spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც...

“ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა, რომელიც წახალისებული იყო ქვეყნის გარედან” – კახა კალაძე ელენე ხოშტარიას საქმეზე

რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გადაცემა „ღამის კურიერის“ პირდაპირ ეთერში სტუმრობისას ისაუბრა.

როგორც მან პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიასთვის პატიმრობის მისჯის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ეს საქმე არის პოლიტიკური სპეკულაცია, რადგან ადგილი ჰქონდა საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართულ ხელის შეშლას, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა.

ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური სპეკულაცია დაა თავად ელენე ხოშტარიამაც ძალიან კარგად იცის. ის განცხადებები, რაც ჩვენ თუნდაც ელჩის მხრიდან მოვისმინეთ, არის წახალისება. ამ ბოროტებას ზუსტად ეს ადამიანები ახალისებენ, ისინი აღვივებენ ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ეს ექსტრემისტული დაჯგუფება იმართება გარედან – რა მითითებებსაც მისცემენ, იმას ასრულებენ. ჩვეულებრივი უსამშობლო მოღალატეები არიან და ებრძვიან სახელმწიფოს, ყველაფერ წმინდას – კულტურას, წარსულს, ტრადიციებს. ეს ადამიანები წლების განმავლობაში გარე ძალებისგან ფინანსდებოდნენ.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, ეს ხომ არ არის უბრალოდ ფოტოს გაფუჭება. კონკრეტულ ქმედებებს კონკრეტულ დროსა და მოცემულობაში შესაბამისი შეფასება ეძლევა. ეს იყო საარჩევნო კამპანიისთვის მიზანმიმართული ხელის შეშლა. ეს ხელის შეშლა კი წახალისებული იყო ქვეყნის გარედან. ეს ვითომ დიპლომატები დღეს რომ ამ ტიპის განცხადებებს აკეთებენ, სწორედ ისინი ახალისებდნენ მსგავს პროცესებს. ერთი განცხადება არავის მოუსმენია რომელიმე ევროპელი ელჩისგან იმასთან დაკავშირებით, რაც წინასაარჩევნო პერიოდში ხდებოდა – შტაბთან მისვლა, გინება, ფურთხება, ბანერების დაზიანება, შეურაცხყოფა და ა.შ. ისინი თავად იყვნენ ამ ყველაფრის დამფინანსებლები“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ წინა საარჩევნო კამპანიის დროს ამომრჩევლისთვის თავისი ხედვა წარედგინა, თუმცა მათ არჩიეს ისეთი ქმედებები, რასაც ადგილი ჰქონდა „ქართული ოცნების“ შტაბის წინ.

მე არავის დაკავება არ მიხარია. რატომ უნდა გამიხარდეს ელენე ხოშტარიას დაკავება? ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ქმედებებზე თავადვე ვართ პასუხისმგებლები. მესმის, რომ შეიძლება ადამიანს გარკვეული პროტესტი ჰქონდეს, მაგრამ არსებობს ამ პროტესტის გამოხატვის კანონი და ჩარჩოები. გარკვეული ქმედებები, შეურაცხყოფა, ფიზიკური დაპირისპირება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ხომ თავისუფალ, დემოკრატიულ და ცივილურ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც ყველა პოლიტიკოსს აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი ხედვა მიიტანოს ქართველ ამომრჩეველთან. მაგრამ მათ წინა მსგავსი არაფერი აქვთ სათქმელი. შესაბამისად, გადადიან შეურაცხყოფაზე, მუშტი-კრივზე, ხულიგნობაზე და იმგვარ ქმედებებზე, რაც ვიხილეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის წინ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მე ვფიქრობ, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების მშობლები ერთიანად უნდა გამოვიდნენ და პასუხი გასცენ კობახიძეს” –...

მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის კონკრეტულ მინიშნებას, აქონდროპლაზიით დაავდებული ბავშვების...

“ინვესტიციები VS ანაბარი: სად სჯობს დანაზოგის დაბანდება – ტრადიციულ საბანკო ანაბარში, თუ ამერიკული კომპანიების...

მას შემდეგ, რაც საქართველოში ინვესტიციები და კრიპტოაქტივები დაინერგა, სულ...

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ეს არის რეფერენდუმი, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება” პირწმინდად მარცხდება” – გოჩა მირცხულავა

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...