spot_img
მთავარიკანონი და სამართალი"ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და...

“ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა” – მერაბ მეტრეველი

კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს მინიშნებას ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ერთგვარ პარალელს ავლებს ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის სხვა წევრებთან მიმართებაში:

ესე იგი, ქოცებს, როგორც ჩინიანებს, ისე უჩინოებს, ღარიბაშვილის თემაზე ერთი მესიჯი აქვთ: ქვეყანას და საერთო საქმეს ვინც უღალტებს, ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოსო.

რაში გამოიხატა ღარიბაშვილის ღალატი ოფიციალური ბრალდების თანახმად?

მას თურმე დაუწყია ბიზნესი (ღვინის ქარხანა გაუკეთებია) და ეს ბიზნესი მამის სახელზე გაუფორმებია, შესაბამისად იქედან მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში არ აუსახავს.

ეს დაუკვალიფიცირეს, როგორც უკანონო შემოსავლის ლეგალიზება ანუ ფულის გათეთრების ბრალი წაუყენეს, რაც იმდენად მძიმე მუხლია, რომ საპროცესო გარიგების შემდეგაც კი, 5 წელი განესაზღვრა პატიმრობა.

შემოსავლების დამალვა, კანონით, რა თქმა უნდა, დანაშაულია, მაგრამ თქვენც ხომ კარგად იცით, რომ პარლამენტი და არა მხოლოდ პარლამენტი სავსეა საპატიო გვამებით, ვისაც ბიზნესები ოჯახის წევრებზე აქვთ გადაფორმებული, რადგან კანონი თანამდებობის პირს ბიზნესის წარმოებას უკრძალავს.

ამ ლოგიკით გამოდის, რომ ნახევარი პარლამენტი და მთავრობა დასაჭერია იგივე ბრალდებით. სხვებს რატომ არ იჭერენ? ეს ხომ არის ორმაგი სტანდარტი და შერჩევეითი სამრთალი?

მაგრამ ქოცებში კაცი არ მოიძებნება, ვინც ამაზე ხმას ამოიღებს. ისინი მარტო დარიგებულ მესიჯებს იმეორებენ.

მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ამას არც თავად ღარიბაშვილი აპროტესტებს.🙂

როგორც ჩანს, ღარიბაშვილს სხვა ისეთი დანაშაულები ამოუქექეს, რომ ეს ყველაზე მსუბუქი ბრალი იყო. ბიძინამ მას, როგორც ყოფილ მონას, შეღავათი გაუწია და ყველაზე მსუბუქი ბრალი წაუყენა. იმანაც ალბათ მადლობა გადაუხადა და ასე წავიდა ციხეში.
ტაში ბიძინას სამრთლს!” – წერს მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გორში მომხდარი საპოლიციო ძალადობა “ქართული ოცნების” ძალადობრივი სისტემის კიდევ ერთი სასტიკი დანაშაულია” – “ოპოზიციის...

გორში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, რა დროსაც პოლიციელები ძალადობდნენ მოქალაქეებზე,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ვინ ხართ, როგორ ბედავთ და ვის უბედავთ ამდენს? მხოლოდ საჯდომი რომ გიჩქროლებთ გულს, იწვევს...

გორში მომხდარ, პოლიციელების მხრიდან ძალადობის ფაქტთან მიმართებით მმართველი გუნდის...

“არა ჯეელო, ეგ მხოლოდ შენი საქმე არ არის. ეს ყველას საქმეა, თითოეული მოქალაქის” –...

გორში, სამართალდამცავების მხრიდან აპოლონ (პაპუნა) ლოცულაშვილზე მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე...

“რომ არა ვიდეოკადრები, სადისტები ახლაც რესტორანში იქნებოდნენ თავიანთი “გმირობის” აღსანიშნავად და ამ ამბავზე ბევრს...

გორში, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება...

“მაინტერესებს, გირგვლიანს რომ ახსენებთ, ესენი ადამიანები არ არიან?” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია მძიმე ფაქტებს იხსენებს და...