შაბათი, მაისი 18, 2024
Home Blog Page 5

მიხეილ ყაველაშვილი: “სახადი, სახელად “ნაციონალური მოძრაობა” უკვე მოვიხადეთ და ჩვენი ხალხი არავითარ შემთხვევაში დაუშვებს ამ უსამშობლოების უკან მმართველ ძალად დაბრუნებას”

მსურს მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც გულწრფელად ჰგონიათ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობას იცავენ და, სამწუხაროდ, ვერ აცნობიერებენ თუ ვის მიერ მართულ აქციებში იღებენ მონაწილეობას. ეს არის გარე ძალების მსახური, გახრწნილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ეს ხალხი საქართველოს განიხილავს ტერიტორიად და არა როგორც ეროვნულ- კულტურულ ფენომენად. ისინი საქართველოს უყურებენ როგორც საერთაშორისო კორპორაციის შემადგენელს და არა როგორც დამოუკიდებელ ერთეულს. ამიტომ მათი მისია ყოველთვის იყო, არის და იქნება ჩვენი ერისთვის სამი რამის – გონების, კულტურის და ეროვნული ღირსების შეგრძნების განადგურება“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო, რომ ე.წ. ვარდების რევოლუციით მოსულმა ძალამ პირველი დარტყმა სწორედ განათლებასა და მეცნიერებას აგემა.

დარტყმა განახორციელეს ერის გონებაზე. მოგვიანებით ჩარეცხილებში ასევე აღმოჩნდნენ ჩვენი სასიქადულო კულტურისა და სპორტის საზოგადო მოღვაწეებიც. ასე დაიწყეს ჩვენი კულტურის განადგურება. მაგრამ ეს არ იყო საკმარისი – აუცილებელი იყო განადგურებულიყო ეკლესია, რომელზეც ისტორიულად დგას საქართველოს სახელმწიფოებრიობა და რომელიც არის ქართული კულტურის და ეროვნული თვითშეგნების საფუძველი. ამიტომ გამოუცხადეს ბრძოლა პატრიარქს, მართლმადიდებელ ეკლესიას და, ზოგადად, რწმენასაც. მათ შეურაცხყვეს ჩვენი სიწმინდეები. არც ჩვენი კულტურისა და სპორტის ცოცხალი მოღვაწეების დამუნათება დავიწყებიათ. ყველა ხედავს ყოველდღიურად როგორი მონდომებით აყენებენ შეურაცხყოფას ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც უამრავი სიკეთე გაუკეთა ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მისივე თქმით, კიდევ ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება „ნაცმოძრაობის“ მიერ ჩადენილი ბოროტებების შესახებ.

ეს გარე დაკვეთის შემსრულებელი უსამშობლოები ყველაფერს რყვნიან, რასაც ეკარებიან. სამწუხაროდ, ამ საფრთხის წინაშე დგანან ჩვენი გონებაარეული ის მოქალაქეები და ახალგაზრდები, რომლებსაც ჯერ კიდევ სჯერათ, რომ ამ ხალხის გვერდით დგომით ეროვნულ საქმეს ემსახურებიან და რეალურად საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებენ. სახადი, სახელად „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე მოვიხადეთ და ჩვენი ხალხი არავითარ შემთხვევაში დაუშვებს ამ უსამშობლოების უკან მმართველ ძალად დაბრუნებას“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს ავრცელებს

“ამას ვამბობ მუდამ, რომ რამდენჯერაც გავერთიანდით იმდენჯერ გავიმარჯვეთ” – თაკო ჩარკვიანი

ოპოზიციაში დაწყებულ მსჯელობას, გაერთიანებასთან დაკავშირებით, კონკრეტული პოზიცია-განმარტებებით ეხმიანება პარტია “კანონი და სამართლის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი:

ალილუია🙏, მგონი ახდა ხალხის სურვილი და რა თქმა მე მუდამ ვემხრობი (ჩემი თხოვნა მუდამ ეს იყო) უპირობოდ ამ დასავლურ გზაზე ერთობას – ოპოზიციის ერთობას.

ამას ვამბობ მუდამ, რომ რამდენჯერაც გავერთიანდით იმდენჯერ გავიმარჯვეთ.

ბოიკოტი?! ბოიკოტი იყოს!

მე პირადად თამარ ჩარკვიანი და პარტია “კანონი და სამართალი” მუდამ გაერთიანების მომხრე ვართ!

არა რუსულ მთავრობას, არა ოლიგარქის ხელისუფლებას!

საქართველო იბრძოლებს საქართველოს გადარჩენისთვის, ჩვენ ჩვენს ევროპულ ოჯახში უნდა დავბრუნდეთ!✌️” – წერს ფეისბუქის პირას გვერდზე თაკო ჩარკვიანი.

“ქართული ოცნება” არის აგონიაში, სასოწარკვეთილი, იციან რომ მათი დღეები დათვლილია და ძალიან მალე წავლენ ხელისუფლებიდან – დაჩი ნატროშვილი

სტუდენტური მოძრაობა ,,ნაბიჯის’’ წევრი, დაჩი ნატროშვილი სააგენტო ,,პარალელთან’’ ინტერვიუში კომენტარს აკეთებს ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე, საპროტესტო აქტივობებსა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით:

  • დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ,,უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ’’ კანონპროექტი, რა იქნება თქვენი შემდგომი ნაბიჯები?

– ჩვენი შემდეგი ნაბიჯები იქნება ის, რასაც უკვე ვაკეთებთ ძალიან დიდი ხანია, თვეზე მეტია უწყვეტი პროტესტები და ამის გაჩერებას არ ვაპირებთ იმიტომ, რომ დღეს, საქართველოს პარლამენტში, 84-მა მოღალატემ ოფიციალურად მოაწერა ხელი საქართველოს გაყიდვას და რა თქმა უნდა, ჩვენი ერთადერთი დანიშნულება არის ის, რომ რამენაირად მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ არ დავკარგოთ ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა და არ მოგვიხსნან ვიზალიბერალიზაცია, რომელზეც ძალიან დიდი ხანი იბრძოლა საქართველომ.

  • ბოლო დღეების განმავლობაში ვნახეთ სპეცრაზმისა და პოლიციის მიერ ძალადობის ფაქტები, დაკავებები – რა კომენტარს გააკეთებდი ამასთან დაკავშირებით?

– ის ქმედებები, რასაც ვხედავთ უკვე ძალიან დიდი ხანია სამართალდამცავების მხრიდან, ასახავს მხოლოდ იმას, რომ ,,ქართული ოცნება’’ არის აგონიაში, სასოწარკვეთილი, იციან, რომ მათი დღეები არის დათვლილი და ძალიან მალე წავლენ ხელისუფლებიდან, ძალიან მალე დატოვებენ პარლამენტის უმრავლესობას.

იმდენი რამე აქვთ დაშავებული, საქართველო იმდენჯერ გაყიდეს, ეს ყველაფერი მათ აშინებთ და იციან, რომ მათი ბოლო იქნება: ან სახლებიდან ვერ გამოვლენ, ან წავლენ ციხეში ან კიდევ მოუწევთ გაქცევა რუსეთში, იმიტომ, რომ მათ სხვაგან წასასვლელი არსად არ ექნებათ.

შესაბამისად ეს ყველაფერი, ძალადობა, რასაც ვხედავთ ყოველდღიურად, ასახავს მხოლოდ იმას, რომ ამ სამართალდამცავების უკან დგანან მშიშარა ადამიანები, რომლებიც არაფერს არ იშურებენ იმისთვის, რომ რამენაირად ეს საღად მოაზროვნე მომიტინგეები დაარბიონ, დააშინონ, აგინონ, სახლთან დახვდნენ, სცემონ და ა.შ., რომ რამენაირად ჩაახშონ ის მუხტი, რაც მიმდინარეობს უკვე ძალიან დიდი ხანია თბილისში და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მათ არ გამოუვათ, იმიტომ, რომ ჩვენ ვიბრძვით იდეისთვის და ისინი მხოლოდ სკამებისთვის.

შესაბამისად, უფრო ძლიერები ვართ და არამგონია ,,ქართულმა ოცნებამ’’ მოუგოს ამ საღად მოაზროვნე და გულანთებულ მომიტინგეებს და ახალგაზრდებს.

ავტორი
მარიამ ხაჩირაშვილი

“ჩვეულებრივი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და მოძალადე რეჟიმია” – ნოდარ ხარშილაძე

ხელისუფლებასთან დაკავშირებით თავის პოზიცია-შეფასებებს აფიქსირებს, “სტრატეგიული ანალიზის ცენტრის” (GISAC) დამფუძნებელი, ნოდარ ხარშილაძე:

ჩვეულებრივი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და მოძალადე რეჟიმია.

რამდენიც შეუძლიათ და რა რესურსიც აქვთ ზუსტად იმდენს აფუჭებენ.

კიდევ რომ დარჩნენ და მეტი რესურსი გაუჩდეს, მეტს გააფუჭებენ.

სწრაფად უნდა დამთავრდეს, თორემ ქვეყანას დავკარგავთ ბოლოს“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნოდარ ხარშილაძე.

რიმა ბერაძე: “რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!”

რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი შეფასებით, ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა და მოუწოდა, რომ თავი აკონტროლონ.

საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ ადვილად კარგავთ დაყენებულ სახეს და ავლენთ საკუთარ თავს. არეულობის საწყის მიზეზს გამჭვირვალობის კანონს დავუბრუნდეთ – ჩვენთვის თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს კანონი იყო მხოლოდ და მხოლოდ საბაბი დესტრუქციული ძალების ხელში რეალური მიზნის დასაფარავად. მათი აზრით, ამ კანონის რუსულად შეფუთვა, ყველაზე მარტივი სამანიპულაციო საშუალება იქნებოდა მასების „გასაბრაზებლად“. ეს ნაწილობრივ მოახერხეთ, მაგრამ ცოტა ხნით. ნელ-ნელა საზოგადოება რწმუნდება სინამდვილეში რა ხდება ქვეყანაში და რა პროცესების გავლენაა ეს ყველაფერი“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

მისი თქმით, კანონპროექტის წინააღმდეგ ოპოზიციის მხრიდან წამოწყებული მთელი ეს პროცესი სინამდვილეში ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს – როგორმე დაიცვან მილიონობით დაფინანსება, რომელსაც ისინი იღებენ და გაურკვეველი შავბნელი მიზნებისთვის ხარჯავენ.

როგორც რიმა ბერაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მიზანი ერთადერთია – ხელისუფლებაში დაბრუნება, რისთვისაც მზად არის ნებისმიერ რამეზე წავიდეს, ნებისმიერი დავალება შეასრულოს.

აქციაზე მდგომ ახალგაზრდებს ის ადამიანები მოუწოდებენ და აძლევენ დირექტივებს, რომლებიც სისხლიანი რეჟიმის მმართველები იყვნენ. ესენი არ იცვლებიან. ამ ყველაფერს ემატება სალომე ზურაბიშვილს მხარდაჭერა, რომელიც თავის დამკვიდრებას მისი ყველა გამოსვლისას მხოლოდ შუღლის, დაპირისპირებისა და საზოგადოების პოლარიზებით ცდილობს, ყოვლად ბოროტი ყველაფერზე წამსვლელი პოლიტიკური უმცირესობა კი მოგვიწოდებს დავდგეთ არა საქართველოს ისტორიის სწორ მხარეს, არამედ მის საპირისპიროდ.

რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება. ეს არ არის იანუკოვიჩის უკრაინა, ეს არის სუვერენული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია და გვინდა ევროპაში დაბრუნება.

ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან აუცილებლად გამოვნახავთ გზას ამ მიზნების შესასრულებლად. საქართველო ღირსებით და ამაყად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, ეს ყველაფერი კი იქნება ქართველი ხალხის ნება და გამოხატულება 2024-ში, რომელსაც გამარჯვებით 26 ოქტომბერს დავაგვირგვინებთ“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს ავრცელებს

გიორგი ვაშაძე: “მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ღირსეულად იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს”

დღეს საქართველო არის ერთიანი. ამ შენობის გარეთ ახლაც ათასობით ადამიანი დგას და მათ მინდა მადლობა ვუთხრა“, – განაცხადა პარლამენტის წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან.

გიორგი ვაშაძის თმით, ის მადლობელია ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღირსეულად იცავს.

თქვენ ხართ იმედი, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ის ღირსება, რომელსაც დღეს მთელი მსოფლიო ხედავს. მსოფლიო აღფრთოვანებულია იმ საოცარი ენერგიით, რომელსაც ყველა თაობის ადამიანი დღეს საქართველოში აჩვენებს. ეს ისმის ყველა ევროპულ დედაქალაქში, ისმის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ყველა მხარს უჭერს ჩვენ ქართველ ხალხს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ და საპარლამენტო უმრავლესობას მიმართა:

როდემდე აპირებთ, რომ არ მოუსმინოთ ხალხს?

დაფიქრდით, უბრალოდ, ნუთუ დარჩა ვინმე ამ ქვეყანაში, ვინც კიდევ უნდა გითხრათ, რომ მოეგოთ გონს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პარლამენტის ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს ავრცელებს

“ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა, ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სათითაოდ მიწვდებიან” – მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება:

ოლიგარქმა ქართველ ხალხს ომი გამოუცხადა.

ხალხმა უნდა დაიცვას თავი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სათითაოდ მიწვდებიან.

წინ საქართველო!“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

“მადლობა ბიძინას, ღირსებას, თავმოყვარეობას, თავისუფლებას რომ არაფერზე ცვლის!” – ხათუნა ხოფერია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე, ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის უარს, ემოციური შეფასებებით ეხმაურება საქართველოს 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

ბიძინას დაშინება მიდის😂 “რუსი მოდისო“, ხომ გახსოვთ?! ახლა, ო’ბრაიანი მოდისო😂

კიდიაო, თქვა ბიძომ და ამათ ვერ წარმოუდგენიათ, როგორ შეიძლება ასე დაიკიდოს ბატონი, პატრონი, მარჩენალი მათი, ივანიშვილმა🤣🤣🤣
არა და, კიდია!!!✊🏼

მადლობა ბიძინას, ღირსებას, თავმოყვარეობას, თავისუფლებას რომ არაფერზე ცვლის!

ჩვენ ვდგევართ ფაქტის წინაშე, რომ 21-ე საუკუნეში გვიწევს ბრძოლა სუვერენიტეტისთვის და საქართველოს გადასარჩენად!

რას იზამ, მტერი მტერია! საქართველო ერთია! ის ჩვენი ღმერთია!
ერთად, საქართველოს გადასარჩენად!“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

“მეგობრებო, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად, დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა” – კახა კალაძე

იქ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა, როცა მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ისაუბრა.

დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად.

დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენ, დარწმუნებული ვარ, ამას აუცილებლად შევძლებთ და შევძლებთ იმასაც, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წევრი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

პაატა მანჯგალაძე „ქართულ ოცნებას“ – რამდენი ათასი მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღოთ?!

ყველა გრძნობთ ალბათ იმ პასუხისმგებლობას და იმ გადაწყვეტილების მნიშვნელობას,რომლის ჩადენასაც აპირებთ “გამჭვირვალობის” სახელით. პირდაპირ გეუბნებით, ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს ინტერესების ღალატი. რამდენი ათასი ადამიანი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და რამდენჯერ, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყოს მიღებული“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი აღარ დარჩა.

რა სამართლებრივი და პოლიტიკური არგუმენტი გჭირდებათ იმაზე მეტი, რომ ხელისუფლებას საერთაშორისო ასპარეზზე მეგობარი არ დარჩა. დაწყებული გაერო-თი დამთავრებული ნატო-თი ყველა გვეუბნება, რომ თუ ამ საქმეს ჩაიდენს საქართველო, ჩვენს პარტნიორებს გამოაცხადებს მტრებად – საქართველო დარჩება მარტო იზოლაციაში. როდესაც საქართველოს ტოვებთ პარტნიორების და მეგობრების გარეშე – უფლება არ გაქვთ ხმა ამოიღოთ “, – მიმართა პაატა მანჯგალაძემ საპარლამენტო უმრავლესობას.

ინფორმაციას პარლამენტის ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს ავრცელებს