spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"პასუხი ქოცების ლოზუნგს - საქართველო პატარა ქვეყანაა, მას...

“პასუხი ქოცების ლოზუნგს – საქართველო პატარა ქვეყანაა, მას არავინ არაფერს ეკითხება” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მისი პრეზიდენტობის დროინდელ ფაქტებს იხსენებს და კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს “ქართული ოცნების” წევრებს/მხარდამჭერებს:

პასუხი ქოცების ლოზუნგს – საქართველო პატარა ქვეყანაა, მას არავინ არაფერს ეკითხება.

პრეზიდენტობის დროს მე მქონდა პირდაპირი სატელეფონო ნომრები ამერიკის პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, სახელმწიფო მდივნების. ევროპის ყველა ლიდერის, პირადი მეგობრები მაკავშირებდნენ მათთან და რეგიონალურ ლიდერებთან.

ამერიკის პრეზიდენტი და ორი ვიცე-პრეზიდენტი იყვნენ თბილისში. ახლა თუ ვინმე ჩამოდის, ეს არის შედარებით დაბალი რანგის ჩინოვნიკები და ჩამოდიან არა ჩვენი წარმატების პოპულარიზაციისთვის.

(გახსოვთ ბუშის “საქართველო – მსოფლიო დემოკრატიის შუქურა” ან ჰილარი კლინტონის მოწოდება სხვა ქვეყნებსაც გადაეღოთ იუსტიციის სახლის მოდელი? ან ტრამპის – ამერიკამ უსწავლოს საქართველოს საგადასახადო სისტემიდან)
ჩემი თხოვნით ამერიკამ შემოიყვანა მე-6 ფლოტი შავ ზღვაში და გადმოაფრინა სამხედრო თვითმფრინავები თბილისში.

ხვალ რომ სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხის წინაშე აღმოვჩნდებით, არის თუ არა ვინმე, ვისაც ამათ შეიძლება მიმართონ მსოფლიოში?

და ვისაც ეს ყველაფერი მშვიდობა ჰგონია გაემზადოს უარესისთვის!

ჩვენც ვემზადებით უარესისთვის, მაგრამ იმედი გვაქვს უკეთესის და ვიბრძვით უკეთესისთვის“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ყველამ კეთილი უნდა ინებოს და განსხვავებული მოსაზრება გადმოსცეს შეურაცხყოფის გარეშე” – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ყველა უნდა მიეჩვიოს განსხვავებული...

“თანდათან ყველაზე რთულად წარმოსადგენ თუ წარმოუდგენელ საზღვარს სცდება, რაც ქვეყანაში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ქვეყანაში...

“მოკლედ, 2 წელი დაგვრჩა არჩევნებამდე და ერთი ნამდვილად ვიცი… რაღაც ძალიან დიდი გადატვირთვა გვჭირდება!...

ჟურნალისტი, ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი ნინია კაკაბაძე, თავის საარჩევნო პოზიცია-სტრატეგიას...

“რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე იყო ამ კადრების ნახვა. მნიშვნელოვანია ის, რომ სახელმწიფოსგან მყისიერი...

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მაშინ, როცა სახელმწიფოს მხრიდან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია” –...

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია, საპატიმროდან გამოგზავნილ...

“აბსურდული ბრალდებით პატიმრობაში იმყოფება პოლიტიკოსი ქალი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და ამ დროს მართლმსაჯულება...

იურისტი, უფლებადამცველი და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ (Georgian...

“რეჟიმმა განაჩენი გაუტეხლობას გამოუტანა და არა დანაშაულს, იმიტომ რომ მას გაუტეხლობა ამარცხებს და არა...

4 ოქტომბრისა და სხვა საქმეებთან დაკავშირებით განაჩენების გამოტანას, კონკრეტული...

“შეეშვით წუწუნს, ნუ ელოდებით სხვა რას იზამს, ადექით და გააკეთეთ! ან ვინც აკეთებს, იმას...

იურისტი, უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია "პრევენცია პროგრესისთვის" თანადამფუძნებელი, სამოქალაქო აქტივისტი...

“რაში სჭირდება მმართველ პარტიას ამდენი პოლიტიკური და სინდისის პატიმარი?” – გოჩა მირცხულავას განმარტება-ვარაუდები

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა, ამ ბოლო პერიოდში გახშირებულ დაპატიმრებებთან დაკავშირებით,...