მთავრობის ყოფილი მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტებს “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ეხმაურება და კონკრეტულ მძიმე ფაქტებს შეახსენებს მათ:
“მე არ მიყვარს პატიმრის ოჯახის წევრებზე წერა, მათი ემოცია და ტკივილი მესმის!
გასაგებია, რომ ღარიბაშვილის შვილები ნერვიულობენ, განიცდიან, მაგრამ დიდები ცოტა ხნით გაჩუმდით!
ჩემს ლიზასაც აინტერესებდა, რატომ დაიჭირეს მამამისი და მესენჯერში წერდა წერილებს (დათოს ნაცვლად, ჩვენ ვპასუხობდით), ანდრო ჭიჭინაძესაც პატარა შვილი ჰყავს, ვეფხვია კასრაძეს უფრო დიდები და დოდი, საერთოდ, შვილის თვალწინ დააკავეს, ოკმელას შვილებიც განიცდიან, ზურას დედა შვილის პატიმრობის დროს გარდაიცვალა, გიორგი ახობაძე დედას უვლიდა, როცა დაიჭირეს და ონისეს მამა ეზოს კართან ჩაიკეცა შვილის დარდში… ყველაფერს ვერც დავწერ…
საბოლოოდ, ყველა განსაცდელი გამოცდილებაა, პასუხი იმაზე როგორ ვცხოვრობდით და როგორ უნდა ვიცხოვროთ…“, – წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

