spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის...

“ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება ასეთ საბოტაჟის რეჟიმში” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს ისეთი კანონმდებლობის მომზადებას, რომლითაც დარეგულირდება ყველას მხრიდან კონსტიტუციური პრინციპების, კონსტიტუციური წყობილების აღიარება:

ზოგადად, კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს დაცული – ეს არის ნებისმიერი სამართლებრივი სახელმწიფოს ამოსავალი წერტილი.

დემოკრატია ყველამ უნდა აღიაროს, კონსტიტუციური პრინციპები, კონსტიტუციური წყობილება ყველამ უნდა აღიაროს და თუ არის ამ კუთხით პრობლემები, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დაარეგულიროს კანონმდებლობამ.

შესაბამისად, მე მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და დროული ინიციატივა და იმედი მაქვს, რომ პარლამენტი ბოლომდე მიიყვანს ამ კანონპროექტის მიღებას.

რა თქმა უნდა, ზღვარი უნდა იყოს დაცული და ამას სჭირდება სამართლებრივი შეფასება. ჩემი სამართლებრივი შეფასებით, აქ ზღვარი არის სათანადოდ დაცული – ერთია გამოხატვის თავისუფლება და მეორეა კონსტიტუციური წესრიგის სიმტკიცე, რაც არის ერთ-ერთი უზენაესი ინტერესი.

ბუნებრივია, ქვეყანა და სახელმწიფო მშვიდად ვერ განვითარდება, თუ ის მუდმივად იქნება ასეთ საბოტაჟის რეჟიმში, ამიტომ ყველამ უნდა სცეს პატივი იმ წესრიგს, რომელიც არის ჩამოყალიბებული.

თან ყველა ვხედავთ, რომ რეალურად, ამ კონსტიტუციურ სისტემას, კონსტიტუციურ ორგანოებს სინამდვილეში ყველა აღიარებს, უბრალოდ არის მუდმივი საპირისპირო გზავნილები იმისთვის, რომ სცადონ, ბოლომდე არ დამშვიდდეს ეს ქვეყანა.

ჩვენ გვაქვს საპირისპირო ინტერესი, ჩვენს საზოგადოებას აქვს, პირველ რიგში, საპირისპირო ინტერესი, რომ დამშვიდდეს ქვეყანა, ყველამ პატივი უნდა სცეს ჩვენ დემოკრატიულ სისტემას… ამ პრინციპებს ეფუძნება კანონპროექტი, რომელიც დაინიციირდა“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვესაუბროს” – კახა კალაძე ევროკავშირის რეზოლუციაზე

„ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის, ის დამოკიდებულება კი კატეგორიულად მიუღებელია,...

“მეტი ემპათია თუ არა ჭკუა მაინც არ გაქვთ, რომ საკუთარ მომავალზე იფიქროთ? სად წავა...

ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ მისი დაცვის ქვეყ მყოფი “კოალიცია...

“კობახიძე გვეუბნება, სანამ ჩვენი მოსაწონი პოლიტიკური ძალა არ იქნება ოპოზიციაში, მანამდე დემოკრატიას ნუ მომთხოვთო”...

პოლიტიკის ექსპერტი, დავით ზურაბიშვილი, ოპოზიციასთან დაკავშირებით, მთავრობის მეთაურის, ირაკლი...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

მიხეილ სააკაშვილი: “ყოჩაღ ხაბე! აი ასეთია ნამდვილი ნაციონალი✊”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიციელების მიერ მოყოლილ კონკრეტულ...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...