spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"არ გამოვრიცხავ, რომ ირანის ომის ბედს საბოლოოდ ნავთობის...

“არ გამოვრიცხავ, რომ ირანის ომის ბედს საბოლოოდ ნავთობის ფასები გადაწყვიტს” – გია ნოდია

განათლების ყოფილი მინისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტოლოგი გია ნოდია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთგვარ ანალიტიკურ შეფასებებს აკეთებს და კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს:

არ გამოვრიცხავ, რომ ირანის ომის ბედს საბოლოოდ ნავთობის ფასები გადაწყვიტს.

ტრამპის რეალური გათვლა, როგორც ჩანს, რეჟიმისთვის იმხელა ზიანის მიყენებაა, რომ ის დათმობებზე წამოვიდეს. რეჟიმის შეცვლა მაქსიმალისტური მიზანია, სასურველი, მაგრამ ნაკლებ სავარაუდო – მასზე გათვლა არ შეიძლება.

პრინციპში ამ შუალედური მიზნის მიღწევა გამორიცხული არაა, მაგრამ ამას დრო უნდა. ამიტომ ამბობენ ტრამპი და სხვა ამერიკელები, რომ ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, რომ რეჟიმის „უპირობო კაპიტულაციაა“ მიზანი. თეირანში არ უნდა იფიქრონ, ცოტაც გავუძლოთ და ყველაფერი მორჩებაო.

კაპიტულაციაზე განცხადება, ცხადია, სრული სისულელეა, მაგრამ ის ტრამპის სტილის “ბულშითია”: ის ირანელებზე ფსიქოლოგიური ზეწოლას ახდენს: არ გეგონოთ, რომ მალე გავჩერდებით. რამდენად მუშაობს ეს ირანელებზე, სხვა თემაა.

ირანის მთავარი იარაღია არა მისი რაკეტები და დრონები, არამედ ჰორმუზის სრუტე. სანამ ომი მიდის, სრუტე დაკეტილია, რაც ნიშნავს, რომ ნავთობის ფასები იმატებს, მათ შორის ამერიკაში.

(ცხადია, რუსეთის ხეირობს ნავთობის მაღალი ფასებით – ეს კიდევ სხვა თემაა).

მართალია, რომ ეს დროებითია – ომი თუ დამთავრდა და სრუტე გაიხსნა, ფასები, ალბათ, ძველ ნიშნულს დაუბრუნდება. მაგრამ თუ ომი გაიწელა, ამან შეიძლება სერიოზული გლობალური ეკონომიკური რყევები გამოიწვიოს. ამერიკას თავისი ნავთობი და გაზი საკმარისი აქვს, მაგრამ ბენზინზე ფასები მაინც ზევით მიდის და კიდევ უფრო ურტყამს ტრამპის რეიტინგს, რომელიც ისედაც ეცემა.

ეს ყველაფერი ზეწოლას ახდენს ტრამპზე, რომ ომი მალე დაასრულოს. იმ ტიპის ზეწოლას ის ვერ უგულებელყოფს.

თუ ომი ამ დღეებში დამთავრდა, ირანის რეჟიმი ამას, ცხადია, გამარჯვებად გამოაცხადებს: ორ დიდ სატანას ჩვენი განადგურება უნდოდა, მაგრამ ვერ შეძლეს.

თუმცა, ამერიკა დ ისრაელიც გამარჯვებულად გამოაცხადებს თავს: ირანს ძალიან სერიოზული ზიანი მიადგა, ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს რეგიონის დესტაბილიზაციას და, რაც მთავარია, ბირთვული იარაღის შექმნას. პროგრამა მინიმუმი შესრულდა – ესეც საქმეა.

მოკლევადიან პერსპექტივაში ეს, ობიექტურად, უფრო ყაიმს ნიშნავს. თანამედროვე ომების ნიშანია: ორივე მხარე გამარჯვებას აცხადებს. გრძელვადიანი პერსპექტივის გათვლა კი ძნელია.

პირადად ტრამპისთვის ომის ასე დამთავრება პოლიტიკური წაგება იქნება. ახლა რთულ დღეშია: ომის გაჭიანურებაც ცუდია და მალე დასრულებაც. ვინ იცის, რას იზამს“, – წერს გია ნოდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ბოროტ თესლს თუ ნიადაგი მზად არ დახვდა, ის ვერ აღმოცენდება” – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოს ლელა ჯეჯელავას მეტაფორული შედარება-შეფასებები ქვეყანაში შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით: "ბოროტ...

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“გთხოვთ, ნუ აჰყვებით არასწორ ინტერპრეტაციებს, რომლებიც სცდება რეალობას და ზიანს აყენებს როგორც ბავშვების, ისე...

საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემაში – “დღე პირველ არხზე”, მოხდა არასასიამოვნო...

“პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან ნებისმიერ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...

“პოლიტიკური კომპონენტისგან დიდი ხანია დაიცალა ეს რეჟიმი და დარჩა მხოლოდ ბანდა. ამიტომ ისე დაასრულებს,...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი მწვავე შეფასებებს აკეთებს...