ძამას ხეობაში მოღვაწე სასულიერო პირები დუმილს არღვევენ – სააგენტო “პარალელის” ექსკლუზიური ინტერვიუ

1684

მროვისა და ურბნისის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირების ბოლოდროინდელი ქმედებები  მოსახლეობის განსჯის საგანი გახდა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერსიდან გამომდინარე სააგენტო „პარალელმა“ აღნიშნულ თემაზე მუშაობა დაიწყო. როგორ აფასებენ თავად ბერ-მონაზვნები სულიერი ძმების ქმედებებსა და ხეობაში არსებულ პრობლემებს, ამ და სხვა კრიტიკულ საკითხებზე კარიბჭის წმინდა გიორგის მამათა მონასტრის წინამძღვარს ხვედიოს ნემსაიას ვესაუბრეთ.

გთავაზობთ ინტერვიუს სრულ ვერსიას:

  • მამაო, რით არის გამორჩეული ეპარქია, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, საზოგადოებისათვის ცნობილი ძამას ხეობა?

– ჩვენს  ეპარქიაში სულ 80 (50 მამათა და 30 დედათა) მონასტერი ფუნქციონირებსეპარქია გამოირჩევა მოქმედი ტაძრებისა და ბერ-მონაზვნების სიმრავლით.  ასევე, უძველესი ხუოთმოძღვრული, V-VI საუკუნის  ნაგებობებით. ისტორიულად კი ხეობა ცნობილ, როგორც მეფეთა თავშესაფარი.

1995 წელს ეპარქიაში გამოყვანეს მეუფე იობი (აქიაშვილი). ამის შემდეგ ძამას ხეობაში სამონასტრო კომპლექსის რესტავრირებისა და  აღმშენებლობის  პროცესი დაიწყო  და ხეობამაც თითქოს  ახალი სიცოცხლე შეიძინა. სხვა ეპარქიებს თუ შევადარებთ, აღმშენებლობის მასშტაბებით ძამას ხეობა ნამვილად გამოირჩევა.

 რეგიონი ტურისტულადაც საინტერესო გახდა. სამწუხაროდ, ბევრმა ქართველმა,  თუნდაც ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობამ, ამ სამონასტრო კომპლექსის შესახებ არ იცის, რადგან წმინდა ადგილების მოლოცვით დაინტერესებული არ არიან.

  • მამაო, ბოლო პერიოდში ძამას ხეობა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. 20 აპრილს, გორის რაიონის სოფელ რიეთში, სასულიერო პირმა კობა კობაიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ყინწვისის კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მონასტრის წინამძღვარს საბა ჟღენტს.  ამ გახმაურებულ ინციდენტზე მინდა გკითხოთ.
    როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს და ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ  მსგავსი შემთხვევები იწვევს მრევლის დემორალიზებას?

დიახ, ნამდვილად უსიამოვნო შემთხვევა მოხდა, მაგრამ სანამ ამ ადამიანების განსჯას დავიწყებთ მათი საქმიანობა შევაფასოთ. კონფლიქტში მონაწილე ორივე მხარეს ბევრი კეთილი სამე აქვს გაკეთებული და ერთი ინცინდენტით არ შეძლება მთელი მათი სულიერი ცხოვრების განსჯა. ყველას თავისი სისუსტე აქვს და საერო პირების მსგავსად ცოდვაში ჩავრდნისაგან დაცული არც ჩვენ ვართ. ალკოჰოლის ზემოქმედებით შეცდა ეს ადამიანი და ამის გამო ეკლესიის და სახელმწიფოს მხრიდანც დაისაჯა

რა თქმა უნდა, თვითონ მსგავსი პრეცედენტი ცუდია, მაგრამ ეს იმის უფლებას არ გვაძლვს, რომ ის სასულიერო პირები გავკიცხოთ, რომლებიც  დაახლოებით 15 წელია ეპარქიის  აღორძინებისათვის მუხლჩაუხრეად შრომობენჩვენ ვალდებული ვართ დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას და ეკლესიის კანონიკით განსაზღვრულ დადგენილებას. როგორც ვიცი, მეუფემ  ბრალდებულს მღვდელსახურება ჩერა, რაც ეკლესიის მხრიდან საკმაოდ მკაცრი განაჩენია.

 აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მედია გაშუქების დროსაც მოხდა ფაქტების არასწორი ინტერპრეტირება, რამაც საკითხის გამწვავებას ხელი შუწყო. თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გასროლა მონასტრის ტერიტორიზე მოხდა და საბა ჟღენტი დაიჭრა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. შემდგომ ამ ცრუ ინფორმაციის შესაფასებლად მოიწვიეს ეკლესიიდან განკვეთილი სასულიერო პირები, რომლებსაც დედაეკლესიის გაკრიტიკების მორალური უფლება არ აქვთ. 

ეს არ არის მხოლოდ პიროვნებებზე შეტევა, ეს ეკლესიის და საღვთისმეტყველო კათედრის წინაამდეგ მიმართული ბრძოლა, რომელიც ყინწვისელი ბერების ინციდენტის შემდეგ გაძლიერდა. ერთ კონკრეტული შემთხვევით მთელ ეპარქია მოღვაწე ბერმონაზვნების განკითხვა არ შეიძლება.

  • მამაო, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კობაიძეს ბრალი ედება განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში. რადგან ინფორმაციის არასწორ გავრცელებაზე აქცენტირდით, ასე გკითხავთ – რამდენად მართებულია, როდესაც სასულიერო პირი შეიარაღებულია?

– ამ საკითხზე თვითონ კობაიძემ უნდა ისაუბროს, მე მას ვერ განვიკითხავ. ბრალდებული დაკავებულია და დაველოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქნებ ყველაფერი სხვაგვარადაა. არაფერის თქმა შემიძლია იმის გარდა, რომ ყველა სასულიერო პირს თავისი სისუსტე აქვს და ერთი ადამიანით მთელი ეპარქია არ უნდა შევაფასოთ. 

  • მამაო, მინდა კიდევ ერთ კრიტიკულ საკითხს შევეხო, რომელიც უშუალოდ თქვენ გეხებათ. რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ გვერძინეთის მოსახლეობის ნაწილი ხეობაში მოღვაწე ბერების მხრიდან შევიწროებაზე საუბრობს. როგორც აჭარელი ეკომიგრანტები აღნიშნავენ თქვენ მათი მიწის ნაკვეთბი დაიკავეთ, რის გამოც საკუთარ ბაღებში შესვლა და პირუტყვის საძოვარზე გაშვება არ შეუძლიათ. მუსლიმანური სარწმუნეობის მქონე აჭარლები   სამლოცველოს არარსებობის პრობლემაზეც საუბრობენ.
    რას იტყვით მათი პრეტენზიების თაობაზე და თუ უცდიათ, მათ ამ საკითხებზე თქვენთან საუბარი?

მინდა დიდი გულისტკივილი გამოვხატო ამ საკითხის მიმართ, რადგან ჩემი ტაძრის ტერიტორიზე მომზადდა ის სიუჟეტი, რომლითაც თქვენ ციტირებთ და ჩემთან, როგორც ტაძრის წინამძღვართან ეს ფაქტები არ გადაუმოწმებიათ.

 სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლე არ არის.    იმ პირს, ვინც ინტერვიუში საუბრობს, რამდენჯერმე პირადად  შევთავაზე ტაძრის თვნილი ჭიშკრით სარგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ ის მიწა, რომელზეც საუბარია, ამ ოჯახის კუთვნილება არ არის. ასეთი ინფორმაციაც გავრცელდა ითქოს ტაძრის ტერიტორიაზე პირუტყვი დავხოცეთ ცეცხლსასროლი იარაღით, რაც ასევე დიდი სიცრუეა.

11 თვეა, ამ სოფელში ვმოღვაწეობ და რითაც შემიძლია ადგილობრივებს ვეხმარები. ჩემ სიტყვებზე პასუხისმგებელი ვარ და კიდევ ერთელ ვიმეორებ, არასდროს არავინ შემივიწროებია.

სამლოცველოს და რელიგიას, რაც შეეხბა ადგილობრივებს ჩვენთან ამ თემაზე არასდროს უსაუბრიათ. რამდენიმე ოჯახი მოინათლა და ზოგჯერ ჩემს ტაძარში წირვაზეც დადი. ისინი მეც დადებითი ემოციებით მხვდებიან და სიმართლე გითხრათ, დაბნეული ვარ მათი სატელევიზიო გამოსვლებით. გამოდის ფარისევლობენ?!

  • რადგან საკუთრების საკითს შევეხეთ, რომ გვითხრათ, ვის ეკუთვნის ძამას ხეობის მიწები? რა წარმოადგენს ტაძრების ფინასების მთავარ წყაროს და რაში იხარჯება ძირითადად თანხები?

– ტაძრების მიმდებარე მიწები ეპარქიას და საპატრიარქოს ეკუთვნის. პირადად მე, რაიმე ტიპის კერძო საკუთრება არ გამაჩნია. ჩემი მონასტრის მაგალითით შემიძლია გითხრათ რომ, სახელმწიფოსგან არანაირი დახმარება მიგვიღია. ფინანსების ძირიად წყაროს შემოწირულობებით მიღებული თანხა შეადგენს, რაც სრულად მონასტრების რესტავრაცია-მშენებლობაში იხარჯება.

ბუნებრივია, ყოველდღიური სარჩოც გვჭირდება. ამ კუთხით, ვცდილობთ მხოლოდ   მრევლის შემოწირულ თანხაზე არ ვიყოთ დამოკიდებული, ამიტომ ფიზიკურად ბევრს ვშრომობთ, ჩართული ვართ სოფლის მეურნეობაში და პროდუქტის ბარტერული გაცვლით მინიმალურ საჭიროებებს ვიკმაყოფილებთ.

  • მამაო, ჩვენი ინტერვიუს დასასრულს  თქვენი ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების შესახებ უნდა გკითხოთ. როგორც ვიცით, თქვენ აქტიურად იბრძვით ალკოჰოლიზმისა და ნარკომანიის  წინააღმდეგ. თუ გსურთ ამ საკითზეც რომ გვესაუბროთ?

– სიკეთის კეთება ჩვენი არჩევანია და ვცდილობთ უფლის გზაზე ყველამ საკუთარი წილი კეთილი საქმეები ვთესოთ. ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა ვაყენო სწორ გზაზე, რადგან დღვანდელმა გარემოებამ, ჩვენი გენოფონდი მძიმე განსაცდეში ჩააგდო. ახალგაზრდების დიდ ნაწილს ფსიქიკა შერყეულ აქვს და ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით მცდარ გზას ადგას. ჩემი მიზანია, მათი ამ ბოროტი ხელიდან გამოხსნა და სასულერო ცხოვრებაში ჩართვა, რისთვისაც ყველაფერს ვაკეთ, რაც შემიძლია. ასეთ განსაცდელში ჩავრდნილი ახლგაზრდები ამომყავს ხეობაში, ვუთმობ ჩემი ტაძრის კელიას და ვცდილობ სამონასტრო ცხოვრებაში ჩართვით სულიერი ცხოვრების დაწყებაში დავეხმარო. თითოეულ მათგანთან ერთად მეც ბევს ვსწავლობ და ყოველ ჯერზე ვიწყებ პირველი ნაბიჯების გადადგმას. ეს მინიმალურია რისი გაკეთებაც შემიძლია.

– თქვენი  მედიის საშუალებთ მინდა მოვუწოდო  კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას განსაკუთრებითკი თქვენს  კოლეგებს, რომ ხეობის სრული სურათით დაინტერესდნენ. მე ვეპატიჟები ყველა დაინტერესებულ ადამიანს ამობრანდით, მოილოცეთ ყველა ტაძარი, ნახეთ რეალურად რა მდგომარეობაა ეპარქიაში. გაიარეთ ის 20-25 ილომეტრი ფეხით, რომელსაც ბერები ყოველდღე გავდივართ. იქნებ არ რთ ყაჩაღები და ბანდიტები, მოდი საკუთარი თვალით ნახეთ.

ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს და არც არასდროს დაგვიმალავს. მობრძანდით,  ერთი დღე დაჰყავით ტაძარში და ამას თვითონაც მიხვდებით

უფალმა დაგლოცოთ!

ინტერვიუ ჩაიწერა 2020 წლის 8 მაისს

ინტერვიუს ავტორი
ლიკა დევდარიანი
სააგენტო “პარალელის”
რეგიონალური კორესპონდენტი

 

ფოტოები: ანუკა ლიპარიშვილი

 სააგენტო “პარალელის” პუბლიკაციების გამოყენების პირობები

კომენტარები