spot_img
მთავარირეგიონის ამბებირუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 12 დღეა აღარ გამოვლენილა...

რუსთავში კორონავირუსის ახალი შემთხვევა 12 დღეა აღარ გამოვლენილა – რუსთავის მერია

რუსთავის მერიამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 14 მაისის დილის 6 საათიდან ქალაქ რუსთავიდან გასვლა-შემოსვლაზე შეზღუდვა მოიხსნა. რუსთავის ხუთივე შემოსასვლელთან განლაგებული ბლოკ პოსტების დემონტაჟი ღამის საათებში განხორციელდა. პროცესს ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა და მისი პირველი მოადგილე ბესიკ ტოგონიძე ესწრებოდნენ.

14 მაისის დილის 06:00 საათიდან, რუსთავში შემოსვლაზე და ქალაქიდან გასვლაზე შეზღუდვა მოიხსნა.

რუსთავი ერთ-ერთი იყო იმ 4 დიდი ქალაქიდან, სადაც შესვლა-გამოსვლა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 აპრილიდან აიკრძალა.

სპეციალური ბლოკ საგუშაგოები, რომელიც ქალაქის ხუთივე შემოსასვლელში იყო განლაგებული, ღამის საათებში მოხსნეს.

სპეციალური ტექნიკით მოხდა იმ დროებითი ინფრასტრუქტურისგან ქალაქის შესასვლელების გასუფთავება, რაც ბლოკ პოსტების ფუნქციონირებისთვის იყო განსაზღვრული.
ბეტონის და რკინის ჯებირებისგან ტერიტორია, ქალაქის მერიის ა(ა)იპ ,,რუსთვსერვის ცენტრმა” გაასუფთავა, მოხსნილია სპეციალური კარვებიც.

ქალაქის შესასვლელებში, ბლოკ საგუშაგოების გაუქმების პროცესს, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა პირველ მოადგილესთან, ბესიკ ტოგონიძესთან ერთად დაესწრო.

რუსთავში შესვლის მსურველებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების შესაბამისი სამსახურები აღარ გააკონტროლებენ. ქალაქში ძალაში რჩება ყველა ის დანარჩენი შეზღუდვა, რაც საგანგებო მდგომარეობით არის გათვალისწინებული.

რუსთავში კოვიდ 19-ის 9 შემთხვევა იყო დადასტურებული, აქედან რვა ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა ქალაქში, უკვე 12 დღეა აღარ გამოვლენილა,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 15 აპრილს კორონავირუსული პანდემიის პრევენციისათვის საქართველოს 4 დიდი ქალაქის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო: თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და რუსთავის.

ავტორი
თამთა ასლანიშვილი

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ უცნაური ამბის მეცნიერული ახსნა არ არსებობს” – ზურაბ ბატიაშვილი

საინტერესო, ამოუხსნელ ფაქტზე საუბრობს ეხმიანება აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,...

“სანამ ამ ქვეყანაში მათი გმირებად ხსენება იქნება, მანამდე თქვენი სახელი მონა იქნება” – ლელა...

მმართველი პარტიის წარმომადგენლებს 9 აპრილის მემორიალთან მწვავე შეძახილებით დახვდნენ...

“ეს სიბრიყვე და უტვინობა არ არის. ეს არის მოღალატეობა და ქვეყნის მომავლის შეგნებული მოსპობა”...

ფულად გზავნილებთან თუ ეკონომიკურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით საყურადღებო მონაცემებს აქვეყნებს...

“ბარე ორი გამოცდილი პოლიტიკოსი ვერ გაბედავდა და გააკეთებდა იმას, რაც შენ დღეს შეძელი” –...

ცოტნე ივანიშვილის მიერ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის ერთ-ერთ ღონისძიებაზე...