spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?" - ტელეკომპანია...

“ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?” – ტელეკომპანია “თრიალეთი”

ტელეკომპანია “თრიალეთი”-ის მიმართვა მთავრობის მეთაურის ირაკლი კობახიძისადმი:

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში, დებატების დროს, თქვენ განაცხადეთ, რომ “რუსთავი 2”-ს მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არა აქვს და რომ არიან ტელევიზიები, რომლებსაც მიმდინარე საგადასახადო დავალიანება აქვთ.

თქვენ ამბობთ, ეს რომ ყოფილიყო პოლიტიკური კორუფცია, ამ შემთხვევაში ხელისუფლება ერთ ტელევიზიას მიანიჭებდა უპირატესობას, მეორეს საზიანოდ.

აცხადებთ, რომ საქმე პირიქით არის და კონკრეტულ ტელევიზიას, რომელიც თითქოს “პირდაპირ მტრულ საქმიანობას ეწევა სამშობლოს წინააღმდეგ, აქვს მიმდინარე დავალიანებები. http://www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew/2026-03-16/22:50:35

ამ განცხადებასთან დაკავშირებით გვინდა მკაფიოდ განვაცხადოთ:

ტელეკომპანია “თრიალეთი” 2021 წლიდან სრულად და დროულად იხდის გადასახადებს და მიმდინარე საგადასახადო დავალიანება არ გააჩნია.

რაც შეეხება ძველ დავალიანებას – ის დაახლოებით 40-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დავალიანება.

ამ ფონზე სრულიად გაუგებარია:
• რატომ მიანიჭეთ უპირატესობა “რუსთავი 2”-ს;
• რატომ დაუდეთ ინკასო მხოლოდ ტელეკომპანია “თრიალეთს”;
• რატომ აჭრით მთლიან შემოსავალს რეგიონულ ტელევიზიას და ფაქტობრივად მიგყავთ იგი დახურვამდე.

“რუსთავი 2”-ის წამყვანმა იმავე ეთერში განაცხადა, რომ მათ სახელმწიფო ვალის რესტრუქტურიზაცია გაუკეთდათ და ისინი ვალს ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ იხდიან. http://www.myvideo.ge/tv/rustavi2hqnew/2026-03-16/22:28:23

მაშინ ჩნდება სრულიად ლოგიკური კითხვა:

რატომ მოხდა “რუსთავი 2”-ის დავალიანების რესტრუქტურიზაცია დაფარულად?

რატომ არ მოგვეცა საშუალება და რატომ დარჩა უპასუხოდ, ჩვენი არაერთი ოფიციალური თხოვნა, ვალის რესტრუქტურიზაციის, საგადასახადო შეთანხმების ან გადავადების შესახებ?

დღეს ხელისუფლება ბოლო კაპიკამდე გვართმევს შემოსავალს, თანამშრომლებს ტოვებს უხელფასოდ, და პრაქტიკულად ანადგურებს 36 წლის ისტორიის მქონე რეგიონულ ტელევიზიას!

ბატონო ირაკლი, ეს არის თქვენი სამართლიანობა?” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“იმ ოჯახებსა და ცალკეულ პირებს, ვისაც არ ეკუთვნის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან, მათ ეხსნებათ, ხოლო...

„ვისაც სახელმწიფოს მხრიდან სოციალური დახმარების საჭიროება აქვს, მათ ეს...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“აიათოლას პანაშვიდებზე დადიან და ელისაშვილს ტერორიზმის ბრალდებით ასამართლებენ, ეს უსირცხვილოები😡” – ეკა ხერხეულიძე

ალეკო ელისაშვილისთვის 13-წლიანი პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილებას კონკრეტული მინიშნებით ეხმაურება...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“ტყეში დამარხული იარაღი კი არა, ბაზალეთის ტბაში რომ აკვანია, ისიც ახალაიების დამარხულია” – ლელა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, ე.წ. "ტყეში დამარხული იარაღის" საქმეზე გამართულ...

“სალომე ზურაბიშვილმა კვლავ გაიმეორა ჩემზე “არა და არასდროს!”… ვინ არის ეს ქალი?” – მიხეილ...

სალომე ზურაბიშვილის პოზიციას, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით – “არა...