spot_img
მთავარიდებატები"ყველას, ვისაც ქოცებთან დებატები გამართლებულად მიგაჩნიათ აქეთა მხრიდან,...

“ყველას, ვისაც ქოცებთან დებატები გამართლებულად მიგაჩნიათ აქეთა მხრიდან, მავნებელ იდიოტებად გთვლით” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველი პარტიის ინიციატივაზე, დებატების გამართვასთან დაკავშირებით, კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს და მძიმე ვარაუდებს გამოთქვამს ტელეკომპანია “კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი:

მთავარი ვერსია, რაც ვთქვი ქოცებმა დებატები რომ მოინდომეს, იყო ის, რომ დაისვამდნენ შაქარიშვილ–კაკაბაძეებს და ევროინტეგრაციაზე ედებატებოდნენ. და აი მართლაც, გაირკვა, რომ საქოცეთი თანახმაა “ნეიტრალურ საქართველოს“ ევროინტეგრაციის საკითხებზე დებატებში დაუჯდეს.

მიზანი რამდენიმეა:

1. ჩვენი ყური გაიხედნოს და თანდათან მივეჩვიოთ, ლეგიტიმურად და ნორმალურად ჩავთვალოთ პოზიცია, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას დასავლეთზე და რუსეთისკენ აიღოს კურსი ოფიციალურად;

2. ამ დებატებში ღიად პრორუსების პირისპირ ქოცები გამოვლენ პროდასავლელების როლში, ანუ დაიწყებენ მტკიცებას, რომ კი, ევროპა ჩალპა და გახრწნილია, მაგრამ მაინც მაქეთ უნდა ვიაროთ. და თან ჩვენ ხომ 2028–მდე შევაჩერეთ მოლაპარაკებები და სანამ ჩვენ გავხსნით ხელახლა და სანამ ევროკავშირში შევალთ გამოსწორდებიან. რა ვიცი, კიდევ რაღაცეებს მოიფიქრებენ. მოკლედ, პირდაპირ რუსეთთან შეერთებაზე ხელებს გაასავსავებენ, ეგ არ გვინდაო და ოფიციალურ რუსებთან შედარებით პროდასავლელებად გამოჩნდებიან;

3. დასავლეთს აჩვენებენ, დროზე დაგვილაგდით და გვაღიარეთ, თორემ ამ ქვეყანაში ჩვენზე რუსებიც არსებობენ და კაცმა არ იცის რა მოხდება, ისევ ჩვენ გერჩიოთ ხელისუფლებაშიო. ამასობაში პროდასავლურ პროტესტს ბოლომდე მოახრჩობენ თავისი ჭკუით და დასავლეთს ეტყვიან, რომ სულაც არ არის ამ ქვეყანაში მოსახლეობის უმრავლესობა პროდასავლური, ჩვენ, ქოცები ვართ საქართველოში ყველაზე პროდასავლურები და პროდასავლური კურსის გარანტები, ამიტომ თქვენთვისვე ჯობს, ჩვენ ვიყოთ ხელისუფლებაში რომ მთლად რუსეთს არ შეუერთდესო საქართველო, ამიტომ ნუ მოგვთხოვთ ახლა აქ დემოკრატიას და ეგეთ “წვრილმანებს“. მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ.

ეს სცენარი პირველივე დებატებში არ გაითამაშეს, მაგრამ დიდხანსაც ვერ მოითმინეს. მალე იხილავთ ამ შინაარსის დებატებს.

ხოდა, კიდევ ერთხელ, ყველას, ვისაც ქოცებთან დებატები გამართლებულად მიგაჩნიათ აქეთა მხრიდან, მავნებელ იდიოტებად გთვლით“, – წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“მათ ვერ მოიპოვეს მთავარი – ხალხის ნდობა და პატივისცემა იმიტომ, რომ არ უყვართ საკუთარი...

„ბოლო კვირებია, ხელოვნურად გაერთიანებულ ოპოზიციაში ჩვეული დაპირისპირებების მომსწრენი ვართ....

“ყველა პოლიციელი არაა გმირი და რაც ვიხილეთ, ეს უბედურება მოსალოდნელი იყო, ამდენი აგრესიის, ძალადობის,...

პოლიციის შენობებში სამართალდამცავების მიერ დაკავებულ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებთან...

“ერთადერთი რაც შერჩათ “ნაცებს” – დასავლეთის ჯერ კიდევ შემორჩენილი მხარდაჭერა, რომელიც ნელნელა ილევა” –...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მძიმე შეფასებებს აფიქსირებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“წვრილფეხა ქოცებო, რა ტყულად ეტენეთ მდინარაძეს. მგონი წულუკიანს გინიშნავთ პრემიერად ბიძინათქვენი” – ნინო ჯანგირაშვილი

მმართველ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ირონიულ მინიშნებებს აკეთებს...

“ბატონო ბიძინა, მე თქვენს ადგილზე იმათ კი არ დავიჭერდი, ვისაც არ მოსწონხართ…” – ლელა...

ანალიტიკოსი ლელა ჯეჯელავა კონკრეტულ რჩევებს აძლევს "ქართული ოცნების" საპატიო...

“მაინც მოგხსნის შე საცოდავო🤡” – ნინო ჯანგირაშვილი ირაკლი კობახიძეს მიმართავს

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ...

“სისტემა ძალადობრივია მანამ, სანამ ის ძალადობას, როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტს მიმართავს” – არჩილ გამზარდია

პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მედიაში გასულ რეპორტაჟს...