spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ნუ იზამთ ისე, რომ ხალხმა "თქვენო ყოვლადუმოღალატესობავ" მოგმართოთ"...

“ნუ იზამთ ისე, რომ ხალხმა “თქვენო ყოვლადუმოღალატესობავ” მოგმართოთ” – გოჩა მირცხულავა

ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ცალკეულ მღვდელმთავარს – სინოდის წევრს, კონკრეტული შეთავაზებებით, განმარტებებით, მინიშნებებით მიმართავს:

სინოდის რამდენიმე წევრს მივმართავ, ვინაობას შეგნებულად არ დავწერ! მილიონი არგუმენტი შეიძლება მოიყვანოთ თუ რატომ არ გსურთ გახდეთ მომავალი პატრიარქი და თქვენ იქნებით მართალი.

მე მხოლოდ ერთს მოვიყვან, თქვენი მილიონი არგუმენტის საპირწონედ – რადგან შეგეძლოთ და არ რისკავთ, გამოდის არც ეკლესიის ბედი გაინტერესებთ დიდად და შედეგად კი რუსულ თამაშს თამაშობთ. რაღა თამაშს – “სასარგებლო იდიოტებად” დგებით რუსეთის სამსახურში.

ახლა არ არის ენის მოჩლექის დრო და პირდაპირ გეტყვით – გამოდით კომფორტის ზონიდან. თქვენი: “არა, მე არა!” ამ ვითარებაში – კირილ გუნდიაევის და კრემლის მოკავშირეობაა, მათი მსახურება და მონობაა.

მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება და ყველას მანდ – ვის რა ცოდვაც უნდა გქონდეთ, ხალხის წინაშე – ეგ ყველაფერი გეპატიებათ.

არა? მაშინ ჩვენ ის გვეცოდინება ზუსტად, რომ თავიდან მოკლავთ კირიონს, ამბროსის, ილია მართალსაც… ჰო, თქვენი ხელით მოგუდავთ…

ანტიქრისტესთან წილნაყრობისთვის ვინ და სად მოგკითხავთ, ეგ უკვე ჩემი საქმე არ არის. მაგრამ ყველა ქართველისთვის იქნებით საძულველი, როდესაც შეგიძლიათ გახდეთ სანაქებო.

24 ხმა გაქვთ ახლა და ნეტავ რა გაშინებთ და რა გაფრთხობთ? არ არსებობს შიოს და არც ერთი პრორუსის გამარჯვების შანსი, თუ თქვენ არ გაიყიდებით იმ სამ მილიონ ლარად, რომელსაც აპირებენ ჩამოგირიგონ.

მე ჩემი მითქვამს და… ნუ იზამთ ისე, რომ ხალხმა “თქვენო ყოვლადუმოღალატესობავ” მოგმართოთ“, – წერს გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დღეს უკვე ცხადად უნდა ითქვას, რომ ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი არ არის” – ნიკოლოზ...

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი თავის პოზიციას აფიქსირებს და კონკრეტულ შეფასება-განმარტებებს...

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ასე სხარტად როგორ იგერიებს გიენებს?” – ლალი მოროშკინა ირაკლი კობახიძის შესახებ

საქართველოს მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ კონკრეტულ შეკითხვებზე გაცემულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...