ორშაბათი, ივნისი 23, 2025
20.8 C
Tbilisi
Home Blog Page 72

“ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა – ნიკა მელია

თბილისში, გლდანის რაიონში დატრიალებულ ტრაგედიას, რა დროსაც ავარიული კორპუსის ლიფტის შახტაში 13 წლის მოზარდის ჩავარდნა და სიკვდილი მოჰყვა, შეფასება-განმარტებები გააკეთა გლდანის გამგებელმა ბესო კალაძემ, რომელთან მიმართებაშიც კონკრეტულ ფაქტებს იხსენებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია:

ოცნების” გლდანის დღევანდელი გამგებელი და მისი ბიოგრაფია გლდანში დატრიალებულმა ტრაგედიამ გამახსენა.

2013 წელს ვანო მერაბიშვილს ციხესთან დაბადების დღეს ულოცავდა, “მშვიდობისთვის” ემადლიერებოდა.

2016 წელს ამბობდა ტექსტს – “ბიძინას საქართველო საკუთარი შპს ჰგონიაო”
დღეს გლდანის გამგებელია.

წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე ვინმეს თუ უნდა იბარებდნენ, საკუთარ რიგებში უნდა ეძებდნენ ამ ხალხს, რაიონის გამგებლით დაწყებული, მოსამართლით დამთავრებული.

ასეთია ოცნების ყველა რგოლი, ე.წ ლიდერი თუ მისი მსახური“, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

“არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – შოთა უტიაშვილი

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ პოზიციას საპასუხო შედარება-მინიშნებით ეხმიანება შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რონდელის ფონდის უფროსი ანალიტიკოსი, პოლიტიკის ექსპერტი შოთა უტიაშვილი:

არა, თეა, ანწუხელიძე პიარისთვის არ მომკვდარა, ბარბარე რაფალიანცი დაიხრჩო პიარისთვის” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შოთა უტიაშვილი.

 

ინფორმაციისთვის:
რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება დავსვა ეს კითხვა.

ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ! ამ კითხვას ვსვამთ! ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

“ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც – ჩვენია!” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე, ქვეყანაში შექმნილ რეალობას ემოციური შეფასებებით და კონკრეტული პოლიტიკური პოზიციით ეხმაურება:

თუ ერს მოჰპარე იდეა — მას აღარ რჩება არც მიზანი, არც წინააღმდეგობის ძალა. მტერი არ ცდილობს დაგარწმუნოს — ის ცდილობს, რომ სიმართლე და ტყუილი ერთმანეთში აგერიოს და საბოლოოდ სიმართლე ტყუილში დაახრჩოს!

ეს ქაოსი შემთხვევითი არ არის — ეს არის იარაღი. იარაღი, რომელიც მიზნად ისახავს:
• გმირობა გადაიქცეს სისულელედ,
• მორჩილება – სიბრძნედ.

ეს რუსეთში შექმნილი ფსიქოლოგიური ბრძოლის სტრატეგიაა, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი დღეს საქართველოში იყენებს: „შექმენი იმდენი ურთიერთგამომრიცხავი ‘სიმართლე’, რომ ხალხმა ვეღარ გაარჩიოს – და ბოლოს გაჩუმდეს“.

გიხლართავენ სინამდვილეს ისე, რომ ეჭვი შეგეპაროს შენს:
• გრძნობაში
• მეხსიერებაში
• სამშობლოში
• და თვით გმირშიც კი.

გწყვეტენ ყველა ღირებულებით საყრდენს რომ დარჩე დაბნეული, დათრგუნული, დემორალიზებული და მორჩილი. როგორ მუშაობს ეს? გეუბნებიან:
• ანწუხელიძე “უაზროდ გაწირეს”
• ცხრა აპრილი – “უაზრო მსხვერპლი”
• გმირობა – “პიარია”
• რუსეთისადმი დათმობა – “პრაგმატიზმია”
დღეს ევროპა “მტერია”, ხვალ — თვითონვე მიდიან ბრიუსელში “მშვიდობის საძიებლად”.

დიფსთეითი მარცხდება – დიფსთეითი იმარჯვებს შედეგი? ხალხი იბნევა. აღარ იცის, ვის დაუჯეროს. აღარც იცის, რისთვის იბრძოლოს, რა ქნას და ბოლოს – ჩუმდება. აი ეს არის მათი მიზანი.

რას ვპასუხობთ ჩვენ?
1. როცა გმირს გართმევენ — მეხსიერება უნდა დაიცვა.
2. როცა ტყუილს გვახვევენ — სიმართლე უნდა ილაპარაკო.
3. როცა ყველა ჩუმდება — შენი ხმა ყველაზე ძვირფასი ხდება.

ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. და ჩვენ ვეუბნებით: ვერ წაგვართმევთ ისტორიას, გმირს, სიმართლეს, ღირსებას და საქართველოს! წარსულიც, აწმყოც და მომავალიც — ჩვენია!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო” – თბილისის მერია

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს გლდანის რაიონში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით:

გვინდა, მწუხარება გამოვთქვათ გლდანის რაიონში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად, მოზარდის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ მის ოჯახსა და ახლობლებს.

შემთხვევა მოხდა ლიბანის ქუჩა N22 არსებული ე.წ. ტიტანიკის კორპუსის სახურავზე, სადაც მოზარდი, თანატოლებთან ერთად, სკეიტბორდით იმყოფებოდა. მოზარდი სახურავიდან ლიფტის შახტში ჩავარდა.
ბავშვები აღნიშნული კორპუსის მცხოვრებლები არ არიან.

ე.წ. ტიტანიკის კორპუსი გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოყოლებული ავარიულ მდგომარეობაშია და სწორედ ავარიულობის გამო, კორპუსში ლიფტი მოწყობილი არასდროს ყოფილა.

მოსახლეობის გამოყვანის პროცესი თბილისის მერიამ წლების წინ დაიწყო. მობინადრეებს შეეთავაზათ ქირით გაყვანა და “ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამაში” მონაწილეობა.

უსაფრთხოების მიზნით, გლდანის რაიონის გამგეობამ მოსახლეობას არაერთხელ შესთავაზა ქირით უზრუნველყოფა და მოსთხოვა გასვლა აღნიშნული შენობიდან. მოსახლეობის ნაწილი შეთავაზებას დათანხმდა, ნაწილი კი რჩება აღნიშნულ მისამართზე საცხოვრებლად და უარს აცხადებს ქირით გასვლაზე.

თბილისის განვითარების ფონდი კვლავ გამოთქვამს მზაობას, მოხდეს კორპუსის ჩანაცვლება, თუმცა, როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის 100%-იანი თანხმობა“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

“კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა. ავარიული კორპუსების მოვლაა!” – ელისო კილაძე

თბილისში მომხდარ ტრაგიკულ ფაქტს ეხმაურება “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე და კონკრეტული შეთავაზებით მიმართავს თბილისის მერს, კახა კალაძეს:

კახა კალაძე, თქვენი საქმე პოლიტიკური განცხადებები და დიფ სთეითთან ბრძოლა არაა.

ავარიული კორპუსების მოვლაა!

ავჭალაში ლიფტის შახტაში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა!” – წერს ელისო კილაძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!” – შალვა რამიშვილი

“Pos TV”-ის დამფუძნებელი, შალვა რამიშვილი სოციალურ ქსელში პოსტა აქვეყნებს, სადაც მწვავე შეფასებებს აკეთებს კონკრეტული პირების მიმართ, ვინც საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეს, თეა წულუკიანს დაუპირისპირდა მის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებული პოზიციის გამო:

უნდა გვეყოს გამბედაობა და ფეხებზე დავიკიდოთ მჟავე პატრიოტების მართლაც რომ გმირების მიერ გაღებული მსხვერპლით სპეკულირება!

ამ ვირიშვილებს არ უნდა მივცეთ უფლება სიმართლის გამო დაგვაბულინგონ. ყოჩაღ თეა!

p.s. ვირიშვილებში ვგულისხმობ შმოპოს და შმაქტივისტებს!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე შალვა რამიშვილი.

“საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას და მათ მაგალითებზე” – ნიკა მელია

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიერ საზოგადოებრივ არხზე დაფიქსირებულ პოზიციას პოლიტიკური შეფასებებით ეხმაურება “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერი, ნიკა მელია:

ყველა ბავშვს არა მხოლოდ მშობელი, არამედ სამშობლო სჭირდება.

საქართველოს ისტორია ბრძოლის და არადანებების ისტორიაა, გმირებზე დგას და მათ მაგალითებზე.

რაც წიგნში წაგვიკითხავს, ერთ დღეს ყველამ ცხადად ვნახეთ და მივხვდით, რომ გმირობაზე და გმირებზე სიტყვა არ ყოფილა გადაჭარბებული.

საქართველოს ისტორიის გადაწერას შეგუების ისტორიად ვინც ცდილობს 200 წელზე მეტია ვიცით.

ამაში მონაწილეობდა წულუკიანი, ამას უწყობდა ხელს “ჟურნალისტი”, – წერს ნიკა მელია ფეისბუქის პირად გვერდზე.

 

ინფორმაციისთვის:
რატომ არ არის დღეს გიორგი ანწუხელიძე სახლში? ჩემს თანამებრძოლებთან ერთად მაქვს უფლება დავსვა ეს კითხვა.

ვინ ამიკრძალოს ამ კითხვის დასმას? ვერავინ! ამ კითხვას ვსვამთ! ყველა ბავშვს ჭირდება თავისი მშობელი სახლში და არა უაზროდ გაწირული ვიღაცის პიარისთვის. ამ შემთხვევაში სააკაშვილს ვგულისხმობ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

სს “თელასი”: 14 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის მთაწმინდის და კრწანისის რაიონების კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით კონკრეტული სამუშაოების გამო:

14 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გლდანის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის, დავით სარაჯიშვილის, ხევძმარის, ომარ ხიზანიშვილის, შეშელიძის და დავით ართმელიძის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVა და IVბ მიკრორაიონების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების IV მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, სერგი ჭილაიას, ხათუნა ჭიჭინაძის, ცოტნე დადიანის, ზესტაფონის, ჭიჭიკო ბენდელიანის, საყვირის, გიორგი ტერევერკოს, ვახტანგ ნინუას, მრევლიშვილის, მუხრანის, თმოგვის, ქართლის, ქსოვრელის, ეკა ბეჟანიშვილის და ილურიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 19:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ატენის და ნინო რამიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), მერვე ლეგიონის დასახლების (ნაწილობრივ), ონაშვილის, მანდელშტამის, რამიშვილის და სამგორის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი
გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანაპირო კოსმონავტების და ნადირა ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

მიხეილ სააკაშვილი: “უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს აგვისტოს ომის გმირებთან მიმართებაში მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულ პოზიციებთან დაკავშირებით:

მოღალატე დიქტატურა სამშობლოსთვის თავდადებას და გმირობას პიარად აცხადებს.

რას არ იტყვი რუსეთის დავალებების პირნათლად შესასრულებლად, მაგრამ რად უღირთ, რომ მათ მომავალ თაობებს ეს შავ ლაქად დარჩებათ.

რეჟიმი შეტევას ახორციელებს არა მარტო ეროვნულ ღირსებაზე და ისტორიულ მეხსიერებაზე, არამედ საზოგადოებრივ მოძრაობასა და ასევე პოლიტიკურ პარტიებზე, ამიტომ ჩვენც უფრო შეტევით წინააღმდეგობაზე უნდა გადავეწყოთ.

რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობას”, მისი ძირეული რეფორმირების ჩემეულ ხედვას ორშაბათს გაგაცნობთ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი. დანიშნეთ არჩევნები! გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას” მიმართავს

“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიაზე გიორგი ვაშაძის დაბარების ფაქტს და “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ დაფიქსირებულ ცალკეულ პოზიციებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება:

გიორგი ვაშაძე წლებია პოლიტიკაშია. მისი ინიციატივით იუსტიციის სახლების მსგავსი პროექტები არამხოლოდ საქართველოში, არამედ კიდევ სამ ქვეყანაში განხორციელდა!

და მართლა მაინტერესებს რა კითხვები უნდა დაუსვას მას წულუკიანმა ან ღუდუშაურმა? რა გაუკეთებიათ ხალხის ძარცვის და ძალადობის წახალისების გარდა?!

ეს კომისია რუსული პროექტია! მისი იდეა წლების წინ მოსკოვიდან ჩამოიტანეს პატრიოტთა ალიანსის წევრებმა. დღეს კი ქოცები ახორციელებენ.

უკვე ღიად, ცინიკურად საუბრობენ 9 აპრილზე, გმირ სამხედროებზე, ანწუხელიძეზე, პოლიტპატიმრებზე და მათ მშობლებზე.

იცით, რატომ?! იმიტომ, რომ უნდათ გადაგვიწერონ წარსული, მტერთან ერთად მართონ აწმყო და წაგვართვან მომავალი!

მაგრამ ეს არ გამოვა! ეს ყველაფერი დროებითია.

მალე ქუჩაში ვეღარ გამოვლენ იმ ღალატისთვის, რასაც დღეს ხელს აწერენ!

ვეუბნები “ქართულ ოცნებას”, დაიმახსოვრეთ კურდღლის ქცევა სანატრელი გაგიხდებათ იმ ღალატისთვის, რასაც სჩადიხართ!

შეაჩერეთ ეს ფარსი, ეს სიგიჟე, სანამ ჯერ კიდევ გაქვთ უკან დახევის შანსი.

დანიშნეთ არჩევნები!

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები!

გაუშვით ქვეყანა თავისუფლების გზით!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს