ორშაბათი, ივნისი 30, 2025
17.8 C
Tbilisi
Home Blog Page 6

“ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი” – ზაზა ბიბილაშვილი

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, თუ როგორ ჩაიწერება საქართველოს უახლოეს ისტორიაში მიმდინარე პერიოდი:

,,ქართველებმა 2003 წლის რევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ვარდი.

ქოცებმა 2012 წლის კონტრრევოლუციის სიმბოლოდ აირჩიეს ცოცხი და ტ*აკი.

გავა დრო და მხოლოდ ეს მცირე ნიუანსიც ეყოფა ამ ორი მოვლენისა და ეპოქის აღწერა-შედარებას”, – წერს ზაზა ბიბილაშვილი.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

“თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის “დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან ბრიყვები ხართ, ან გაყიდული მედროვეები, ან, რაც ყველაზე ხშირად ხდება, ორივე ერთად” – პაატა მანჯგალაძე “ქართულ ოცნებას”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე პარტიის ლიდერის დაჭერას ეხმაურება და პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით:

გუშინ უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი პოლიტიკური ლიდერი გიორგი ვაშაძე. ქოცები ამ დროს დაზომბებულებივით იმეორებენ: „კანონის წინაშე ყველა თანასწორია და არავის აქვს ინდულგენცია”.

სწორია, მაგრამ დავაზუსტოთ, როგორც უსინდისოდ ტყუით, თითქოს ამ კომისიაში წარმოდგენილი ხართ კონსტიტუციით განსაზღვრული ოპოზიციური ნახევარის სახით – ზუსტად ისეთივე უსინდისოა თქვენი „მართლმსაჯულებაც” და „თანასწორობაც”.

თუ მართლა გგონიათ, რომ ამ კომისიის „დასკვნით” ვინმეს დაჭერა კანონიერია უნდა იცოდეთ – ან ბრიყვები ხართ, ან გაყიდული მედროვეები ან, რაც ყველაზე ხშირად ხდება, ორივე ერთად.

არჩევნებს რომ თავი დავანებოთ, ეს ე.წ. კომისია დაფუძნებულია კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე; არ აქვს არანაირი ლეგიტიმაცია – არ წარმოადგენს ოპოზიციას და შესაბამისად წულუკიანის ჩათვლით არის სრულად ყალბი და არარა.

შესაბამისად, ეს არის რეჟიმის უკანონო დევნა, პოლიტიკური ანგარიშსწორება და თქვენ ხართ რეპრესიის ინსტრუმენტები, რაზეც აუცილებლად მოგიწევთ პასუხისგება!“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

“უმნიშვნელოვანესი იყო, რომ კონსოლიდირებული ყოფილიყო მთელი ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყეობასთან დაკავშირებით” – ირაკლი ფავლენიშვილი

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი, სააგენტო ,,პარალელთან” ინტერვიუში საუბრობს საქართველოს მე-3 პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სხვა პოლიტიკოსების პატიმრობასთან დაკავშირებით:

,,უმნიშვნელოვანესი იყო, რომ კონსოლიდირებული ყოფილიყო მთელი ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ტყეობასთან დაკავშირებით. როდესაც ივანიშვილს გაუვიდოდა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ყველაზე წარმატებული და მსხვილი მასშტაბის პოლიტიკოსის დაპატიმრება, ეს, რა თქმა უნდა, გახდებოდა იმის განმპირობებელი, რომ შემდგომში უკვე აღარაფერი შეუშლიდა ხელს ივანიშვილს იმაში, რომ დაეჭირა სხვა პოლიტიკური ლიდერები.

ჩვენ ვსაუბრობთ მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც იყო უკრაინის მთავრობის წევრი; რომელიც იყო დასავლეთის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ლიდერის ბოლო ათწლეულების მანძილზე თანამებრძოლი, მეგობარი, ნაცნობი მაინც და თანამოაზრე. ეს იყო ადამიანი, რომელსაც დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი არა მხოლოდ საქართველოსა და ჩვენი რეგიონის პოლიტიკურ პროცესში, არამედ მთლიანად მსოფლიოს პოლიტიკურ პროცესში, მათ შორის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების და ევროინტეგრაციის პროცესში.

ასე, რომ ასეთი მსხვილი კალიბრის მქონე პოლიტიკოსის დაპატიმრება, რა თქმა უნდა, იქნებოდა იმის ნიშანი, რომ შემდგომში უკვე გზა ხსნილი იქნებოდა სხვა პოლიტიკურ ლიდერებზე თუ არა უბრალოდ კრიტიკულად განწყობილ ადამიანზე.

ასე, რომ ძალიან დიდი შეცდომა იყო ბევრი ოპოზიციური ფიგურის მხრიდან, როდესაც არ აკეთებდნენ სათანადო აქცენტს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, მათ შორის, მათი პოზიციები, ხშირ შემთხვევაში, წააგავდა ხოლმე ქოცური პროპაგანდისგან ნაკარნახევ ნარატივებს, რაც საბოლოო ჯამში ისევ და ისევ მათთვის აისახა ცუდად.

ამიტომაც, ახლა უკვე დროა, რომ ყველამ ეს ქოცური წარსულის მითები გადავდოთ გვერდზე და როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ტყვეებზე და პატიმრობებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ მიხეილ სააკაშვილი და მოვითხოვოთ ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.

ყველა პოლიტიკური პატიმრის, მაგრამ პირველ რიგში ისიც უნდა გავიაზროთ, რომ პოლიტპატიმრების დაყოფა ყოველთვის იქნება წყარო იმის, რომ ამით იხეირებს დიქტატურა“, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის” – გიორგი ვაშაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე საპატიმროდან გამოგზავნილ პირველ წერილში, ქვეყანაში შექმნილი რეალობის პოლიტიკურ შეფასებას ახდენს, ამასთან საზოგადოებას მიმართავს და ერთიანობისკენ, ბოლომდე ბრძოლისკენ მოუწოდებს:

კარგად ვარ. სიახლეა ის, რომ გწერთ 308-ე საკნიდან.

გააზრებული მაქვს აქ რისთვის ვარ. არ ვარ პირველი, ვინც ამ გზას გადის. ყოველი ასეთი გზა არის მტკიცებულება, რომ პოლიტიკური დევნა შედეგს ვერ იძლევა.

შეუძლებელია თავისუფლების, აზრის დატყვევება. ეს არის ყველა ავტოკრატის და მოძალადის მთავარი შეცდომა და მათი მარცხის დასაწყისი.

პატიმარი არის არა ის, ვინც ფიზიკურად დაატყვევეს, არამედ ის, ვინც გარეთ არის და ვერ იაზრებს თავისუფლების არსს.

აქ ყოფნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, მე და სხვა ჩემი მეგობარი ლიდერები პოლიტიკაში არ ვართ პირადი კომფორტისთვის. ასე რომ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით.

ეს არის ბრძოლა საქართველოსთვის, შვილების უკეთესი და დაცული მომავლისთვის.

რეჟიმი მარცხისთვისაა განწირული. ის ამას გრძნობს, ამიტომ ებრძვის ყველას ვერაგულად.

ბევრისთვის ჩვენი გზა შეიძლება რთულია, მაგრამ სიმართლისა და გამარჯვების გზა არასდროს არის მარტივი.

მოლაპარაკება მათთან შეუძლებელია. მათ საბოლოოდ დაკარგეს ფასიც და სახეც ამიტომ ჩვენი იარაღია: ერთობა, ღირსება და ბრძოლა ბოლომდე!

აუცილებლად გავიმარჯვებთ!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისიდან დაიწყება.

როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რეგისტრაცია იქნება ელექტრონული და წარიმართება სამ ეტაპად – 7, 14 და 21 ივლისს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე –http://kids.org.ge./ge

I ეტაპი დაიწყება 7 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 13 ივლისის ჩათვლით. პირველ ეტაპზე რეგისტრაციას გაივლიან მიზნობრივი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები: სოციალურად დაუცველი ოჯახების შვილები; სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები; ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები; სამხედრო მოსამსახურეთა შვილები; დედმამიშვილები; თბილისის ბაღების თანამშრომელთა შვილები“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე ინფორმაციით, II ეტაპი დაიწყება 14 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება 20 ივლისის ჩათვლით. მერის თქმით, ეს ეტაპი შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ბავშვებს.

რაც შეეხება რეგისტრაციის III ეტაპს, როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ის საყოველთაო რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელიც დაიწყება 21 ივლისს, 10:00 საათზე და გაგრძელდება ადგილების შევსებამდე.

დედაქალაქის მერის განცხადებით, რეგისტრაციის გავლას შეძლებს ყველა ის ბავშვი, რომელსაც 15 სექტემბრის მდგომარეობით შეუსრულდება მინიმუმ 2 წელი.

დაწვრილებითი ინფორმაცია საჯარო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სააგენტოს ვებგვერდზე.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

“შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი” – თინა ბოკუჩავა

ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი დემოკრატიული სპექტრისთვის, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც მყისიერად შეიცვლება რეჟიმი”, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა:

ივანიშვილის რეპრესიები წინსწრებად იყო დაანონსებული და ამიტომ ეს გასაკვირი არავისთვის არ არის, მაგრამ უნდა იყოს მაინც დიდი გამოფხიზლების მომენტი სრულიად დემოკრატიული სპექტრისთვის იმისთვის, რომ ჩვენ ვკონსოლიდირდეთ და შევქმნათ ერთიანი ფრონტი, რომლის შექმნის პირობებშიც ძალიან მყისიერად შეიცვლება რეჟიმი.

ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც “ნაციონალური მოძრაობა” დიდი ხანია საუბრობს და ეს არის ის გამოსავალი, რომელზეც დარწმუნებული ვარ, რომ დემოკრატიული ძალები ძალიან მალე შევთანხმდებით, ასე რომ ვერცერთი დაჭერით, ვერცერთი დაკავებით, ამგვარი უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას თუ პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს, ეს მისთვის არის პირიქით კონტრპროდუქტიული და მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბიძგი იმ დიდი კონსოლიდაციისთვის, რომელიც გამარჯვებისთვის გვჭირდება”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” პრესსამსახური ავრცელებს

“მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას (არა)სახუმარო პოლიტრეალობა:

მაგარ შარშია “ოცნება” – იმდენი იჩალიჩეს, რომ მალე “შავი” პოლიტიკოსები შავად გაურჩევენ საქმეებს. ნუ, არც ჩვენ ვართ კარგ დღეში თუ დაგვიწყეს – “მე რუსთავში მოვიხადე სროკი ძმაო”.

მაგრამ… ჯერ “კლიჩკები” გვინდა, თან წონიანი… ნიკებთან ყველაფერი ადვილადაა: ნიკა მაღალი, ნიკა დაბალი… სხვებთან ვნახოთ რა იქნება.

ხუმრობა იქეთ იყოს და… ვინ იქნება შემდეგი?

გასხოვდეთ ვამპირის ბუნება“, – წერს გოჩა მირცხულავა ფეისბუქის პირად გვერდზე.

25-26 ივნისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25-26 ივნისს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

⛅️ ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება და +29,+31 გრადუსი დაფიქსირდება.

🌊 სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია უნალექო ამინდი, ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსამდე მოიმატებს.

🌧 დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელია. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30,+32 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28,+30 გრადუსი დაფიქსირდება.

⛈ დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26,+28 გრადუსი დაფიქსირდება.

⛅️ ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +28+30 გრადუსი, ხოლო ქვემო ქართლში +29+31 გრადუსი დაფიქსირდება.

⛅️ კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +27+29 გრადუსი იქნება.

⛈ აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +21+23 გრადუსი იქნება.

“ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა” – რომან გოცირიძე

ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავების ფაქტს კონკრეტული შეთავაზებებით ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია. ახლა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ პარტიების ლიდერების მეორე ეშელონმა, ახლა უნდა აჩვენონ ენერგია ახალგაზრდა პარტიულმა ლიდერებმა. ასე ჩნდებიან ახალი სახეები, ასე იწრთობა პოლიტიკური სისტემა, ასე იზრდება პოლიტიკური კლასი.

ქვეყანამ არ უნდა იგრძნოს ლიდერების იზოლაცია.

გაათმაგეთ ძალისხმევა. ხალხი დაინახავს ამას, ხალხი დადგიდგებათ გვერდში“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

“ოპოზიცია პარლამენტს აღიარებს თუ არა, ჩემთვის მნიშვნელოვანი არაა, რადგან მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის” – კახა კალაძე

თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან ოპოზიციის ლიდერების დაკავების ფაქტის შეფასებისას ისაუბრა.

კახა კალაძის თქმით, კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს, მით უმეტეს პოლიტიკოსს, რომელიც საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია.

ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებულები. მათ ჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე. არ გამოცხადების შემთხვევაში იცით, ასეთ ფაქტებს რა ნაბიჯები მოჰყვება. ეს ყველაფერი კანონშია გაწერილი. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება კანონდარღვევის წამახალისებელი. პირიქით, პოლიტიკოსებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაკისრია საზოგადოების წინაშე.

კანონის დარღვევა არავის უნდა ეპატიოს. ხოლო თუ კანონს ვარღვევთ, ისიც უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი რეაგირება ექნება. ასევე, ჩვენ, ხელისუფლების წარმომადგენლები და არა მხოლოდ ჩვენ, ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, კანონმდებლობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ აკავებენ ოპოზიციონერებს მაშინ, როდესაც ისინი პარლამენტის უფლებამოსილებას არ აღიარებენ, კახა კალაძის თქმით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ისინი რას აღიარებენ, რადგან მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის აღიარებული.

პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასეა – ჩვენთვის მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და რას აღიარებს ის. მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“.

რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას, იცით, რომ ისინი გარედან იმართებიან, სრულად არიან დამოკიდებული გარე პატრონებზე. ამდენად, არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, რას ფიქრობენ და რას აღიარებენ ისინი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს