ჩიკაგოში, IDF-ის ორგანიზებული მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი ჩატარდა

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” (IDF) ორგანიზებით, მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრსი გაიმართა, ჩიკაგოში. როგორც ფონდის პრეს-სამსახურში განაცხადეს, ღონისძიებას, მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან, 400 ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ მსმენელები კანადიდან, იაპონიიდან, სინგაპურიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრალიიდან, ფინეთიდან, ინდოეთიდან და სხვა.

“ბლოკჩეინ კონგრესის იდეას საფუძველი სამი წლის წინ ჩაეყარა. წელს უკვე მესამედ, ჩვენ მოვახერხეთ და მსოფლიოს 15-ზე მეტი ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ დაინტერესებული ადამიანები, ჩიკაგოში. ღონისძიება “ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ორგანიზებით ტარდება. მოხარული ვარ, რომ დაინტერესება კონგრესის მიმართ ყოველწლიურად მატულობს. წლევანდელი ღონისძიება პარტნიორებისა და სპონსორების მრვალფეროვნებით იყო გამორჩეული. ღონისძიებას დაესწრნენ მსოფლიოს ავტორიტეტული უნივერსიტეტების პროფესორები. მათი ჩართულობა ღონისძიების მნიშვნელობაზე მიანიშნებს” – განაცხადა გივი ჩიქოვანმა.

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” ჩრდილოეთ ამერიკის ოფისის ხელმძღვანელის თქმით, 2019 წლის კონგრესი, ასევე, გამორჩეული იყო სპონსორების აქტიური ჩართულობითაც.

“ჩვენთან პარტნიორობის სურვილი 25-ზე მეტმა ცნობილმა ბრენდმა გამოთქვა, მათ შორის: Microsoft, ილინოისის სავაჭრო პალატა (Illinois Chamber of Commerce), ილინოისის ინოვაციებისა და ტექნოლოგიების უწყება (Illinois Department of Innovation and Technology), Fintex, Achain და სხვები. ჩვენი პარტნიორები არიან წამყვანი საინვესტიციო ფონდები. მაგალითისთვის შემიძლია დავასახელო Jumpcap.com კომპანია, რომელიც საშუალოდ 5 დან 20 მილიონ დოლარამდე ინვესტიციას ახორციელებს ბლოკჩეინ კომპანიებში. სწორედ ამ სიანვესტიციო ფონდის თანადამფუძნებელი, პიტერ ჯონსონი იყო ჩვენი ერთ-ერთი საპატიო სტუმარი. შემოგვიერთდა Outlier venture-ს დამფუძნებელი, რუმი მორალესი – რომელიც ბლოკჩეინ მიმართუებით ახორციელებს კაპიტალ-დაბანდებას. სპეციალურად შანხაიდან ჩამოვიდა კენ ჰუანგი. ის არის საერთაშორისოდ აღიარებული სპიკერი ბლოკჩეინის სფეროში და DistributedApp-ის დამფუძნებელი. ძალიან ბევრი საინტერესო გამომსვლელი გვყავდა, რომლებიც აღიარებული არიან ამ სფეროში” – აღნიშნა გივი ჩიქოვანმა.

როგორც ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბლოკჩეინ კონგრესის კვლევის, ანალიზისა და ფოკუსის სფეროებია: პოლიტიკა, რეგულაცია, ინოვაციების დიფუზია, ხელოვნური ინტელექტი და მონაცემემები, თამაშების თეორია, მაღალი დონის ანალიტიკა, ჯანდაცვა, ბიო-კრიპტო ეკონომიკა, სამედიცინო ჩანაწერები, ჭკვიანი კონტრაქტები, ფინანსური ტექნოლოგიები, ვაჭრობის ფინანსები, ღია ბანკინგი, გადახდები, ვალუტის გაცვლა, კრიპტო ვალუტა, ბიტკოინი, ინვესტიციები, უსაფრთხოება, ენერგია და უძრავი ქონება, დემოკრატიული მფლობელობა, ინფრასტრუქტურა, განვითარება, პროტოკოლები, ალგორითმები, კრიპტოგრაფია და სხვა.

“ინოვაციებისა და განვითარების ფონდი” 2014 წელს დაფუძნდა გიორგი ვაშაძის მიერ და წარმატებით მოღვაწეობს მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში. ოფისები ფუნქციონირებს თბილისში, კიევსა და ჩიკაგოში.“ინოვაციებისა და განვითარების ფონდის” მიერ, უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები – “გოტოვო”. ფონდის ინიციატივით შეიქმნა უკრაინის ანტიკორუფციული ბიურო და მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე.

You May Also Like

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *