spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა ბექაური: 10 წლის წინ სახლის ინტერნეტს ოჯახების...

კახა ბექაური: 10 წლის წინ სახლის ინტერნეტს ოჯახების 42% იყენებდა, დღეს კი 97% მოიხმარს

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა, ტელეიმედის ეთერში ComCom-ის ბოლო 10 წლის საქმიანობა შეაჯამა, რომლის ფარგლებშიც, სექტორის განვითარების მიმართულებით ძირითადი შედეგები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ სტატისტიკა ნათლად აჩვენებს მასშტაბურ პროგრესს როგორც ფიქსირებული, ისე მობილური ინტერნეტის მიმართულებით.

წამყვანის კითხვაზე, თუ სად იყო საქართველო ტელეკომ სექტორის განვითარების კუთხით ათი წლის წინ და სად არის დღეს, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ბოლო ათწლეულის მონაცემები მკაფიოდ ასახავს სფეროში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებს: „ათი წლის წინ ფიქსირებული ინტერნეტით ოჯახების მხოლოდ 42% სარგებლობდა, დღეს კი ამ სერვისით ოჯახების 97% სარგებლობს.“ – აღნიშნა მან. ComCom-ის თავმჯდომარემ ყურადღება ასევე გაამახვილა მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდაზეც და ხაზი გაუსვა, რომ მობილური ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 10 წლის წინ 1.8 მილიონი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 4.6 მილიონია. კახა ბექაურმა აღნიშნა ისიც, რომ დღეს საქართველო მობილური ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოში მე-14 ადგილზეა, რაც, მისი შეფასებით, ტელეკომ სექტორის პროგრესის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია.

ეთერში საუბრისას კახა ბექაურმა ყურადღება სექტორის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა: „ტელეკომ სექტორში ბოლო ათ წელიწადში 66,5%-ით გაზრდილი შემოსავლები. ბოლო მონაცემებით, ტელეკომ ოპერატორების შემოსავალი 1.787 მილიარდი ლარი იყო. ხოლო, რაც შეეხება მაუწყებლების შემოსავლებს, აქაც მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს, მათი შემოსავლები ბოლო ათ წელიწადში 45%-ით გაიზარდა და 150.8 მილიონი ლარი შეადგინა“, – განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, კახა ბექაურმა ტექნოლოგიურ პროგრესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კომუნიკაციების კომისიისა და კომპანიების ერთობლივი ძალისხმევით, ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ორჯერ დაინერგა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიები – 4G და 5G. ამასთან, კახა ბექაურმა განაცხადა, რომ ComCom-ის მიდგომის საფუძველზე, ამავე პერიოდში საქართველოში Starlink-ის მაღალსიჩქარიანი თანამგზავრული ინტერნეტიც შემოვიდა. კომკომის თავმჯდომარემ ასევე სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროექტსა და ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის შესახებ ისაუბრა.

ComCom-ის თავმჯდომარემ, მაუწყებლის ეთერში კომისიის მომხმარებელზე ორიენტირებული პოლიტიკაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ComCom-მა მომხმარებლებისთვის არაერთი ინსტრუმენტი შექმნა, რათა გაუმარტივდეთ ინტერნეტის მოხმარება. მისივე თქმით, ამის ერთ-ერთი კარგი მაგალითი პლატფორმა sheamotsme.ge-ია, რომელიც მომხმარებელს 24-საათიან რეჟიმში უკვე წლებია აძლევს შესაძლებლობას შეამოწმოს ინტერნეტის ხარისხი და პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინონ რეაგირება.

ამასთან ერთად, კახა ბექაურმა ComCom-ის ახალ პროექტზეც გაამახვილა ყურადღება: „კომისიამ შექმნა ახალი პლატფორმა wifi.comcom.ge, რომელიც მომხმარებელს ეხმარება შეამოწმოს Wi-Fi-ის სიჩქარე და თავად მოახდინოს პრობლემის იდენტიფიცირება“, – განაცხადა ComCom-ის თავმჯდომარემ.

ინფორმაციას კომუნიკაციების კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დიახ, ეს იყო ხალხის მიერ ხელისუფლებისათვის გამოცხადებული უნდობლობის რეფერენდუმი საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგით” – ლელა...

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, “დაიცავი ილიაუნის” ინიციატივასთან...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...