spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს...

“გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა” – ნიკა გვარამია

“კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი ნიკა გვარამია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალების ფაქტს ემოციური შეფასებებით ეხმიანება:

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ის, ვინც ჩვენს სამშობლოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარდა.

ის, ვისი სიტყვაც საქართველოში ყველაზე დიდი წონისა იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში.

ის, ვინც რელიგიური მოღვაწე იყო, მაგრამ უყვარდა არა მხოლოდ მის მრევლს, არამედ სხვა რწმენის ქართველებსაც, აგნოსტიკოსებსაც და ათეისტებსაც.

ის, ვინც სულიერი ლიდერიც იყო და მრავალმხრივ ნიჭიერი კაციც, შემოქმედი, კულტურტრეგერი.

ის, ვინც იყო უწმინდესი და უნეტარესიც, და ასევე ძალიან საინტერესო და მრავლისმნახველი ადამიანი და მოღვაწე ამა ქვეყნისა, უმდიდრესი გამოცდილებით და ანალიზისა და თხრობის გასაოცარი უნარით.

ის, ვისი აფხაზეთში მოღვაწეობა, ჯერ კიდევ 50 წლის წინ, ქრისტიანულ მსახურებასთან ერთად, დიდ პატრიოტულ მისიას მოიცავდა. და ვისაც მეხსიერებიდან არასდროს წაუშლია სოხუმის ნინოშვილის ქუჩა, სადაც ცხოვრობდა, და არასდროს განელებია იქ დაბრუნების იმედი.

გაანათლოს მისი სული უფალმა. ღმერთმა დაიცვას მისი სამშობლო და მისი ხალხი“, – წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“26 მაისის აქციაზეც, რომელსაც მე მხარს ვუჭერ, ჩემი აზრით, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ არა პარტიული...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ოპოზიციის ალიანსის" მიერ 26...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...

“ვიღაც “შესტიორკა” კობახიძე აქედან ასწავლის უკრაინის გმირ პრეზიდენტს, რომ თურმე მე უკრაინას “ბევრი დავუშავე”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავრობის მეთაურ ირაკლი კობახიძის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ალბათ როგორ და*ლევდა დღეს, როცა მაინც ამდენი ხალხი დაინახა✌” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი, სოციალურ ქსელში, ეხმაურება...

“ქოცების საყვარელი სუპის (უხორცოს) ფასი ჩემი პრეზიდენტობის შემდეგ 3-ჯერ გაიზარდა, ხოლო ხორციანი საერთოდ კოსმოსში...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი მმართველობის პერიოდის კონკრეტულ...

“გაუგებარია, ადამიანი რომ ჰქვია, ის რატომ უნდა ცდილობდეს ტალახში იგორავოს და ირგვლივ ყველაფერი, რაც...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად გამოჩენილი...

“არავის გირჩევდით ამ სიკეთის წინააღმდეგ წასვლას” – არჩილ გამზარდია

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, "დაიცავი ილიაუნის" ინიციატივას,...