spot_img
მთავარირეგიონის ამბებიაჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო...

აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი

მთიანი აჭარის ეკოტურისტული მარშრუტებითა და გასტრონომიით პოლონელი ვიზიტორები დაინტერესდნენ. ვროცლავის გამოფენის ფარგლებში, სადაც რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გაუწია პოპულარიზაცია, ვიზიტორების განსაკუთრებული ინტერესი მთიანი აჭარის მრავალფეროვანმა ტურისტულმა პროდუქტებმა გამოიწვია. სამი დღის განმავლობაში საქართველოს სტენდთან მათ საშუალება ჰქონდათ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით. გამოფენაზე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა. წელს, ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე 200-ზე მეტი ტურისტული კომპანია, ორგანიზაცია და მიმართულება იყო წარმოდგენილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

პოლონეთი აჭარისთვის მნიშვნელოვან სამიზნე ქვეყანას წარმოადგენს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნებს შორის არსებული პირდაპირი ფრენების არსებობა. რეგიონში გაზრდილია პოლონელი მოგზაურების რაოდენობაც. 2024 წელთან შედარებით, გასულ წელს აჭარაში პოლონეთიდან 24%-ით მეტი ტურისტული ვიზიტი დაფიქსირდა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის პოპულარიზაცია მიმდინარე წელს 10-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე განახორციელა, როგორც ევროპის ისე აზიის ქვეყნებში.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ბათუმში ბარმენებს ტრენინგები ჩაუტარდათ

ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ ბათუმში სერვისის ასამაღლებელი ტრენინგები მიმდინარეობს....

აჭარაში მზარეულებისთვის ტრენინგები დაიწყო

აჭარაში მზარეულებისთვის პრაქტიკული ტრენინგები მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა თეორიულ-პრაქტიკული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...