spot_img
მთავარიადამიანის უფლებები"დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის,...

“დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ” – ქალი პოლიტიკოსების ერთობლივი განცხადება

საქართველოს ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი განცხადებას ავრცელებენ ოპოზიციონერი ლიდერი ქალის, ელენე ხოშტარიასთვის სასამართლოს მიერ 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთის განაჩენის გამოტანასთან დაკავშირებით:

დღეს ელენე ხოშტარია მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა არ არის, ის იქცა თავისუფალი ადამიანის სიმბოლოდ, რომელიც არ ეგუება უსამართლობას და არ ჩუმდება მაშინ, როცა სისტემა დუმილს ითხოვს. ის არის ქალი, რომელიც ბრძოლას ირჩევს მაშინაც კი, როცა ამის ფასი პირადი თავისუფლებაა. ამით აცოცხლებს ქართველი ქალის იმ სახეს, რომელსაც ჩვენი ისტორია ყოველთვის იცნობდა – გაუტეხავს, მებრძოლსა და ღირსების დამცველს.

ოთხი შვილის დედისთვის წლინახევრით თავისუფლების აღკვეთა უფრო მეტია, ვიდრე უსამართლობა. ეს არალეგიტიმური ხელისუფლების ღრმა მორალური კრიზისის მკაფიო გამოხატულებაა.

ელენესთვის პატიმრობა ბანერის დაზიანების გამო არ მიუსჯია რეჟიმს. ელენე ციხეშია იმიტომ, რომ არ აღიარებს ქართული ოცნების უსამართლო წესრიგს, არ ცნობს მის ლეგიტიმაციას და არ ემორჩილება მას. ის ისჯება არა ქმედებისთვის, არამედ პოზიციისთვის.

მის მიმართ გამოტანილი განაჩენი სამართალი არ არის, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ემსახურება რეჟიმს და არა კანონს.
პასუხისმგებლობა ეკისრება მოსამართლესაც, რომელმაც სამართლის დაცვას მისი უგულებელყოფა არჩია. ისტორია ამ პერიოდს შეაფასებს, როგორც მორალისგან დაცლილი პოლიტიკისა და მორჩილების ეპოქას.

ელენეს საქმე დიდი ხანია გასცდა საქართველოს საზღვრებს. ევროპარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ელენე ხოშტარიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ბრალდებები – უსაფუძვლო, ხოლო მის მიმართ მოპყრობა – დამამცირებელი და არაჰუმანური.

ელენეს დაპატიმრებით, ქართული ოცნება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ნამდვილ სახეს. ეს არის რეჟიმი რომელსაც ეშინია მისი ძალაუფლების არაღიარების, ხოლო ძალაუფლების შესანარჩუნებლად ნებისმიერ ძალადობრივ და დანაშაულებრივ გზას მიმართავს.

ელენე დღეს წერს საქართველოს ისტორიას. ხოლო ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც მის გვერდით ვდგავართ ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას ელენესთვის, ყველა პოლიტპატიმრისთვის და თავისუფლება ჩამორთმეული თითოეული მოქალაქისთვის, საქართველოს ღირსეული მომავლისათვის“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ქალი პოლიტიკოსები:

თამუნა გამყრელიძე

თინა ბოკუჩავა

ნინო დოლიძე

მედეა მეტრეველი

თინა ბოლოკაძე

მარიამ კუკავა

ანა კობახიძე

ნანა ტოხვაძე

მარიკა არევაძე

ეკა მიშველაძე

სევდია უგრეხელიძე

ნინო გოგინაშვილი

ანა ჩიქოვანი

თამი ჟორჟოლიანი

ნანა მალაშხია

ნინო კვიტაიშვილი

ანი ქავთარაძე

სოფო ჯაფარიძე

რუსუდან თევზაძე

ხატია დეკანოიძე

თეონა აქუბარდია

თეონა ჭალიძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ და ვიყოთ მოწოდების სიმაღლეზე!” –...

ინტერნეტში გავრცელდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ 21...

“ბატონო ბიძინა, ტყუილად უხდით ფულს თქვენს პროპაგანდისტებს და PR სპეციალისტებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა სოციალურ ქსელში ირონიულ პოსტს აქვეყნებს და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“ვისურვებდი თავისუფლება, ილუზორულობის ნაცვლად, სინამდვილედ გვექცია და მომავალში თარიღებზე მეტად რეალური თავისუფლება გვეზეიმა” –...

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის...