spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ერთიანობის ნაცვლად, საქართველოს ამ მტრებმა, საზოგადოება შუაზე გაგლიჯეს"...

“ერთიანობის ნაცვლად, საქართველოს ამ მტრებმა, საზოგადოება შუაზე გაგლიჯეს” – გია ბარამიძე

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე კონკრეტულ მინიშნებებს აკეთებს და მძიმე პოზიციას აფიქსირებს ცალკეულ ფაქტებთან დაკავშირებით:

პატრიარქის მიმართ პატივისცემის გამო, გუშინ არაფერი მითქვამს.

ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რა სულმდაბლობა გამოიჩინეს ამ ნაძირალა და ფარისეველმა რუსების რეჟიმმა, მისი არაკაცების პარტიის ინტერესის გამო, პატრიარქთან მიახლოვებისა და პირადად გამომშვიდობების საშუალება არ მოგვცეს.

ფარისევლურად ერთიანობაზე საუბრობდნენ და რეჟიმის პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც რეალურად საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს (ქოცების მიერ ჩატარებული არჩევნებით 46% ) თითქოს საერთოდ არ ვარსებობდეთ, ასე მოგვკვეთეს და დაცვის კედელი აღმართეს ჩვენსა და პატრიარქს შორის.

ერთიანობის ნაცვლად, საქართველოს ამ მტრებმა, საზოგადოება შუაზე გაგლიჯეს.

რა მდაბიოები და უნამუსოები არიან კი ვიცი და მათგან კარგის მოლოდინი არ მქონდა, მაგრამ ელემენტარული გონიერება მაინც ხომ უნდა გამოეჩინათ, რომ მიმხვდარიყვნენ, რომ ასეთი უღირსი საქციელის ჩადენა პირველ რიგში პატრიარქისადმი უპატივცემულობა და ანტისახელმიფოებრივი საქციელია, რომელიც საქართველოსთსაა ცუდი.

ამ პატარა კაცუნებს პასუხისმგებლობისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების ნატამალი არ აქვთ.

რეჟიმს საქართველოს არანაერი ერთიანობა არ უნდათ, მათი მიზანი და ამოცანა, რუსეთისაა და არა საქართველოსი.

ამ ფარისევლებმა, იფიქრეს, რომ ამგვარი საქციელით, პატრიარქის ხსოვნის პარტიულ მონოპოლიზირებას მოახდენდნენ.

მათ ტყუილებასა და უნამუსობას ჩვენი ხალხი კარგად ხედავს და შესაბამისადაც გასცემს პასუხს.

ამ რუსების აგენტურას რომ ხელისუფლებიდან მოვიცილებთ, აუცილებლად შევძლებთ უწმინდესის ანდერძის აღსრულებასა და (განურჩევლად პარტიულობისა), ქართული საზოგადოების გამთლიანებას“, – წერს გია ბარამიძე სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

ანა დოლიძე: “ეს კვირა უმძიმესი იყო ივანიშვილის მთავრობისთვის”

პარტია “ხალხისთვის” თავმჯდომარე, ანა დოლიძე კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებს და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...

“ზუსტად ეს არის საკუთარი ქვეყნის ღალატი – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია” – ირაკლი კობახიძე

ნიკა გვარამიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ("ოპოზიციის სტრატეგია...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...