სამშაბათი, ივლისი 1, 2025
22.8 C
Tbilisi
Home Blog Page 8

2025 წლის I კვარტალში ტელევიზიების ტოპ დამფინანსებლების ათეული

2025 წლის I კვარტალში, ტელევიზიებმა კომერციული სარეკლამო შემოსავლებიდან 14.8 მილიონი ლარი მიიღეს. ComCom-მა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის საფუძველზე, „ტელეიმედის“, „რუსთავი 2“-ის, „პოსტვ“-ის, „ფორმულას“ და „ტვ პირველის“ დამფინანსებლების ათეული გამოაქვეყნა, რომლებიც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებლებს რეკლამაში ყველაზე მეტს უხდიდნენ.

„ტელეიმედის” რეკლამის დამკვეთ კომპანიას, რომელმაც აღნიშნულ პერიოდში მაუწყებელს 500 000 ლარზე მეტი გადაუხადა – „საქართველოს ბანკი“ წარმოადგენს. 100 000 ლარიდან 500 000 ლარამდე თანხას კი „შპს ავენიუ ბაი ორბი“, „პსპ ფარმა“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯია“, „დიპლომატ ჯორჯია“, „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობა საქართველოში“ და „არქი პრომოუშენ“ იხდიდნენ. ხოლო „აიდიეს ბორჯომი თბილისმა“ სარეკლამო დროში 50 000-დან 100 000 ლარამდე გადაიხადა.

„რუსთავი 2“-ის (მედია ჰოლდინგი) დამკვეთ კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „შპს ავენიუ ბაი ორბი“ და „პსპ ფარმა“ წარმოადგენდნენ. 50 000-დან 100 000 ლარამდე თანხას „ავერსი ფარმა“, „ლაქტალის ჯორჯია“, „2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“, „დიპლომატ ჯორჯია“ და „ვიმ ბილ დან საქართველო“ იხდიდნენ. ხოლო კომპანიებმა „ჯი ემ ფარმასიუთიქალს“ და „ბერლინ ქიმიას წარმომადგენლობამ საქართველოში“, „რუსთავი 2“-ის სარეკლამო დრო 7 000-დან 50 000 ლარამდე თანხის ფარგლებში შეიძინეს.

„პოსტვ“-ის 2025 წლის I კვარტალში 100 000-დან 500 000 ლარის ფარგლებში „შპს ბუმბა“, „შპს ჯეოკეპ“, „შპს ფალავანი ვაინ“, „სტერეო+“, „შპს ბუნებრივი აირი“, „ფალავანი“ და „შპს ბუნება“ უხდიდნენ. ხოლო კომპანიებს, რომლებიც ტელევიზიას 50 000-დან 100 000 ლარამდე უხდიდნენ „ქართული რძის პროდუქტები“, „შპს სოლუშენ გრუპ“ და „ტიფლის ფაბ“ წარმოადგენენ.

ტელეკომპანია „ფორმულას“ შემთხვევაში, კომპანიები, რომლებიც ტელევიზიას რეკლამაში 100 000-დან 500 000 ლარამდე უხდიდნენ „თიბისი ბანკი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, „პსპ ფარმა“, „ლე ლაბორატუა სერვიეს წარმომადგენლობა“ და „შპს მერკადო“ წარმოადგენდნენ. ხოლო 7 000-დან 50 000 ლარამდე „ფორმულას“ „თეგეტა მოტორსი“, „ორბი ჯგუფი ბათუმი“, „კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი“, „ლაქტალის ჯორჯია“ და „შპს ორთაჭალა გეითი“ უხდიდნენ.

რაც შეეხება „ტელეკომპანია პირველს“, მაუწყებელს 100 000-დან 500 000-ლარამდე „შპს ორბი ჯგუფი თბილისი“, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, და „პსპ ფარმა“ უხდიდნენ. 50 000-დან 100 000-მდე ლარის ფარგლებში დახარჯა „სან პეტროლეუმ ჯორჯიამ“, ხოლო ტელეკომპანიის სარეკლამო დროს 7 000-დან 50 000 ლარის ფარგლებში „შპს პირველი მეღვინეობა“, „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“, „შპს მერკადო“, „დიპლომატ ჯორჯია“, „შპს მონოლითი ჯგუფი პლიუსი“ და „ჩინური მედიცინის ცენტრი“ ყიდულობდნენ.

ინფორმაციას კომუნიკაციების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დაპატიმრების წინ საზოგადოებას ემოციური პოზიცია-შეფასებებით მიმართა:

ჩვენ გვაკავებენ არა დანაშაულისთვის, არამედ სიმართლისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის. მე ახლა გავდივარ იმ გზას, რომელიც ბევრმა ღირსეულმა ქართველმა გაიარა საქართველოს თავისუფლებისთვის.

მე მხოლოდ ერთი ქართველი ვარ იმ ათიათასებიდან, ვინც არ ნებდება.
ბორკილებით არ იკარგება თავისუფლება, თავისუფლებას ვკარგავთ მაშინ როცა ვჩუმდებით.

მარცხისთვის განწირული რეჟიმი ცდილობს გადარჩეს მაგრამ ეს ვერ უშველით.

მე ვრჩები ქართველ ხალხთან!
ვიბრძვით ღირსებით და ბოლომდე!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ევროპასა და აშშ-შია” – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მედიისთვის დაუშვებელს ხდის სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღებას, განპირობებულია იმით, რომ ბოლო წლებში სასამართლო დარბაზებში მიზანმიმართულ პროვოკაციებს აწყობენ.

ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში, რომ მიზანმიმართულად ცირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში. წარმოუდგენელია ის, რაც ხდება. შესაბამისად, გვინდა, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც ბევრ ევროპულ ქვეყანასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია. გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სასამართლო სხდომები დახურული იქნება მედიისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას – რისთვის სჭირდება ხელისუფლებას აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება, მერი პასუხობს: „ეს ჩვენ არა, ქვეყანას სჭირდება, რომ სასაცილო არ გახდეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ. ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლო სხდომა. წარმოუდგენელია ის, რასაც კადრულობთ. შესაბამისად, მიღებული იქნება გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც ევროპულ ქვეყნებსა და აშშ-შია“.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

სს “თელასი”: 25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის რამდენიმე რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

25 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირ კურსანტთა და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის, ბაგების სატყეო უბნის, ტაბლიაშვილის, ჟვანიას, საკანდელიძის, კორძაიას, ამაღლობელის, დოლიძის, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიის, წყნეთის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშვილის, წყნეთის და ყიფშიძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, მარნეულის გზატკეცილის, გარდაბნის გზატკეცილის, ფონიჭალის დასახლების, ღოღობერიძის, გეგეჭკორის, მოსიძის, თელეთის, ლომინაძის, ბერუაშვილის, სურგულაძის, ჟორდანიას, კოსტავას, ნიქაბაძის, დავითაიას, ვახტანგ და ამირან კაპანაძეების ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), მეტრო „ავლაბრის“ მომდებერე ტერიტორიის, სართიჭალის, ფაღავას, მესხიშვილის, ლაგოდეხის, ბოროდინის, სევანის, წურწუმიას, ხერხეულიძის, ცისკრის, ირბახის, იზაშვილის, გონაშვილის, ფერიცვალების და ალიხანიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი
ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს II, III, IV მიკრორაიონების, მხატვრების დასახლების, ტაბიძის, ვარაზის, დათუაშვილის, ოფრეთის, კაპანელის, ფერმწერთა, ნუცუბიძის, გაბუნიების, ზაალიშვილის, აფხაიძის, ქედარის და კვაჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

“სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი” – ბაჩანა შენგელია

სამოქალაქო აქტივისტი, იურისტი ბაჩანა შენგელია ცალკეულ პიროვნებებისთვის მინიშნებებს აკეთებს კონკრეტული შედარებებით:

მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცხადებულ ,,ნულოვან ტოლერანტობაზე” ვინც ,,შფოთავდა” და დღეს ზურა ჯაფარიძის პატიმრობა არ აწუხებს, სამართლიანობა კი არ ადარდებდა ან ადარდებს, რევანშისტი გაიძვერებაა, მეტი არაფერი“, – წერს ბაჩანა შენგელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს და აქტივისტების სხვადასხვა ჯგუფების პარლამენტის წინ ყოველდღიურ შეერთებას ემოციური შეფასებებით და კონკრეტული განმარტებებით ეხმაურება:

შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია.

გარკვეულწილად ეს არის პასუხი შეკითხვაზე თუ რა აზრი აქვს ამ ყოველდღიურ აქციას, მსვლელობასა თუ პროტესტს.

როცა შენს სიმართლეში დარწმუნებული ხარ, როცა სამშობლო რუსული ჭაობისთვის არ გემეტება, არჩევანი აღარ გრჩება, დიახ, ყოველდღიურად უნდა აპროტესტო, ჯიუტად და დაუღლელად.

ეს ვალდებულებაა, ვალდებულება სამშობლოს წინაშე.

ადამიანი შეიძლება ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებს პროტესტზე მოსვლას, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ მოუსვლელიბის გამართლებას “რა აზრი აქვს” საბაბით როცა იწყებს, ეს უკვე ცუდია, ძალიან ცუდი.

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი“, – წერს კობა ხაბაზი ფეისბუქის პირად გვერდზე.

“მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ” – მიხეილ სააკაშვილი

პოლიტიკოსი ლიდერების დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი:

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაჭერები არის საქართველოს დაპატრონებული, ბანდიტური საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მორიგი დაცინვის აქტი.

მაშინ როცა ლუკაშენკო უშვებს პოლიტპატიმრებს, ესენი სულ უფრო მეტ პოლიტიკოსს და უბრალოდ აქტიურ ადამიანს აპატიმრებენ.

ყვარყვარეს ციხეში ჯერ კიდევ ეტევიან პატიმრები, თუმცა მალე კარები აუცილებლად გასკდება და ყველას თავისი ადგილი მიეჩინება“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებსა და დაპატიმრების ფაქტებს ეხმაურება:

ეს არ არის პროცესი ოპოზიციის წინააღმდეგ, ეს არის პროცესი საქართველოს წინააღმდეგ.

პოლიტიკური ლიდერების გასამართლება არ არის პარტიული ამბავი. ეს ეხება ყველას ვინც შვილს ევროპაში უშვებს სასწავლებლად, ვინც კანონის დაცვით ცდილობს მიაღწიოს წარმატებას, ვინც თვლის, რომ თავისუფლად და ღირსეულად უნდა იცხოვროს.

დღეს არ სჯიან პოლიტიკოსებს, მარცხისთვის განწირული რეჟიმი ამ ქმედებებით სჯის საქართველოს.

ეს არ არის შიდა დაპირისპირება, ეს არის მიზანმიმართული სტრატეგია რომ დაგვაკარგვინონ უვიზო მიმოსვლა; რომ მოგვწყვიტონ ევროკავშირსა და განვითარებულ, ცივილიზებულ სამყაროს; რომ ჩაიკეტოს ქვეყანა და დაემორჩილოს ბიძინას ბნელ ინსტინქტებს.

ეს არის გზა ირანიზაციისკენ, იზოლაციისა და დაჭაობებისკენ.

დღეს პატრიოტებს სდებენ ბრალს იმაში, რაც თავად ჩაიდინეს და მთელ ერს სჯიან ამისთვის.

რეჟიმი აღარ მოქმედებს კონსტიტუციის ფარგლებში. ის იქცევა როგორც კრიმინალური დაჯგუფება და უსწორდება ყველას, ვინც არ ემორჩილება.

ისინი სჯიან საქართველოს, ერს, საზოგადოებას, ქვეყანას თავისუფლებისთვის სწორედ ამიტომ ამ დანაშაულის ფასი უნდა გადაიხადოს რეჟიმმა და არა საქართველომ”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ” – სოფო ჯაფარიძე

პროდასავლური პარტიების ლიდერების პატიმრობის მისჯას და დაპატიმრების გადაწყვეტილებებს ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, სოფო ჯაფარიძემ

უპირველეს ყოვლისა ჩემი მხარდაჭერა და სოლიდარობა მამუკა ხაზარაძეს, ზურა ჯაფარიძეს და ყველას, მადლობა მათ პირველ რიგში პასუხისმგებლობისთვის, პრინციპულობისთვის, გამბედაობისთვის. რეალურად დღეს ისინი ისჯებიან ქვეყნის სიყვარულისთვის, პრინციპულობისთვის და იმისათვის, რომ არ უთმობენ ჩვენს ქვეყანას რუსეთს.

ასეთი ქვეყანა სურს ივანიშვილს, სადაც თავისუფალი სიტყვა ტყვეობაშია, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – ვერასოდეს ვერაფრით ვერ დაგვაშინებენ, ვერ გაგვტეხენ და დღევანდელი დღე კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ამის.

ასეთი ლიდერები ჰყავს ოპოზიციას და ჩვენ ერთიანობით, სულისკვეთებით აუცილებლად მივალთ გამარჯვებამდე”, – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესცენტრი ავრცელებს

“2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს” – კახა კალაძე

2017 წლიდან მოყოლებული თბილისის მოსახლეობა გვერდში გვიდგას, გვენდობა და ჩვენთან ერთად გადის ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის პოლიტიკის მიმართულებით ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე სიტყვის გამოსვლისას ისაუბრა.

კახა კალაძემ, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა მმართველ პარტიასა და პრემიერ-მინისტრს ამა თუ იმ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.

ჩემთვის დიდი პატივია, კვლავ წარვდგე ანგარიშით თქვენს წინაშე და კიდევ ერთხელ ჩავაბარო ანგარიში დედაქალაქის მოსახლეობას, თუ რისი გაკეთება შევძელით ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მიმართულებით.

დღეს, ჩვენ კონკრეტულ პროექტებს, ციფრებს, სტატისტიკას წარმოგიდგენთ, თუმცა, დამეთანხმებით, რომ ძალიან რთულია ასახო პრეზენტაციაში ის თავდაუზოგავი შრომა, უამრავი გათენებული ღამე, რაც კონკრეტულ პროექტებს უკავშირდება. ასევე, შეუძლებელია ასახო ის მადლიერება, რაც მოდის საზოგადოების მხრიდან. ხალხი ხედავს რა კეთდება დედაქალაქში. ძალიან მაგარია, როდესაც ხვდები ადამიანებს და ისინი მადლიერებას გამოხატავენ მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიმართ.

მადლობა დედაქალაქის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის, რადგან 2017 წლიდან მოყოლებული ისინი გვერდში გვიდგანან, გვენდობიან და ჩვენთან ერთად გადიან ქალაქის განვითარების ყველა ეტაპს. ამ მასშტაბის სამუშაოებს თან ახლავს ძალიან დიდი დისკომფორტი, ხმაური, მტვერი, იქმნება გადაადგილების პრობლემა, მაგრამ მოსახლეობა ყველანაირად გვერდით გვიდგას, გვეხმარება და ამისთვის დიდი მადლობა თბილისელებს. შედეგი, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის.

ასევე, მადლობა თბილისის მერიის ყველა თანამშრომელს, ვინც წლების განმავლობაში ჩართული იყო ასეთი სასიკეთო პროექტების განხორციელებაში. მადლობა იმ პატიოსან კონტრაქტორ კომპანიებს, ვინც ამ სამუშაოებს ახორციელებდა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პრეზენტაციას, დედაქალაქის მერმა ხაზი გაუსვა გზების მოწყობა-რეაბილიტაციას და აღნიშნა, რომ 2017 წლიდან მოყოლებული დღემდე ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თუმცა, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები.

ჩვენ ამ პრობლემების არ გვეშინია, რადგან ზურგს გვიმაგრებს ძალიან დიდი გუნდი, რომელსაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია და პრემიერ-მინისტრი ცენტრალურ მთავრობასთან ერთად.

ჩვენი მიდგომა 2017 წლიდან არის ასეთი: სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, იქ, პირველ რიგში, მიწისქვეშა კომუნიკაციებს ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ბევრ რაიონში ამორტიზებულია ეს ყველაფერი და კრიტიკას ვერ უძლებს. ამიტომაც ჯერ ამ ნაწილს ვანახლებთ და შემდეგ ვაწყობთ საგზაო ინფრასტრუქტურას, რომ ამ პროექტებმა ათეულ წლებს გაუძლოს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ხიდებისა და გზაგამტარების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქალაქში რამდენიმე ესტაკადა ავაშენეთ, საავტომობილო და საფეხმავლო ხიდები განვაახლეთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს ისეთ პროექტებს, რომელიც სანიაღვრე და წყალარინების ქსელის მოწყობას, საყრდენი კედლების მშენებლობას, ფედრების გამაგრებას ეხება.

წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა ავარიული შენობების გამაგრებისთვის. ჩვენ დავიწყეთ მსგავსი ტიპის სახლების ჩანაცვლების პროგრამაც. დედაქალაქში 10 000-მდე ასეთი შენობა-ნაგებობა გვაქვს. ასევე, გვაქვს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ერთ კორპუსში მცხოვრებნი ქმნიან ამხანაგობას და იყენებენ მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებს. ჩვენ ვაფინანსებთ და ვეხმარებით თუნდაც ლიფტის გამოცვლაში, სახურავის შეკეთებაში, ეზოს მოწესრიგებაში და ა.შ.

ასევე, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა კულტურული-მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია. თბილისს რაც გააჩნია ამ ძეგლების სახით, ეს არის ძალიან დიდი სიმდიდრე, რასაც შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ორბელიანის მოედნის, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია, რომლებიც ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიზიდულობის ცენტრია. ამასთან, ჩვენ ინდივიდუალურ პროექტებსაც ვახორციელებთ, რომ ისტორიული ძეგლები შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ პრეზენტაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხია.

ქალაქში სისუფთავე პრინციპულად მნიშვნელოვანია. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ყველაზე სუფთა, მოწესრიგებული. ცხადია არსებობს გამოწვევები, თუმცა, ეტაპობრივად ვცდილობთ ახალი ტექნიკა შევიძინოთ, ყველა მიმართულებით მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ. ძალიან ხშირად მქონია შემთხვევა, რომ ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული უცხოელები, პირველ რიგში, ხაზს უსვამენ გამწვანებასა და სისუფთავეს. გამოწვევები არსებობს, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს. გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ხარვეზი და პრობლემა გამოსწორდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, დარგის ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს