spot_img
მთავარიIV ხელისუფლება"მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას" - გოგა...

“მედიაში არსებული პრობლემები იწვევს საზოგადოების პოლარიზაციას” – გოგა გულორდავა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავას განცხადებით, ქვეყანაში სახელმწიფო მიდგომის შედეგად გარანტირებულია მედიაპლურალიზმი და მრავალფეროვნება, თუმცა, მედიაში აშკარაა ისეთი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც პირველ რიგში მაყურებელს აზიანებს და ზრდის პოლარიზაციას. მისივე განცხადებით, აღნიშნულ პრობლემებზე ასახულია ბევრ საერთაშორისო ანგარიშებში.

წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები და გამოწვევები გვაქვს, სამწუხაროდ დღეს მედია გაჯერებულია ყალბი ამბებით, მიკერძოებული საინფორმაციო გადაცემებით, ფაქტის დამახინჯებით, ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა ნიშნით პოლარიზაციის გაღვივებით, სიძულვილის ენის დათესვით, რაც საბოლოო ჯამში მედიის საზოგადოებაზე გავლენის მასშტაბიდან გამომდინარე უკვე გასცდა იმ ჩარჩოებს რაც მედიაში არსებული გამოწვევა და პრობლემა ჰქვია, ის უკვე გადავიდა საზოგადოებაში.

ნათლად ჩანს რაოდენ პოლარიზებას ახდენს მედიიდან გამოწვეული ზეგავლენა უკვე საზოგადოებაში, თუ რაოდენ პოლარიზებულია საზოგადოება, რაოდენ მიუღებელი ხდება განსხვავებული აზრის გამოხატვა – რაზეც ვთანხმდებით, რომ ასე ვერ გაგრძელდება.

ეს ყველაფერი ისახება საზოგადოებაზე და ზიანდება მაყურებელი, ზიანდება ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, რეგულაცია და მისი უმთავრესი ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ამ მავნე ზეგავლენიდან დავიცვათ ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ ტელეკომპანია იმედის ეთერში საუბრისას.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მოუწევს კობახიძეს ისევ თემურ ლენგის მარშრუტებზე დაბრუნება” – შოთა უტიაშვილი

"ქართული ოცნების" მოკავშირე უნგრეთის ლიდერის, ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხს,...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ივანიშვილის ხალხის მისვლა 9 აპრილის მემორიალთან დაღუპულთა შეურაცხყოფაა…” – ლაშა ბუღაძე

9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან მმართველი გუნდის ლიდერების მისვლას, სოციალურ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“კაცებო”! იცით რა სხვაობაა თქვენსა და ივანიშვილს შორის?!” – ხათუნა ხოფერია

პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, "ქართული ოცნების"...

“დიქტატურას ამარცხებს ძლიერი სახალხო ლიდერი და ერთ მუშტად შეკრული ხალხი” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დასკვნები გამოაქვს 12...

“გამოდით, შეხვდით, მონახეთ გამოსავალი! ბავშვებს მიეცით წამალი!” – თეონა ჭალიძე მმართველი გუნდის ქალ დეპუტატებს...

ოპოზიციონერი დეპუტატი თეონა ჭალიძე, დიუშენით დაავადებული ბავშვების დედების უმძიმეს...

“ტირანმა ჯერ ხომ აბრეშუმის გზა გადაიტანა სომხეთში ზანგეზურზე, ახლა ქართული ცის ოკუპაციაც მოახდინა…” –...

16 აპრილიდან აბასთუმნის არეალში საჰაერო სივრცის დაკეტვასთან დაკავშირებით მთავრობის...