ჰესების თემაზე. არ ვიცი, ნუთუ ასე ძნელია ანალიზი, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს შტატებსა და ქოცებს შორის? როდემდე უნდა ამტკიცოთ დაჟინებით, რომ ირანთან დაკავშირებით დაურეკა რუბიომ კობახიძეს?

არაფერი ქოცებისთვის კარგი არ ხდება სინამდვილეში. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ გატრუნულია მათი პროპაგანდა და რუბიოს ზარი დიდ გამარჯვებად არ გამოაცხადა.
ქოცებს მოუწევთ რამდენიმე ისეთი დათმობის გაკეთება, რაც მათთვის შეიძლება წამგებიანი იყოს. თუმცა, საქართველოსთვის მომგებიანი. ყველაფერი ახლო მომავალში გამოჩნდება და დაიდება ხელის გულზე.

უბრალოდ, მე ერთი რამე მაშინებს – ჩვენი არაადეკვატური “პოლიტიკური და ინტელექტუალური ელიტა“, და ე.წ. ჩვენი ბაბლი, რომელიც ქოცებს ყველაზე წამგებიანი სიტუაციიდან გამოძვრომის საშუალებას მისცემს“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“პოლიციელის ჩვენებით, 28 ნოემბერს, აქციაზე, გიორგი ვაშაძე იღიმებოდა…” – ომარ ფურცელაძე

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესებს პერიოდულად ეხმაურება...

“მაშინ ვბერდებით, როცა ჩვენს ბედნიერებას სხვებს ვანდობთ…” – ფადი ასლი

ბიზნესმენ ფასი ასლის მოსაზრება-შეფასებები, 5-პუნქტიანი ვარაუდები დაბერებასთან დაკავშირებით: "მაშინ ვბერდებით,...

“ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგი არის ბლეფი” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რებრენდინგი...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...